საპენსიო სისტემის რეფორმა - მითი თუ რეალობა?!..

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა სექტემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში... რა გახდა საპენსიო რეფორმის გადავადების მიზეზი და რა წინაპირობებია საჭირო რეფორმის გასატარებლად.

საარჩევნო მარათონი, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის დარაზმული სახელისუფლებო გუნდი და ამ პროცესში „თამაშგარე“ დარჩენილი გაბრაზებული ოპოზიცია, იმედგაცრუებული ჯანი ბუკიკიო, ხანძარი მთასა და ბარში, ეროვნული სიამაყის — ლარის საშემოდგომო რყევები, გაძვირებული ცხოვრება… ჩვენი დროების ყველა „სიკეთეს“ რა ჩამოთვლის, საამისოდ არც დრო მეყოფა და არც ენერგია. პრობლემათა ვრცელი ნუსხიდან ამ მცირე ჩამონათვალის შემხედვარემ გავიფიქრე, რომ თუ პასუხისმგებლობა ოდნავ მაინც გაწუხებს, არ შეიძლება ხელისუფალის შეგშურდეს…

რედაქციაში ჩემი მორიგი სტატიის თემატიკაზე ვმსჯელობდი, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას საშემოდგომო სესიის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მისაღები. ერთი სიტყვით მეცხრე მოწვევის „სალაყბოში“ საშემოდგომო სესია დაიწყო და გამახსენდა, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხვა საკითხებთან ერთად მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ საპენსიო რეფორმაზეც, რომელიც სექტემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში.

„საკითხი დამუშავების პროცესშია, არის მოსაზრება, რომ მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, რეფორმის დაწყება წინა წლების მსგავსად გადავადდება“, — მითხრა დიდი ხნის მეგობარმა და პროფესიით ეკონომისტმა ოთარ ხუფენიამ, რომელიც კარგად იცნობს ქართული სახელმწიფოს საპენსიო სისტემას. დავინტერესდი რა გახდა საპენსიო რეფორმის გადავადების მიზეზი და რა წინაპირობებია საჭირო საპენსიო რეფორმის გასატარებლად…

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ღატაკთა ამბავი ანუ სიღარიბე ციფრებში...

ეკონომისტი ოთარ ხუფენია: „პოლიტიკური ნება!.. დამოუკიდებელი საქართველ საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების ასეთი მზაობა შეეჭიდოს ამ საქმეს პირველად არის. ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ეს პროცესი დაიძრას. აუცილებელია კარგად გავიაზროთ და საზოგადოებაც დავარწმუნოთ იმაში, რომ უნდა გვქონდეს კერძოც და სახელმწიფო დაზღვევაც. აუცილებელი პირობაა კონსენსუსის მიღწევა ხელისუფლებას, გადასახადის გადამხდელსა და დაზღვეულს შორის. ამ კონსენსუსის გარეშე, ცალ კარში თამაში გამოდის. საჭიროა საკანონმდებლო ბაზა. ვიცით, რომ პროექტი მზად არის, მაგრამ მასში ბევრი კითხვის ნიშანია, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა… ამ კანონპროექტის შემუშავებაში აუცილებელია საჯაროობის პრინციპის დაცვა და სწორად გააზრება, რომ საკუთრივ საპენსიო რეფორმა დაკავშირებულია სხვა ეკონომიკური და საფინანსო პოლიტიკის მდგენელებთან…“

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ საპენსიო რეფორმის განხორციელება საგრძნობლად განმუხტავს მძიმე სოციალურ ფონს…

თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
შვილო, ზურაბ, სადამდე?

ოთარ ხუფენია: „პანაცეაა იმის თქმა, რომ რეფორმის შედეგად, კერძოდ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლით სოციალური ფონი შერბილდება… სანამ საპენსიო რეფორმაზე და მის შესაძლო ფისკალურ შედეგებზე ვიფიქრებთ, საფიქრალია დეფინიციებზეც, მაგალითად, თუ რას უწოდებენ პენსიას… აი ეს სადისკუსიო ველი უნდა გაიხსნას. კონსენსუსი როცა ვახსენე, აუცილებელია პოლიტიკური პარტიების კონსენსუსიც. ჩემი ღრმა რწმენით, ხელოვნურად არის შემოგდებული გარკვეული ძალების მიერ, რომ აი შენ თუ სოციალურ წონასწორობას ითხოვ, მაშინ მემარცხენე ხარ, თუ ითხოვ, რომ გადასახადი არ გადაიხადო, მაშინ მემარჯვენე ხარ. ეს ან მავნებლების ან ბრიყვების მიერ არის შემოგდებული!… ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც დავაკანონეთ გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის მეშვეობით. ვინმეს უნახავს მეწარმე, რომელსაც სურვილი ჰქონოდა გადასახადის გადახდის…“

ადამიანებს, რომელთაც მაღალი ხელფასი აქვს და, შესაბამისად, საშემოსავლოსაც მეტს იხდიან, საშუალება ექნებათ მეტი დააგროვონ საპენსიო რეფორმის შედეგად…. ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც საერთოდ არ იხდიან საშემოსავლოს, ე.წ თვითდასაქმებულები, როგორ მოახერხებენ აღნიშნული რეფორმით სარგებლობას… თვითდასაქმებულები საერთოდ არ არიან მოქცეული გადასახადების სისტემაში…

ქართველი ახალგაზრდები ვილნიუსის აეროპორტში - Sputnik საქართველო
საქართველოს შრომისუნარიანი ახალგაზრდობა ტოვებს

ოთარ ხუფენია: „ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც ასევე კანონმა უნდა დაარეგულიროს… კიდევ ერთი სადავო საკითხი, რაზეც მმართველი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს პენსიის ზრდის განმსაზღვრელ პარამეტრს უკავშირდება. არსებობს მოსაზრება, რომ მთავრობამ პენსიის ზრდა ინფლაციას უნდა მიაბას… მე კვლავაც იმ აზრზე ვარ, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს შევთავაზეთ. ეს საარჩევნო პროგრამაშიც ეწერა. ეს უნდა ყოფილიყო მიბმული საარსებო მინიმუმთან, მაგრამ იმ დათქმით, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდიკა მიახლოებოდა ევროპულს. დღევანდელი მეთოდოლოგიით 70 პროცენტი მხოლოდ სურსათია და არავინ უყურებს გაზს, წყალს, კომუნიკაციებს და ა.შ. მე არ ვამბობ რომ გათენდება და პენსია მაშინვე გავხადოთ 240 ლარი. მე ასეთი დაპირებების არ მჯერა. იმის მჯერა, რომ თუ ამას ორიენტირად ავიღებთ სწორია. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს სფერო იმდენად დაზიანდა, რომ ტერმინი დაზღვევაც კი უკვე აღარ არის. არის სიცოცხლის დაზღვევა, ტრანსპორტის დაზღვევა და სხვა. ჩვენ ყველაზე სათუთ დაზღვევაზე ისე ვლაპარაკობთ, რომ არ ვიცით კანონმდებლობით პენსია რა არის და დაზღვევა რა არის, ამის კულტურა არ გვაქვს. მე ვამბობ, რომ კიდევ კარგი სექტემბერში არ მოინდომეს ამ რეფორმის დაწყება… ადამიანებმა ჩაიხედეს პროექტში და  აღმოაჩინეს, რომ მრავალი საკითხი ჯერ კიდევ დასაზუსტებელი. მაგალითად, გვაქვს თუ არა აქტივების დაცულობის ის გარანტიები, რომელიც წარმოიშობა დაგროვებითი საპენსიო მოდელის შერჩევისას. აუცილებელია დაგროვების შემდგომ ღიად, ნათლად იყოს გარკვეული დაზღვეულისათვის რა უნდა მიიღოს, რის საფუძველზე და როგორ უნდა მიიღოს. ერთი სიტყვით, სრულყოფილი კანონმდებლობა გვჭირდება, ისეთი, რომელიც არ წარმოქმნის პრობლემებს რეფორმის პროცესში…“

ნარდი - Sputnik საქართველო
საქართველოში საპენსიო რეფორმა 2018 წელს ამოქმედდება

იმედია, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ადრე თუ გვიან დაიწყებს მუშაობას. საინტერესოა როდის დავინახავთ რეალურ შედეგს და რა არის იმის გარანტი, რომ ხელისუფლების ცვლასთან ერთად დღის წესრიგში არ დადგება განსხვავებული პოლიტიკის გატარების სურვილი…

ოთარ ხუფენია: „ბენეფიციარმა შეიძლება შედეგი მიიღოს შვიდი წლის შემდეგ. ეს კანონში უნდა გვეწეროს და მერე კანონი საზოგადოებამ უნდა დაიცვას. საზოგადოება ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ძალიან გაზრდილია. ეს ბევრ პოლიტიკოსს არ ესმის. მომდევნო არჩევნებზე შეიძლება საზოგადოებამ დასვას კითხვა, რომ მიდიხარ პარლამენტში, გიკეთებია რამე? წერა-კითხვა მაინც იცი? ან კანონის შემუშავება მაინც გესმის? აი ეს დრო მოვა, ზოგს ეს მოულოდნელი ჰგონია. მიდის საზოგადოება აქეთკენ. ის კითხვები რაც დღეს ისმება ათი წლის წინათ არ იყო პოპულარული. საზოგადოების მოთხოვნა პოლიტიკოსებისადმი გაიზრდება… და ბოლოს მე არ მწამს კაბინეტური რეფორმების. მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების გატარებული რეფორმების არ მწამს. აუცილებელია საზოგადოებრივი ჩართულობა და საქმეში პროფესიონალების ჩართვა, რომელნიც, სულ ცოტა, პენსიას დახმარებისგან და დაზღვევას არასადაზღვევო შემთხვევისგან ანსხვავებენ. რეფორმა არ არის რომ 2 პროცენტს ის გადაიხდს, 2 პროცენტსს ეს, თუ ფული არ გვეყო ბიუჯეტიდან კიდევ 2 პროცენტს დავამატებთ და ა.შ…“

დრო არის, ვისთვის ბევრი და ვისთვის ცოტა… მე წინ მაქვს ცამეტი წელი, მთავარია მშვიდობა და ჯანმრთელობა იყოს!… რაღაცას მოვუყრი თავს…

 

ყველა ახალი ამბავი
0