თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თელავში 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიბჯენით ესროლა და მიიმალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა თბილისის გზატკეცილზე მდებარე ავტოსახელოსნოში გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ავტოსახელოსნოს მეპატრონემ აღმოაჩინა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.