საქართველოში საპენსიო რეფორმა 2018 წელს ამოქმედდება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliნარდი
ნარდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძო საპენსიო სისტემა საქართველოში 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება, მანამდე მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელი ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში საპენსიო რეფორმაზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და 2018 წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება. რეფორმა მოიცავს კერძო საპენსიო სისტემის დანერგვასა და პარალელურად ამოქმედებასაც, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საპენსიო რეფორმის ამოქმედებამდე მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელია ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

ასაკოვანი ბებია - Sputnik საქართველო
პენსიები საქართველოში – გადარჩენის ინსტრუქცია

საპენსიო სისტემის რეფორმის კონცეფცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ექსპერტების დახმარებით შეიმუშავა.

საპენსიო რეფორმა ორი კომპონენტისგან შედგება, პირველი არსებულ პენსიონერებს ეხება, რომლის მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მეორე კი მომავალ პენსიონერებს და იგი კერძო დაგროვებითი მოდელის შექმნას ითვალისწინებს.

ამ სიახლით სარგებლობის საშუალება საკუთარი ინიციატივით ექნება ყველა დასაქმებულ ადამიანს საქართველოში. საპენსიო ფონდში ყოველთვიური შენატანი ხელფასის 6% იქნება, რომელიც არ დაიბეგრება.

თანხა, რომელიც დაგროვებით სისტემაში შევა, ეკონომიკაში იქნება ინვესტირებული და მასზე მოგება დაირიცხება. პენსიაზე გასვლისას საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მიიღონ ეს თანხა და დაგროვებული მოგება.

როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე?
როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე? - Sputnik საქართველო
როგორ ვიცხოვროთ პენსიაზე?

საქართველოს მთავრობა ასევე გეგმავს შეიმუშაოს სპეციალური პაკეტი იმ დასაქმებული მოქალაქეებისთვის, ვინც ოფიციალურად არ იღებს ხელფასს.

საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 20% პენსიონერია. სპეციალისტები ელოდებიან, რომ 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 25% იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0