საქართველო სოჭის ახალგაზრდობის ფესტივალზე: სტუმართმოყვარეობა და ტემპერამენტი

© photo: Sputnik / Evgeny Biyatovახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX ფესტივალი სოჭში
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX ფესტივალი სოჭში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ეროვნული სტენდებია, სადაც ქვეყნის შესახებ წარმოდგენის შექმნა შეიძლება.

Sputnik, სოჭი, ალექსეი სტეფანოვი

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მე-19 მსოფლიო ფესტივალის მთავარი მედიაცენტრის დერეფნებში გადაადგილება ადვილი არ არის. საქმე ისიც კი არაა, რომ სოჭში თავი მოიყარა მსოფლიოს 180 ქვეყნის ახალგაზრდობამ. თითქმის ყოველ ათ წუთში ერთხელ უზარმაზარი ნაგებობის სხვადასხვა კუთხეში სტიქიური კონცერტები იმართება: ვიღაც მოულოდნელად იწყებს დაკვრას რაღაც უცნაურ საკრავზე, ვიღაც — სიმღერას, ვიღაც — ცეკვას. და რადგან ფესტივალი ახალგაზრდულია, ათობით გამვლელი მონაწილე იქვე ჩერდება, იღებს სმარტფონს და იწყებს გადაღებას, და თან სიმღერასა და ცეკვას!

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალი სოჭში - Sputnik საქართველო
ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალის ქართველი მონაწილეები სოჭში არიან

მაგრამ ყველაზე ლამაზი ცეკვები საერთო დერეფნებში კი არ იმართება, არამედ ეროვნული სტენდების პავილიონებში, სადაც ქვეყნები სტიქიურად არიან განლაგებული, მაგალითად, ავსტრალიის მეზობელია მოლდოვა, ყირგიზეთის — ვიეტნამი, ლატვიის — პაკისტანი.

სიყვარულით ჯორჯიიდან

„ვხუმრობ ხოლმე, რომ ყველაზე მთავარი — ქართული ღვინო ვერ ჩამოვიტანეთ, რადგან ფესტივალი ახალგაზრდულია, სამაგიეროდ, ჩამოვიტანეთ საქართველოს ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი — ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ტემპერამენტი და მოძრაობა", — სიამოვნებით წარმოადგენს თავის ქვეყანას Sputnik-ის კორესპონდენტთან ქართული სტენდის კოორდინატორი ქეთევან ჯაფარიძე.

სოჭში ქართულმა დელეგაციამ სხვადასხვა სუვენირები ჩამოიტანა. მაგალითად, ყანწი, რაც შორეული დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის უცხო რამეა. „ჩვენ ვუყვებით, რომ ეს არის სასმისი და მას ასეთი ფორმით იმიტომ აკეთებენ, რომ ამას რომ აიღებ, მაგიდაზე ვეღარ დადო, სანამ ღვინოს ბოლომდე არ დალევ", — ღიმილით ყვება ქეთევანი.

აღიარებს, რომ ბევრისთვის აღმოჩენაა, რომ კედელზე ლათინური ასოებით დაწერილი ქვეყნის დასახელება Georgia სულაც არაა ამერიკის შტატი. „ამიტომ ფესტივალზე ჩამოვიტანეთ ინფორმაცია საქართველოს შესახებ და გვინდა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინოთ, ვაჩვენოთ ნამდვილი საქართველო, სადაც კარგია ზაფხულშიც — ძალიან ლამაზი ბუნება გვაქვს, და ზამთარშიც — ჩვენ ხომ მშვენიერი სამთო-სათხილამურო კურორტები გვაქვს, რომელთა შესახებ ბევრმა არ იცის. ჩვენ ვაჩვენებთ ბროშურებს, ფილმებს საქართველოზე და გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიგრძნოს ჩვენი სტუმართმოყვარეობა აქ, სოჭში", — ისაუბრა თავიანთ გეგმებზე ქეთევანმა.

© Sputnik / Agnes Papazianქართული სტენდი ფესტივალზე სოჭში
Грузинский стенд на Всемирном фестивале молодежи и студентов в Сочи - Sputnik საქართველო
ქართული სტენდი ფესტივალზე სოჭში

ქართული სტენდი დიდი არაა და იქ ცოტა სუვენირი მოთავსდა, მაგრამ ქვეყნის ხედებით პატარა მაგნიტები სულ მოსატანია, რადგან, როგორც სტენდის კოორდინატორები აზუსტებენ, "როცა ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან, მღერიან ქართულ სიმღერებს, არ შეგვიძლია რამე არ ვაჩუქოთ". ასევე ხშირად უნდათ ფოტოს გადაღება ქეთევანთან, რადგან მან მამაკაცის ეროვნული კოსტიუმი ჩაიცვა და მასში საკმაოდ კოლორიტულად გამოიყურება.

ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალგაზრდობის ფესტივალზე სოჭში 140 დელეგატი წარმოადგენს

შეეწიეთ ერთი სიტყვით ირბისს

„ვაგროვებთ პეტიციას თეთრი ლეოპარდის შესანარჩუნებლად. მოდით და მოაწერეთ ხელი!" — ისმის შორიდან. აღმოჩნდა, რომ მოწოდება ყირგიზეთის სტენდიდან მოდის. პავილიონში მას ყველაზე მეტი ადგილი აქვს დათმობილი, ხოლო თეთრი ლეოპარდი, იგივე ირბისი იქ ყველგანაა — სტენდზე ნახატის სახით არის წარმოდგენილი, თაროებზე რბილი სათამაშოების სახით, ხოლო იატაკზე — 3D მოდელით. იატაკზე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი წრიული დასაკრავის გარშემო ფესტივალის მონაწილეები იკრიბებიან. ერთ-ერთი გოგონა მისკენ მიმართავს თავისი სმარტფონის ეკრანს, რომელშიც Arloopa-ს სპეციალური პროგრამაა ჩართული. და უცებ ბრტყელი სურათიდან თითქოს ირბისი ამოიზრდება, რომელიც წრიულ მოძრაობას იწყებს. რა თქმა უნდა, ტელეფონის ეკრანზე. ფესტივალის მონაწილეები აღფრთოვანებული არიან.

„რამდენიმე საათში ასევე მოვაწყობთ გამოსვლას თეთრი ლეოპარდების კოსტიუმებით — აქ, პავილიონში და ქუჩაშიც", — აღნიშნავს ყირგიზული სტენდის კოორდინატორი მარატ უულუ ზარიპბეკი და ყველას ახლოს მისვლას სთავაზობს.

„აი, მაგალითად, თვალსაჩინო მაგალითი მსოფლიოში ყველაზე დიდ გმირულ ეპოსზე „მანასი", რომელიც ასობით ათას ლექსის სტრიქონს მოიცავს. მოგვიანებით ჩვენ მას თეატრალური დადგმის სახით წარვადგენთ. სწორედ ამიტომ იყო საჭირო ასეთი დიდი სტენდი. აქ წარმოდგენილია კონუსის ფორმის ძველი თავსაბურავი, ეს სუვენირია მინი–იურტის სახით, ხოლო იმ მაგიდაზე ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობარებია. მაგალითად, გსმენიათ მომთაბარეთა მსოფლიო თამაშების შესახებ? ჩვენ კი პოპულარობით ოთხ წელიწადში უკვე ოლიმპიურ თამაშებს დავეწიეთ", — განმარტავს ის.

სანამ მარატს ვესაუბრებით, ყირგიზეთის სტენდს მუდმივად უახლოვდებიან ფესტივალის მონაწილეები. მიზეზი ორია — ერთნი 3D-ირბისის დასაჭერად დგებიან რიგში, ხოლო მეორენი — ეროვნულ კოსტიუმში გამოწყობილ ორ გოგონასთან სურათის გადასაღებად.

თეატრალური წარმოდგენა ფესტივალის გახსნაზე - Sputnik საქართველო
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის ფესტივალის გრანდიოზული გახსნა სოჭში

ბაქოს კვარტალი

ყირგიზული სტენდისგან განსხვავებით, სადაც ბევრი თავისუფალი ადგილია, რადგან, ორგანიზატორების თქმით, ჯერ კიდევ ყველაფერი არ ჩამოუტანიათ, აზერბაიჯანის სტენდი მაქსიმალურად არის წარმოდგენილი და აღმოსავლური ბაზრის დახლს წააგავს. აქ წიგნები ძველებური სპილენძის ჭურჭლის გვერდით აწყვია, ხოლო ეროვნული თავსაბურავები — მუსიკალური საკრავების გვერდით.

„ჩვენ კიდევ წარმოდგენილი გვაქვს ეროვნული ტკბილეული — ფაჰლავა, შექერლამა და გოგალი, ხილი, თხილეული; ეს არმუდ-ჭიქაა, მსხლის ფორმის, რომლითაც ჩვენი მამაკაცები ადრე ჩაის სვამდნენ. სხვათა შორის, აი, „აზერჩაიც", — აზერბაიჯანული სტენდის ხელმძღვანელი ხადიჟა დომადაევა ჩვენთვის ექსკურსიას იწყებს.

მასთან ერთად ვმოძრაობთ ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმულ მანეკენებს შორის, მაგიდებს შორის, რომლებზეც სხვადასხვა ბროშურები აწყვია ქვეყნის შესახებ, და მივდივართ ერთ-ერთ კედელთან, სადაც მრავალფეროვანი ფოტოებია გამოფენილი.

© photo: Sputnik / Grigory Sisoevთეატრალური წარმოდგენის მაყურებელი სოჭის ფესტივალის გახსნაზე
Зрители на театральном представлении во время церемонии открытия XIX Всемирного фестиваля молодежи и студентов (ВФМС) в Ледовом дворце Большой в Сочи - Sputnik საქართველო
თეატრალური წარმოდგენის მაყურებელი სოჭის ფესტივალის გახსნაზე

„აქ განთავსდა ჩვენი კულტურული ექსპოზიცია — ძველი ბაქოს იჩერი-შეხერის სურათები, ადგილი, სადაც გადაიღეს სცენა ცნობილი ფილმიდან „ბრილიანტის ხელი", ჰეიდარ ალიევის თანამედროვე ცენტრი, სადაც იმართება დიდი გამოფენები და სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიება, სახელმწიფო დროშის მოედანი ბაქოში, ბაქოს კრისტალური დარბაზი, სადაც 2012 წელს ევროვიზია ჩატარდა", — სიამაყით გვიყვება ხადიჟა.

მეზობელ სტენდზე გამოფენილია სპორტსმენების ფოტოები, 2003-2014 წლებში აზერბაიჯანელი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მედლების ცხრილი, გვერდით მაგიდაზე ასევე დევს სოლიდარობის ისლამური თამაშების მედლების კომპლექტი, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა აზერბაიჯანში. „ესაა ორიგინალები. ისინი მუზეუმში ინახება, მაგრამ ფესტივალის პერიოდში თან ჩამოვიტანეთ, ასეთი დღესასწაულისთვის ამის გაკეთების ნება დაგვრთეს", — ასრულებს ექსკურსიას ხადიჟა და რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც აზერბაიჯანის გასაცნობად მოგვიახლოვდნენ და ჩვენი საუბარი მოისმინეს, გაკვირვებით ათვალიერებენ რარიტეტს.

საქართველო YOUTH EXPO გამოფენაზე: სოჭში გამართულ გამაფონეაზე ქართულ ცეკვებს ასწავლიან - Sputnik საქართველო
საქართველო YOUTH EXPO გამოფენაზე: სოჭში გამართულ გამოფენაზე ქართულ ცეკვებს ასწავლიან

დიპლომისთვის ლატვიაში

ლატვიის რესპუბლიკის სტენდთან სიწყნარეა, ექსპოზიციაში მხოლოდ სარეკლამო ფურცლები და ბროშურებია, მაგრამ ქვეყნის ორ წარმომადგენელ გოგონასთან ჩემთან ერთად ქერათმიანი გოგონა მივიდა და ფრანგული აქცენტით ლატვიითა და აქ წარმოდგენილი ბალტიის საერთაშორისო აკადემიით ინტერესდება. ირკვევა, რომ მარჟორი ფონტენილი პარიზშია დაბადებული, დიდხანს იქ ცხოვრობდა, როდესაც გაიზარდა, რუსული ენის შესწავლა გადაწყვიტა, რამდენადაც დედა რუსი ჰყავს. სამი წლის წინ მარჟორი რუსეთში ჩამოვიდა, სარატოვის სახელმწიფო იურიდიულ აკადემიაში ჩააბარა და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მოსკოვში სწავლაზე არც კი ფიქრობდა. „ეს ხომ პრაქტიკულად ევროპაა, მე კი შუაგულ რუსეთში მინდოდა მოხვედრა, რათა რუსული სული შემეცნო", — ამბობს ის.

„მე ბალტიის საერთაშორისო აკადემიას დავაკვირდი და ვიფიქრე, რომ შეიძლება ამ უმაღლეს სასწავლებელთან ხელშეკრულების გაფორმება და ლატვიისა და რუსეთის სტუდენტებს შორის დიალოგის გამართვა", — განაცხადა მარჟორმა.

„ხშირად გვეკითხებიან ლატვიაში განათლების შესახებ, ბევრს უნდა თანამშრომლობა და საუბრობენ გაცვლით პროგრამებზე როგორც ეს ფრანგი გოგონა", — დაადასტურა ბუკამ.

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიმაყურებელი სოჭის ახალგაზრდობის ფესტივალის გახსნაზე
Зрители на церемонии открытия XIX Всемирного фестиваля молодежи и студентов (ВФМС) в Ледовом дворце Большой в Сочи - Sputnik საქართველო
მაყურებელი სოჭის ახალგაზრდობის ფესტივალის გახსნაზე

როგორც მან აღნიშნა, განათლებასთან ერთად, ფესტივალის მონაწილეები ინტერესდებიან ლატვიური სამზარეულოთი, რამდენადაც 2017 წელს რიგამ ევროპული გასტრონომიული რეგიონის დედაქალაქის სტატუსი მოიპოვა. გარდა ამისა, კითხვები ეხება ლატვიის ბუნებას, ქალაქების არქიტექტურას და თუ რა ენაზე საუბრობენ ქვეყანაში.

„ჩვენ საკმაოდ მულტიკულტურული ქვეყანა ვართ. და მეც ვუხსნი, რომ ახალგაზრდობა ჩვენთან საუბრობს როგორც ლატვიურ და რუსულ, ისე ინგლისურ და გერმანულ ენებზე", — აღნიშნა ინტა ბუკამ.

ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალგაზრდობის ფესტივალზე სოჭში 140 დელეგატი წარმოადგენს

შეხვედრები სომხურ სტენდთან

„ჩვენთან, სომხეთში ბევრი რამის დათვალიერება შეიძლება, დაწყებული მთებით და დამთავრებული ხაჩკარით. ჩვენ ყოველივე ამის აქ წარმოდგენა გვსურდა, მაგრამ ამ სტენდზე, სამწუხაროდ, არ დაეტევა, — იღიმება მომავალი დიპლომატი ლილი გუკასიანი. ამიტომ აქ წარმოდგენილია მცირე ზომის ხის ხაჩკარი, ხის დაფაზე ამოკვეთილი ქვეყნის გერბი, დუდუკი, ასევე ტკბილეულობა — ბროწეული და ხილისგან გაკეთებული ტკბილი ლავაში, რომელსაც ყველა სიამოვნებით აგემოვნებს. თქვენც გასინჯეთ — ძალიან გემრიელია!"

როგორც ლილი ამბობს, სომხეთის დელეგაციას არ ეგონა, რომ სომხეთისადმი ინტერესი ამდენად დიდი იქნებოდა. ყველა, პირველ რიგში, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებითა და ბუნებით ინტერესდება.

„ფესტივალზე სომხეთიდან 250 მონაწილე ჩამოვიდა, მაგრამ მე მჯერა, რომ ამდენი ან ამაზე უფრო მეტი სომეხი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოფრინდა. ჩვენ ხომ მთელ მსოფლიოში ვართ მიმოფანტული", — აცხადებს ლილი. ბევრი სწორედ სომხეთის სტენდთან ხვდება ერთმანეთს.

პოზიტიური მოლდაველები და გრაფ დრაკულას შთამომავლები

„გამარჯობა მოლდოვა ტულიდან!" – ხმამაღლა სკანდირებს ახალგაზრდა მამაკაცი და ტელეფონის ეკრანს უყურებს. "ყველაფერი გადაღებულია, მადლობა!" — ეუბნება გოგონა და მოლდავეთის გერბის კერამიკულ სუვენირს აწვდის.

„ჩვენ სუვენირებს ყველა მსურველს ვჩუქნით, მხოლოდ ერთი პირობით — ჩვენ ქვეყანას უნდა მიესალმონ იმ ქვეყნიდან ან ქალაქიდან, სადაც ცხოვრობენ. გუშინ ასეთი 20-ზე მეტი ვიდეო-რგოლი ჩავწერეთ, დღეს ახლახან დავიწყეთ, მაგრამ შეიძლება დღეს სუვენირები არც გვეყოს", — განაცხადა მოლდოვას სტენდის წარმომადგენელმა მარია იგნატმა და აღნიშნა, რომ მოგვიანებით ყველა ვიდეო-რგოლი სოციალურ ქსელებში განთავსდება.

„ეს მშვენიერი იდეაა, ჩვენ ძალიან მოგვწონს, და ახალგაზრდებიც სიამოვნებით თანხმდებიან ჩვენ შეთავაზებას", — დასძინა მარიამ.

ცეკვა სოჭში: აფრიკის დელეგაცია ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე - Sputnik საქართველო
ცეკვა სოჭში: აფრიკის დელეგაცია ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე

ექსკურსია სტენდთან არცთუ დიდ დროს იკავებს — ქალაქის გამოსახულებიან სტიკერებთან, გერბებთან და რესპუბლიკის დროშებთან ერთად აქ გამოფენილია ბროშურები ქვეყის ისტორიის შესახებ და რამდენიმე სათამაშო. ბიჭუნა სასაცილო ქუდით ვიღაცას ბუნდოვნად გახსენებს.

„კი, ეს ჩვენი ზღაპრის გმირია — გუგუცე, თქვენ, ალბათ, ის ბავშვობიდან იცით. სპირიდონ ვანგელიმ ეს ბიჭუნა გამოიგონა და მის შესახებ ლამის მთელ მსოფლიოს სმენია", — აღფრთოვანებით ყვება მოლდავეთის წარმომადგენელი და თოჯინას გვაჩვენებს. და ზუსტად ამ დროს — ზღაპრები ამ ონავარ ბიჭუნაზე მეხსიერებაში ცოცხლდება.

"ჩვენთან ვინ არ მოდის — ყირგიზეთის, უზბეკეთის, რუმინეთის, რუსეთის წამომადგენლები — კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე, ვიეტნამიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. გვეკითხებიან ღირსშესანიშნაობებზე, ჩვენს ბუნებაზე, ინტერესდებიან მოლდავეთში პირველ რიგში რისი ნახვაა შესაძლებელი, როგორი ადამიანები არიან. რა თქმა უნდა, პოზიტიურები, ვპასუხობთ ჩვენ", — ამბობს მარია.

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიფესტივალი 14 ოქტომბერს მოსკოვში დაიწყო
Фестиваль стартует в Москве 14 октября парадом-карнавалом гостей. По данным организаторов, в шествии примут участие профессиональные коллективы и 45 тысяч студентов - Sputnik საქართველო
ფესტივალი 14 ოქტომბერს მოსკოვში დაიწყო

„ჩვენ აქ ჩვენი ტკბილეულობა წარმოვადგინეთ — შოკოლადები და ნამცხვრები, რომლითაც ყველა სტუმარს ვუმასპინძლდებით და ვუყვებით ჩვენი ქვეყნის შესახებ — ბუქარესტზე, პარლამენტის სასახლეზე, დუნაის დელტაზე, სადაც ძალიან სასიამოვნოა ზაფხულში სტუმრობა და, რა თქმა უნდა, ტრანსილვანიაზე — პელეშის სასახლეზე და ბრანის ციხეზე. მითი გრაფ დრაკულაზე — ვლად ცეპეშზე მთელ მსოფლიოში ცნობილია. და ღირს იმის აღნიშვნა, ჩვენი სტუმრები მის შთამომავლებად როგორ გვთვლიან და ჩვენ კბილებს შიშით უყურებენ", — იცინის რუმინეთის წარმომადგენელი, ბუქარესტის უნივერსიტეტის საერთაშორისო ენების ფაკულტეტის სტუდენტი დორინა ივანი.

ის სიამოვნებით ფურცლავს ალბომს რუმინეთის ქალაქების ფოტოებით და ამბობს, რომ წასვლის წინ პრაქტიკულად ყველა აუცილებლად ითხოვს რუმინულად რამდენიმე სიტყვის თქმას — მისალმება და მადლობა — და ცდილობენ დამახსოვრებას.

© Sputnik / Agnes Papazianქართული სტენდი სოჭის ფესტივალზე
Грузинский стенд на Всемирном фестивале молодежи и студентов в Сочи - Sputnik საქართველო
ქართული სტენდი სოჭის ფესტივალზე

ამ დროს აღმოსავლური მუსიკის ხმები იღვრება და სტენდთან მოსეირნე ახალგაზრდობა ცენტრალური გასასვლელისკენ ჩქარობს, სადაც ერთ-ერთი არაბული ქვეყნის ახალგაზრდები ცეცხლოვან ცეკვებს წარმოადგენენ. „არ წახვიდეთ, მალე ჩვენი ბიჭებიც უბრალოდ კი არ იცეკვებენ, ნამდვილ მასტერ-კლასს ჩაატარებენ. ძალიან ლამაზი იქნება", — ცდილობს მუსიკის ხმის გადაფარვას წარმოდგენის სანახავად მოსული ქეთევან ჯაფარიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0