ქართველმა სტუდენტებმა საქართველოს რეგიონები „ჭკვიან დაფაზე“ შეკრიბეს

© Личный архив Давида Кучухидзе„ჭკვიანი დაფა“
„ჭკვიანი დაფა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სტუდენტებმა შექმნეს „ჭკვიანი დაფა“, რომელიც საქართველოს რეგიონებზე, ისტორიაზე, ფლორასა და ფაუნაზე, გეოგრაფიაზე, ტურისტულ მარშრუტებსა და ღირსშესანიშნაობებზე სრულ ინფორმაციას მოიცავს.

პროექტის ავტორები არიან კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტები, არჩილ გობეჯიშვილი და დავით კუჭუხიძე, გუნდ 'Etemal'-ის წევრები. ნიჭიერი სტუდენტების ხელმძღვანელია ნატალი მელაშვილი.

 „Sputnik-საქართველო“ „ჭკვიანი დაფის“ შემქმნელებს პროექტის დეტალებზე ესაუბრა.

სტუდენტებმა საქართველოს 11 რეგიონის მაქსიმალურად ზუსტი ფორმები შექმნეს და ისინი 68 რაიონად დაყვეს, ზუსტად ისე, როგორც საქართველოს რუკაზეა მოცემული.

დაფასთან ადაპტირებულია აპლიკაციის დემო ვერსია, სადაც ინტეგრირებულია ყველა საჭირო ინფორმაცია. „ჭკვიანი დაფა“ დაინტერესებულ პირს ხმოვან რეჟიმში აწვდის აპლიკაციაში მოთხოვნილ ნებისმიერ ინფორმაციას კონკრეტულ რაიონზე. 

© დავით კუჭუხიძის პირადი არქივი„ჭკვიანი დაფა“
„ჭკვიანი დაფა“ - Sputnik საქართველო
„ჭკვიანი დაფა“
 

 „ჩვენ ერთგვარი ფაზლი გავაკეთეთ, რომელზეც საქართველოს რაიონები და ქალაქები არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, ვისაც „ჭკვიანი დაფა“ არ ექნება, მათთვის დაფასთან ადაპტირებული აპლიკაციის დემო ვერსიის შექმნა გადავწყვიტეთ, სადაც საქართველოს რეგიონებზე ინფორმაციის წაკითხვა და არა მოსმენა იქნება შესაძლებელი“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კუჭუხიძემ.

როგორც გამოგონების ავტორები აღნიშნავენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს, დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს ამა თუ იმ რაიონის ადგილმდებარეობის გაგება შეუძლია, მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი უფრო მხიარული, საინტერესო და მიმზიდველი გამხდარიყო, გადაწყდა „ჭკვიანი დაფის“ შექმნა. 

ვირტუალური რეალობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ვირტუალური რეალობის პირველი ლაბორატორია გაიხსნა

 „სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ლამაზი და განსაკუთრებული კუთხეებით, რომლითაც ჩვენ, ქართველები, ძალიან ვამაყობთ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან პატარაა, სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა მის ყველა კუთხეში ნამყოფი არ არის, ბევრმა ქალაქებისა და რაიონების ადგილმდებარეობა არ იცის“, — განაცხადა მელაშვილმა.

 „ჭკვიანი დაფის“ მობილური აპლიკაცია ფართო მოხმარებისთვის ჯერჯერობით არ ამოქმედებულა. ამჟამად, პროექტის ავტორები სრულ ვერსიაზე მუშაობენ, რომლის გადმოტვირთვა მობილურ ტელეფონში უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი. 

ქართველი მოსწავლეების გუნდი Smart Kids - Sputnik საქართველო
ქართველი მოსწავლეების აღმოჩენა: როგორ ავიცილოთ თავიდან მეწყრის შედეგები

პროექტის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ „ჭკვიანი დაფა“ პოპულარული გახდება. ის მიმზიდველი იქნება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ოჯახებისთვის და ტურისტული ცენტრებისთვის, ამტკიცებენ სტუდენტები და პირობას დებენ, რომ მომავალში სხვა პროექტებს განახორციელებენ.  ისინი იგივე პრინციპით  გეგმავენ გააკეთონ კონტინენტების რუკები, ასევე მენდელეევის ტაბულა,  სახალისო მათემატიკა, იგავები, ზღაპრები და სხვა საინტერესო პროგრამები.

პროექტმა „ჭკვიანი დაფა“ გაიმარჯვა პროფესიული განათლების ჰაკათონში (ეს არის მარათონი, სადაც მონაწილეები უმოკლეს ვადებში ახალ იდეებზე და ტექნოლოგიებზე მუშაობენ), რომელიც თბილისში აპრილში გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0