სოჭში YOUTH EXPO გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ქართული ცეკვების გაკვეთილები ტარდება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ აცნობენ სტუმრებს ქართულ კულტურას.
საქართველო მონაწილეობს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის ფაგლებში გამართულ გამოფენაში სხვა 40 ქვეყანასთან ერთად. საქართველოს სტენდთან ხმამაღლა უკრავენ ქართულ მუსიკას, დიდ ეკრანზე განუწყვეტელ რეჟიმში მიმდინარეობს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების, ბუნებისა და კულტურის შესახებ ვიდეორგოლები. სტენდთან განლაგებულია სუვენირები, რომლებიც თამაშდება სხვადასხვა კონკურსებში, სტუმრებს ასევე გადაეცემათ საინფორმაციო ბროშურები.
სტენდთან ასევე დგანან ქართულ სამოსში ჩაცმული გოგონები, რითაც სტუმრები მეტად გრძნობენ ქართულ გარემოს. ფესტივალის მონაწილეები, რომლებიც საქართველოში ნამყოფები არიან, ან გეგმავენ მოგზაურობას, თბილ სიტყვებს არ იშურებენ.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik დაწვრილებით აშუქებს ფესტივალის მიმდინარეობას. სააგენტო ღონისძიების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.