თბილისის მერობის 13 კანდიდატი

© Sputnik / Levan Avlabreliწინასაარჩევნო აგიტაცია თბილისში
წინასაარჩევნო აგიტაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
"Sputnik-საქართველო" თბილისის მერობის კანდიდატების უკეთ გაცნობას გთავაზობთ

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატების საბოლოო სია განისაზღვრა — ქალაქის თავის თანამდებობისთვის 13 კანდიდატი იბრძოლებს.

მიუხედავად საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ ხმამაღალი განცხადებებისა, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ორი ქალია. დედაქალაქს ქალი მერი არასდროს ჰყოლია.

კანდიდატების უმრავლესობის ასაკი 39-დან 43 წლამდე მერყეობს. თუმცა, არის გამონაკლისი. მაგალითად, ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატია გიორგი ვაშაძე ბლოკიდან "ახალი საქართველო" — ის 36 წლისაა, ხოლო ყველაზე უფროსია ნიკოლოზ სანებლიძე „ტრადიციონალისტებიდან" – 59 წლის. მასზე ცოტა ახალგაზრდა, 54 წლისაა „ნაციონალ-დემოკრატების" წარმომადგენელი დავით შუკაკიძე.

რაც შეეხება დაბადების დღეებს, ამჟამინდელი და უწინდელი მმართველი პარტიების კანდიდატები — კახა კალაძე „ქართული ოცნებიდან" და ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან" ერთ დღეს, თუმცა ხუთწლიანი განსხვავებით დაიბადნენ.

თბილისის საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
დასახელდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან"

თბილისის მერობის კანდიდატები ზოდიაქოს ნიშნებით ძირითადად არიან კირჩხიბები, თევზები და მორიელები. კანდიდატებს შორის სამი კირჩხიბია, ორი — თევზი და ორიც — მორიელი.

საინტერესოა კანდიდატების პროფესიებიც. ტრადიციულად იურისტების, ეკონომისტებისა და სამართალმცოდნეების გარდა, არიან ზოოინჟინერი, პოლიტოლოიგი, ფილოლოგი, სამხედრო ექიმი და ფეხბურთელი. სულ მერობის კანდიდატია ხუთი იურისტი, ორი სამართალმცოდნე და ერთი ეკონომისტი.

თბილისის მერობის კანდიდატების დაქორწინებული არიან და ორი ან სამი შვილი ჰყავთ.

უჩვეულო კარიერა

ალბათ, ყველაზე უჩვეულო კარიერა ჰქონდა კახა კალაძეს. ის განათლებით ისტორიკოსია და თავისი ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვნა. მისი კარიერის პიკი იყო იტალიურ „მილანში" თამაში.

კალაძე ბიძინა ივანიშვილის დაარსებული პარტიის წარმომადგენელია. ასევე, ივანიშვილის ერთ-ერთი ვაჟი კალაძის ვაჟის ნათლიაა. თავად კალაძე უფულობას არ უჩივის — მის ანგარიშზეა 9,6 მილიონი აშშ დოლარი, უძრავი ქონება თბილისსა და კიევში. მას ასევე ჰყავს რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი.

ყველაზე უჩვეულო კანდიდატია „ნაციონალ-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი დავით შუკაკიძე. თავის დროზე ის იყო პარტია „ჩვენი საქართველოს" დამაარსებელი და ქართველი მილიონერის, ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წევრი, რომელიც 2008 წელს პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს.

თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში შუკაკიძემ სამი წელი ციხეში ჯდომა მოასწრო. ის და კიდევ 23 ადამიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო კრების" აქციების დროს შეიარაღებული პროვოკაციის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის პოლიტიკურ დევნილად აღიარეს და 2013 წელს გაათავისუფლეს.

წინასარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო „სანახაობა“... ანუ ვინ როგორ „აბამს“ ამომრჩეველს...

ჟურნალისტები — საჭესთან

საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს ზოოინჟინერ ზაალ უდუმაშვილს. მას პროფესიით არასდროს უმუშავია. თავისი კარიერა ტელევიზიაში ააწყო. თავდაპირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაიწყო მუშაობა, ხოლო შემდეგ — ტელეკომპანია „რუსთავი2"-ში განაგრძო.

ბოლო დრომდე ის „რუსთავი2"-ში საღამოს ახალი ამბებისა და კვირის შემაჯამებელი გამოშვების წამყვანი იყო. მერობისთვის ბრძოლის გადაწყვეტილება მან კიევში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამაარსებელთან, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

პროფესიის მხრივ წარმატებული და გრძელვადიანი კარიერა ჰქონდა კანდიდატს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილს, რომელიც გასულ წელს პარლამენტის დეპუტატი გახდა. მან სრულად გაამართლა თავისი დიპლომი, როდესაც საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიიღო.

ინაშვილი იყო სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის რედაქტორი, შემდეგ გადავიდა დამოუკიდებელ ტელეკომპანია „ობიექტივში", სადაც ტელეარხის პროგრამული რედაქტორის თანამდებობა დაიკავა.

ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობდა თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი. მუშაობა გაზეთებში მან ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო, შემდეგ გადავიდა რადიოსა და ტელევიზიაში.

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო ღონისძიებების კალენდარი

როდესაც ელისაშვილი საკრებულოს დეპუტატი გახდა, მან არ მიატოვა ჟურნალისტის კარიერა და ტელეარხ „იბერიაზე" თბილისის შესახებ პროგრამა მიჰყავდა.

ყოფილი ჩინოვნიკები

სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობით ცნობილია თბილისის მერობის კანდიდატი ბლოკიდან „ახალი საქართველო" გიორგი ვაშაძე. მან კარიერა წარმატებით შეუთავსა თავისი, როგორც იურისტისა და სახელმწიფოს ერთ-ერთი მმართველის განათლების სრულყოფას. ვაშაძემ ასევე დაამთავრა ჰარვარდის ბიზნეს-სკოლა.

ვაშაძის კარიერა სახელმწიფო სამსახურში საპასპორტო სამსახურისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაიწყო, შემდეგ ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა. ის ბოლო დროს საქართველოში განხორციელებული ყველაზე წარმატებული პროექტის — იუსტიციის სახლის დამფუძნებელი, ასევე ავტორია ჩიპის მქონე ახალი პირადობის მოწმობის იდეისა.

ვაშაძეს არ ჩამორჩება სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მხრივ კანდიდატი ბლოკიდან „ევროპული საქართველო" ელენე ხოშტარია, რომელიც 2016 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. განათლება მან მოსკოვში მიიღო და იქვე, საქართველოს საელჩოში დაიწყო მუშაობა.

მოგვიანებით ხოშტარია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში და მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას მიღწია.

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: თბილისელების მესამედი არჩევნებში კალაძეს უჭერს მხარს

„შენების მოძრაობის" კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი პროფესიით სამართალმცოდნე და იურისტია. ოთხი წელი მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

სახელმწიფო სტრუქტურაში შერგელაშვილი არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა. ის დიდხანს მუშაობდა „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში", თანამშრომლობდა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან — „ღია საზოგადოება — საქართველო".

გამართლებული დიპლომები

თავისი კონკურენტების უმეტესობისგან განსხვავებით, კახა კუკავამ, კანდიდატმა ბლოკიდან „დემოკრატიული მოძრაობა", გაამართლა იურისტის წითელი დიპლომი. ოთხი წელი ის კერძო საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

თავის დროზე კუკავა იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი.

ამ არჩევნებისთვის კუკავას პარტია „თავისუფალი საქართველო" ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიულ მოძრაობასთან" გაერთიანდა.

იურისტად მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში ასევე კანდიდატი პარტიიდან „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა" ლაშა სტურუა.

ამის პარალელურად სტურუა პოლიტიკურ საქმიანობასაც მისდევდა — თავდაპირველად თანამშრომლობდა ბურჯანაძის პარტიასთან, შემდეგ კი კენჭს იყრიდა პარტიიდან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი". 2016 წელს საკუთარი პარტია შექმნა და სათავეში ჩაუდგა მას.

კალაძის ბანერი - Sputnik საქართველო
„ოქროს სარაიას აგიშენებ"... არჩევნებს რომ მოვრჩები, მერე!

პარტია „საქართველოს" კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა თავისი ორივე დიპლომი გაამართლა. მან მიიღო იურიდიული განათლება, ხოლო მოგვიანებით — სამედიცინო და სამხედრო ექიმი გახდა. ექიმის პროფესიამდე ის სანიტარი იყო, შემდეგ სასწრაფო დახმარებაში მუშაობდა.

ექიმის პროფესიას ის წარმატებით უთავსებდა იურისტისა და ლექტორის კარიერას. ლილუაშვილი სკოლაშიც კი მუშაობდა პედაგოგად. ბოლო რამდენიმე წელია, პოლიტიკამ გაიტაცა. 2013 წელს ის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს, 2014 წელს — მერის თანამდებობაზე. არჩევნებს შორის წარმატებით აგრძელებდა კარიერას — დღესდღეობით ის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის რექტორია.

პოლიტიკა — მთელი ცხოვრება

თავისი პროფესიით არც ერთი დღე არ უმუშავია კანდიდატს "საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან" გიორგი გუგავას. განათლებით სამართალმცოდნემ მთელი ცხოვრება, ამ პარტიაში შესვლის დღიდან, პოლიტიკას მიუძღვნა. 2006-2008 წლებში ის პარლამენტის დეპუტატი იყო.

გუგავა საზოგადოებას წინასაარჩევნო კამპანიის დროს არა თავისი აქტიურობით, არამედ პარტიის ლიდერის წარდგენით დაამახსოვრდა. ფრაზა „გუგავა მოვა" ფრთიანი ფრაზების რიცხვში უმალ შევიდა. ამ ფრაზას აქტუალობა ჯერაც არ დაუკარგავს.

თბილისის ისტორიული ცენტრის ხედი - Sputnik საქართველო
ლეიბორისტების წინასაარჩევნო დაპირებამ სოციალური ქსელი ააფეთქა

კიდევ ერთი კანდიდატი, ნიკოლოზ სანებლიძე „ტრადიციონალისტებიდან" პოლიტიკით 27 წელია, დაკავებულია. განათლებით ის ფილოლოგია, 10 წელი ენათმცოდნეობის სფეროში იყო დაკავებული, 1990 წელს გახდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

როგორ ირჩევს თბილისი

კანდიდატებმა ამომრჩევლებს საკუთარი პროგრამები უკვე გააცნეს. ისინი მოსახლეობას ყველანაირ კეთილდღეობას ჰპირდებიან — საცობების პრობლემების მოგვარებიდან დაწყებული მაღალსართულიანი სახლების მშენებლობის აკრძალვით დამთავრებული

თუმცა, როგორც წესი, თბილისელები მერს არა წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, არამედ გულით აირჩევენ. ხოლო რას უკარნახებს გული თბილისის მცხოვრებს, ეს უკვე ცნობილი 22 ოქტომბრისთვის იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0