სასიკვდილო გარჩევის ვერსია: ორი სკოლის უფროსკლასელებმა იჩხუბეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყარომ №51–ე სკოლიდან განაცხადა, რომ არასრულწლოვანებს შორის საქმის გარჩევას მე–11 კლასის მოსწავლე შეეწირა

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მასობრივი გარჩევა, რომელიც ერთ–ერთი არასრულწლოვნის სიკვდილით დასრულდა, სავარაუდოდ, თბილისის №51–ე და  №53–ე სკოლების მოსწავლეებს შორის მოხდა, განუცხადა „Sputnik Грузия“ წყარომ ერთ–ერთი სკოლიდან. 

112 - Sputnik საქართველო
ვერაზე სკოლის მოსწავლე მოკლეს

ინციდენტი ხორავას ქუჩაზე, უფრო ზუსტად პეტრე მელიქიშვილის პარალელურ ქუჩაზე მოხდა, სადაც №51–ე სკოლა მდებარეობს. მოსწავლეებს შორის ჩხუბის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“ –ში 14:10 საათზე შევიდა.

„ბიჭი, რომელიც დაიღუპა, 51–ე სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე იყო. მასთან ერთად კიდევ დაიჭრა ორი ბიჭი, რომლებიც საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში არიან. იყო გარჩევა, დაახლოებით 15 ბიჭი იყო. ერთ–ერთი ვერსიით, 51–ე და 53–ე სკოლების უფროსკლასელებმა იჩხუბეს. მას შემდეგ რაც სკოლის მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, მათ ქუჩაში გადაინაცვლეს“, – განაცხადა სააგენტოსთან თანამოსაუბრემ.

შსს–ს წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს, ერთ–ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორე კი მიღებული ტრავმებისგან საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0