ახალგაზრდობისა და სტუდენტობის საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო გახსნა სოჭის ყინულის სასახლე "ბოლშოიში" გაიმართა. იხილეთ ცერემონიის საუკეთესო სურათები Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში.
ფესტივალი 22 ოქტომბრამდე გასტანს. მასში მონაწილეობას მსოფლიოს 180 ქვეყნის 20 ათასი წარმომადგენელი მიიღებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik ღონისძიების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.

სოჭი ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებისა და სტუდენტების სახლად იქცევა

ფესტივალის პროგრამაში ბევრი ღონისძიება თანამედროვე ტექნოლოგიებს უკავშირდება - გახსნის ცერემონიაზე მაყურებლებს სურპრიზები გადასცეს

ყველას გადაეცი მოწყობილობა, რომელიც მაჯის საათს წააგავდა

4/15
© photo: Sputnik / Grigory Sisoev
თეატრალური წარმოდგენის დროს ეს მოწყობილობები სინქრონულად ინთებოდა და ქვრებოდა

კონცერტი დროის ათვლის შემდეგ დაიწყო, ეკრანებზე კი მონაწილეთა ქვეყნების დროშებს ჩვენებდნენ

როდესაც ათვლა დასრულდა, სასახლეში ფერადი ფურცლები მოიფანტა, რის შემდეგაც დიქტორის შეძახილი გაისმა: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში!", რასაც მაყურებლის აპლოდისმენტები მოჰყვა

ეკრანზე უჩვენებდნენ რუსი მსახიობების, მოცეკვავეების, სპორტსმენებისა და კოსმონავტების ფოტოებს. ამ ფონზე კი ათობით მსახიობმა წარმოდგენა გამართა

8/15
© photo: Sputnik / Evgeny Biyatov
კონცერტის მეორე ეპიზოდში რეალური ადამიანების ისტორიები გაჟღერდა

მოცეკვავეები სხვადასხვა მოძრაობებს ასრულებდნენ, მათ სამოსზე დამაგრებული სენსორები კი მოცეკვავეების უკან ჩრდილებით გამოსახულებას ქმნიდნენ

ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტი იყო იგორ ბეროევისა და ქსენია ალფეროვას ოჯახის გამოსვლა, რომლებმაც საკუთარი საქველმოქმედო ფონის "Я есть!" საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. მათ მაყურებელს უამბეს აუტისტი ბავშვების ისტორიები, რომლებსაც საზოგადოებამ ზურგი აქცია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი ძალიან ნიჭიერია. ფოტოზე: საქველმოქმედო ფონდის "Я есть" დამფუძნებელი მსახიობები იგორ ბეროევი და ქსენია ალფეროვა, ასევე მომღერალი პალინა გაგარინა ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე

11/15
© photo: Sputnik / Evgeny Biyatov
ცერემონია დაასრულა ამერიკულმა ბენდმა OneRepublic. ფესტივალის ჰედლაინერობის პრეტენდეტნები ასევე იყვნენ Ellie Goulding, Rita Ora და The Black Eyed Peas, თუმცა 15 ათასმა ადამიანმა ერთხმად აირჩია ბენდი OneRepublic

ფესტივალის გახსნის გრანდიოზული შოუ დიდხანს დაამახსოვრდება მაყურებელს

13/15
© photo: Sputnik / Evgeny Biyatov
დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლას პაპადიმიტრიუ ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას

14/15
© photo: Sputnik / Alexey Drujinin
ფესტივალს ესტუმრა და სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

სამახსოვრო ფოტო. ფესტივალის მონაწილეები ოლიმპიურ პარკში