„ეს სადიზმია“ - საავადმყოფოს დირექტორი გარჩევისას დაჭრილი მოზარდის ჭრილობებზე

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება საავადმყოფოში
რეანიმაციის განყოფილება საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავადმყოფოს დირექტორი, სადაც ქუჩური გარჩევისას გადარჩენილი სკოლის მოსწავლე მოათავსეს, იმედოვნებს, რომ ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩებას შეძლებენ

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ორი მოსწავლე, რომელთაგან ერთ-ერთი ვერაზე ქუჩური გარჩევისას დანით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო მეორე უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება, 16 წლისანი არიან.

ინციდენტი ხორავას ქუჩაზე, უფრო ზუსტად პეტრე მელიქიშვილის პარალელურ ქუჩაზე მოხდა, სადაც №51–ე სკოლა მდებარეობს. სწორედ ამ სკოლის მოსწავლე იყო გარდაცვლილი მოზარდი.

„წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა“, — აღნიშნულია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, მასობრივი ჩხუბი თბილისის №51–ე და  №53–ე სკოლების უფროსკლასელებს შორის მოხდა. ჩხუბში 10-დან 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სასიკვდილო გარჩევის ვერსია: ორი სკოლის უფროსკლასელებმა იჩხუბეს

სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს როგორც 51-ე საჯარო სკოლაში დამონტაჟებული, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით  არ ვრცელდება.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე გულისხმობს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, სადაც ჩხუბში გადარჩენილი მოზარდი მოათავსეს, განაცხადა, რომ ნანახმა შოკში ჩააგდო.

„კლინიკაში შემოვიდა 16 წლის პაციენტი, ბიჭი უმძიმესი ჭრილობებით. წნევა იყო ნული. საოპერაციოში შესვლისას გულის გაჩერება ჰქონდა. გულ-მკერდის, მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობაა, მაგისტრალური სისხლძარღვები დაზიანებულია, ბარძაყის არტერია და ვენა. მინდა ვთვა, რომ 16 წლის ბავშვს სადისტური, საშინელი ჭრილობები აქვს მიყენებული. ჩვენ აღშფოთებულები ვართ“, — აღნიშნა კლინიკის დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ.

ექიმმა გამოთქვა იმედი, რომ ბავშვის გადარჩენა მოხერხდება.

საავადმყოფოში იმყოფებოდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა  სოფრომაძე.


ყველა ახალი ამბავი
0