ვერაზე სკოლის მოსწავლე მოკლეს

გამოწერა
ხორავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში 15–მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

თბილისი, 1 დეკემბერი —Sputnik. ვერაზე ცივი იარაღით დაჭრილი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თელავში 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

წინასწარი ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით მუცლისა და ფეხის არეში დაჭრეს, რომელთაგან ერთ-ერთი დაიღუპა, მეორე მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. 

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში 15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შოთა ნოზაძე
ყველა ახალი ამბავი
0