თბილისის ერთ-ერთ სკვერში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გამოწერა
სავარაუდოდ, მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ სკვერში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

112 - Sputnik საქართველო
სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

უწყების ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით აღმოაჩინეს. გარეგანი დათვალიერებით მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

სავარაუდოდ, მამაკაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0