XXI საუკუნის სასწაულები: ქართველი მოსწავლეები მობილურს თავისი ენერგიით მუხტავენ

© FB / Intel ISEF Georgiaგიორგი შელეგია და ამირან აფციაური
გიორგი შელეგია და ამირან აფციაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღიარეთ, რამდენჯერ დაგრჩენიათ სახლში მობილური ტელეფონის დამტენი საშუალება და გინატრიათ რაიმე უნიკალური მოწყობილობა, რომელიც თქვენ გაჯეტს ადვილად და უპრობლემოდ დამუხტავდა.

16 წლის ქართველმა მოსწავლეებმა გამოიგონეს მოწყობილობა, რომლის მეშვეობით ადამიანებს აკუმულატორის როლის შესრულება და საკუთარი ენერგიით მობილური ტელეფონის დამუხტვა შეუძლიათ.

პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა გიორგი შელეგიამ "Sputnik-საქართველოსთან" ისაუბრა, თუ როგორ გამოიგონა მის მეწყვილე ამირან აფციაურთან ერთად არა ერთი, არამედ რამდენიმე უნიკალური მოწყობილობა.

– გიორგი, რაღაც დაუჯერებლად ჟღერს — დამუხტო ტელეფონი საკუთარი ენერგიით. ეს როგორ ხდება?

— დიახ, ეს შესაძლებელია, მაგრამ სიახლიდან მინდა დავიწყო. ამჟამად ვმუშაობთ ჩაფხუტსა და კეპზე, რომლებიც ადამიანის თავიდან გამოსული ენერგიით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ადამიანმა უბრალოდ უნდა დაიხუროს სპეციალური თავსაბურავი — მასში ჩამონტაჟებული სითბოთი დასამუხტი პატარა აკუმულატორით, რომლის მეშვეობითაც დაიმუხტება ტელეფონი.

სენაკელი მოსწავლეები ნასაში - Sputnik საქართველო
სენაკელმა მოსწავლეებმა ამერიკაში, NASA-ს პროექტში გაიმარჯვეს

– გვითხარით, თუ საიდუმლო არ არის, ეს როგორ ხდება?

— ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ნაწილობრივ ავხსნი. არსებობს გარკვეული გენერატორები, რომლებიც სითბოს ელექტროენერგიად გარდაქმნის. ჩვენ მსგავს გენერატორებს ვიყენებთ, ცოტა ვცვლით, რომ უკეთ მოერგოს ჩვენს გამოგონებას.

მე და ჩემი მეწყვილე თვეზე მეტხანს ვატარებდით კვლევას და დავადგინეთ, რომ ადამიანის სხეული ძალიან დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფს, ზედმეტსაც კი, ხოლო ადამიანის სხეულის მიერ გამომუშავებული სითბოს 10% თავზე მოდის. ზედმეტი სითბოსგან ადამიანები იწყებენ ოფლიანობას. გადავწყვიტეთ ჩაფხუტისა და კეპის შექმნა, რომლებიც ადამიანის ზედმეტ ენერგიას აითვისებს. შედეგად, თავი აღარ გაოფლიანდება, ადამიანი გათავისუფლდება ზედმეტი სითბოსგან. ზაფხულში ეს საერთოდ ძალზე კომფორტული იქნება, როდესაც ადამიანის სითბური ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება. ადამიანი იგრძნობს ნაკლებ დისკომფორტს, ზედმეტი სითბო თავში აღარ იქნება კონცენტრირებული, რადგან მთლიანად ბატარეაში გადავა.

ჩაფხუტი ძალიან კარგი იქნება მშენებლებისთვის, რადგან ისინი დიდ დროს ატარებენ მზეზე. ჩაფხუტი ასევე შეასრულებს რაციის ფუნქციას. მშენებლები იქნებიან დაცული და ენერგიის წყაროთი უზრუნველყოფილი.

ქართველი მოსწავლეების გუნდი Smart Kids - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების აღმოჩენა: როგორ ავიცილოთ თავიდან მეწყრის შედეგები

– ვიცი, რომ მუშაობთ ე.წ. თავის მაცივარზე. ეს რა არის?

— ვფიქრობთ იმავე თავსაბურავებში ჩავამონტაჟოთ "მაცივრები". ძალიან ცხელ ამინდში შესაძლებელი იქნება "კონდიციონერის" ჩართვა, რომელიც გააგრილებს თავს და ოფლს აგვაცილებს, რა თქმა უნდა, წაიღებს ზედმეტ ენერგიას.

– ანუ, ისევ ყველაფერი გენერატორის დახმარებით მოხდება?

— დიახ, ამ ეფექტებს გენერატორის მეშვეობით მივაღწევთ. ადამიანი ვერ შეძლებს სისტემის მართვას, ანუ ვერ გაზრდის ან შეამცირებს გამაგრილებელ ნაკადს. მოწყობილობა ისე იმუშავებს, რომ ადამიანისთვის უსაფრთხო იყოს. ადამიანებს მათი მართვის უფლება რომ მივცეთ, შეიძლება "გადაამლაშონ" და თავს ზიანი მიაყენონ, ასე რომ, ჯერჯერობით ფიქსირებულ ტემპერატურაზე ვფიქრობთ.

რაც შეეხება აკუმულატორს, ამ მოწყობილობას მომგებიანად მივიჩნევ, რადგან ნებისმიერი ტურისტი, რომელიც ამ ჩაფხუტს ან კეპს გამოიყენებს, შეძლებს მის დადებას კოცონთან, ელექტროენერგიის მიღებას და ტელეფონის სწრაფად დამუხტვას. ტელეფონის დამუხტვა შესაძლებელი იქნება ღრუბლიანი ამინდის დროსაც. მთავარია, სითბოს წყარო იყოს.

ჭკვიანი ბეჭედი - Sputnik საქართველო
„ჭკვიანი“ ბეჭდები საფულის ნაცვლად: ქართველი სტუდენტების გამოგონება

– ასეთი კითხვა გამიჩნდა. ეს რაღაც "ვამპირიზმის ეფექტს" ხომ არ გამოიწვევს? ანუ ადამიანები ხომ არ დაკარგავენ ბევრ ენერგიას, ხომ არ დაუძლურდებიან? ეს ხომ მოწყობილობაა, რომელსაც ენერგია მიაქვს.

— არა, არა, მოწყობილობა შემუშავებულია კვლევების ბაზაზე და ის განსაზღვრავს ზედმეტ ენერგიას და მხოლოდ მას იღებს. ეს რეგულირდება. ამასთან, გენერატორები არც ისე მძლავრია, რომ მთელი ენერგია წაიღოს. ამ მოწყობილობას მიაქვს მხოლოდ თავიდან გამოსული სითბოს ზედმეტი ნაწილი და მას ელექტროენერგიად გარდაქმნის, არანაირი "ვამპირიზმი" აქ არ არის.

– თქვენ ასევე შეიმუშავეთ ფანჯრის სპეციალური ჩარჩოები. ისინი როგორ იმუშავებს?

— ფანჯრის ჩარჩოზე მუშაობას განვაგრძობთ, ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია. გარეგნულად ის ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ფანჯრის ჩარჩოს, თუმცა გამოირჩევა იმით, რომ შიდა და გარე ტემპერატურების სხვაობის დახმარებით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ჩარჩოებში მოთავსდება ძაბვის რეგულატორები. მაგალითად, ზამთარში, როცა ქუჩაში ცივა, ხოლო სახლში თბილა, თუ სხვაობა ტემპერატურებს შორის მინიმუმ 20 გრადუსია, ჩარჩო გამოიმუშავებს 30 ვატს, თუ 40 გრადუსი — 60 ვატამდე. ეს ნიშნავს, რომ თუ ტემპერატურებს შორის სხვაობა 20 გრადუსია, შესაძლებელია მობილური ტელეფონის დამუხტვა და Wi-Fi-ს ჩართვა.

„ჭკვიანი დაფა“ - Sputnik საქართველო
ქართველმა სტუდენტებმა საქართველოს რეგიონები „ჭკვიან დაფაზე“ შეკრიბეს

ამის მიღწევა ერთი ჩარჩოს დაყენებით შეიძლება. წარმოიდგინეთ, ერთ სახლში თუ რამდენიმე ჩარჩო იქნება, ეს სულ სხვა შესაძლებლობებს მოგვცემს. მაგალითად, თუ დამონტაჟდება ასეთი ხუთი ჩარჩო, შესაძლებელი იქნება ტელევიზორის, რადიოს, Wi-Fi-ს ჩართვა, ტელეფონის დამუხტვა. ხოლო ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ისეთ ადგილებში, როგორიც, მაგალითად, ალასკაა, ამ ჩარჩოების საშუალებით მინიმალურ დონეზე ყოფითი ტექნიკის ჩართვაც იქნება შესაძლებელი.

– გენიალურია. რას იტყვი თქვენს ადრინდელ გამოგონებებზე — სპეციალურ ქამარსა და სამაჯურზე, რომლის წყალობითაც გავიგეთ თქვენ შესახებ?

— ქამრისა და სამაჯურის მოდელი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, დაახლოებით ორი წლის წინ შევქმენით. გამომგონებელთა კონკურსზე "ლეონარდო და ვინჩი" მესამე ადგილი დავიკავეთ და გადავწყვიტეთ, მიღწეულს არ დავჯერებოდით.

დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ სამაჯური და ქამარი, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ ადამიანის ენერგიის დახმარებით, დამუშავებას საჭიროებს. ისინი დავიტოვეთ, როგორც პროტოტიპები. ახლა ვმუშაობთ ე.წ. უკვდავ ჭკვიან საათებზე, რომლებსაც უკვე შემუშავებულ სამაჯურებს შევუერთებთ. შედეგად, საათი დიდი ხნის განმავლობაში არ გაჩერდება.

ნახევარი წლის წინ მე და ამირანმა საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი დავაარსეთ, რომელშიც უკვე 20 ადამიანი შედის. კლუბში გაწევრიანების ბევრი მსურველია. გვინდა ახალგაზრდა მეცნიერებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ, რათა მათ შეძლონ ბევრი რამის სწავლა და მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში, რაც მათთვის ახალი პროექტებისა და ახალი ცხოვრების დაწყების კვარცხლბეკი შეიძლება გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0