საქართველოს ახალგაზრდობის ფესტივალზე სოჭში 140 დელეგატი წარმოადგენს

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდი
ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მზადაა ფესტივალისთვის და ღონისძიებისადმი დიდი ინტერესიც გამოავლინა, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდობისა და სტუდენტობის ფესტივალზე, რომელიც 14-22 ოქტომბერს გაიმართება სოჭში, 140 კაციანი დელეგაცია წარმოადგენს.

ფესტივალის პროგრამაზე, მონაწილეობის პირობებსა და ღონისძიების სხვა დეტალებზე ისაუბრეს ვიდეოხიდის თბილისი-მინსკი-ასტანა-ბიშკეკი-ბელგრადი-კიშინიოვი-მოსკოვი-ულან-ბატორის მონაწილეებმა, რომლის თემაც იყო: მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალი რუსეთში: რა მოამზადეს ორგანიზატორებმა, რით მიდიან სტუმრები“.

© Sputnik / Levan Avlabreliვიდეოხიდის მონაწილეები: მანრი ჭანტურია, ნესტან ჩიტაია და გიორგი ირემაძე
Видеомост, посвященный XIX Всемирному фестивалю молодежи и студентов - Sputnik საქართველო
ვიდეოხიდის მონაწილეები: მანრი ჭანტურია, ნესტან ჩიტაია და გიორგი ირემაძე

საქართველოს ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტის წევრის, ნესტან ჩიტაიას თქმით, საქართველოს მზადაა ფესტივალისთვის და ღონისძიებისადმი მაღალ ინტერესსაც იჩენს.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოს ახალგაზრდობას აინტერესებს ეს ფესტივალი“, — განაცხადა ჩიტაიამ.

მისი თქმით, გარდა ძირითადი დელეგაციის წევრებისა, მატ ასევე შეძლეს მსოფლიო ფესტივალის ვეტერანების მოძებნა, თანაც არა უბრალოდ ვეტერანებისა, არამედ იმ ხალხისა, რომლებიც გასულ ფესტივალზე მოსკოვში დაოჯახდნენ კიდეც.

„ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი, რათა ჩვენი ურთიერთობები იყოს თბილი და მეგობრული. მიგვყავს ყველა, ვისაც შეუძლია წარმოაჩინოს საქართველო: მოცეკვავეები, ვოკალისტები, საოპერო მომღერლები, „მანსანკანელები“, — ხაზი გაუსვა ჩიტაიამ.

© Sputnik / Levan Avlabreliნესტან ჩიტაია
Член Национального подготовительного комитета XIX Всемирного фестиваля молодежи и студентов Нестан Читая - Sputnik საქართველო
ნესტან ჩიტაია

საქართველოს ახალგაზრდა პედაგოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, სოციოლოგ მანრი ჭანტურიას თქმით, ფესტივალის ფორმატი ქართული დელეგაციისთვის ფ რიად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართველ ახალგაზრდებს ძალიან წაადგებათ პოსტსაბჭოთა სივრცის ახალგაზრდებთან ურთიერთობა.

© Sputnik / Levan Avlabreliმანრი ჭანტურია
Председатель Ассоциации молодых педагогов Грузии, социолог Манри Чантурия - Sputnik საქართველო
მანრი ჭანტურია

„ვისურვებდით, რომ ასეთი ფორმატები და ურთიერთობები უფრო ხშირად და ბევრი იყოს“, — განაცხადა ჭანტურიამ.

მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX ფესტივალი, რომლის ლოზუნგიცაა „მშვიდობის, სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობისთვის, ჩვენ ვიბრძვით იმპერიალიზმის წინააღმდეგ — პატივს ვცემთ წარსულს, ვაშენებთ მომავალს!“ — 2017 წის 14-22 ოქტომბერს ჩატარდება ქალაქ სოჭში.

ეს ფესტივალი უმსხვილესი საერთაშორისო მოვლენაა ახალგაზრდულ ურთიერთქმედებებში. ფესტივალში სავარაუდოდ 20 ათასი კაცი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან ნახევარი უცხოეთის სახელმწიფოთა მოქალაქეები იქნებიან ხუთი კონტინენტის 150 სახელმწიფოდან.

ფესტივალი პლანეტის პროგრესულ ახალგაზრდობას გააერთიანებს: ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებს, შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებს, ინჟინრებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მეცნიერებსა და სხვ. რიგი უცხოეთის სახელმწიფოებიდან 250 კაციანი დელეგაციები ჩავა.



ყველა ახალი ამბავი
0