პენსიები საქართველოში – გადარჩენის ინსტრუქცია

© photo: Sputnik / Egor Eremov / გადასვლა მედიაბანკშიასაკოვანი ბებია
ასაკოვანი ბებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველომ“ გადაწყვიტა შეემოწმებინა, როგორ ცხოვრობენ პენსიონერები მხოლოდ პენსიის იმედად მაშინ, როცა ყველაფერზე ეკონომიის გაკეთება უწევთ: საკვებზე, წამლებზე, შუქსა და გაზზე.

ლიზა შელია, Sputnik

მარტოხელა პენსიონერები ჩვენ ირგვლივ, მათ ყოველდღე ვხედავთ ქუჩაში, ტრანსპორტში, პარკებში… ისინი მოკრძალებული სახეებით ჩაგვივლიან და გამვლელებს მოწყენილად აკვირდებიან, ისინი არაფერს ითხოვენ, თითქოს ეშინიათ ვინმე თავისი მარტოობით და სიდუხჭირით არ შეაწუხონ.

ეს უკვე ჩვეულ ამბად იქცა: პენსიონერი სიღარიბესთან ასოცირდება.

ასაკობრივი პენსიონერები საქართველოში ყოველთვიურად 180 ლარს იღებენ. 2016 წლის ოქტომბრისთვის კი საარსებო მინიმუმი 173,2 ლარს შეადგენს.

ჩვენი სტატიის გმირები მარტოხელა პენსიონერი ელენე მოდებაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობების (PR) სპეციალისტი ნინა პერტენავაა. პირველმა გვიამბო, როგორ ცხოვრობს პენსიით, მეორემ სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა და ერთი თვის განმავლობაში 170 ლარით ცხოვრება სცადა.

სიბერე „ხრუშჩოვკის“ კედლებში

ბორშჩი, პური, წიწიბურა და ჩაი — 70 წლის თბილისელი პენსიონერის ელენე მოდებაძის დღევანდელი სადილის და ვახშმის მენიუა. არ წუწუნებს, ამბობს, რომ ნორმალური სადილია. გასულ კვირაში, სანამ პენსიას მიიღებდა, მხოლოდ შვრიის ფაფა ჰქონდა, მაგრამ მეზობლებმა უშველეს: ერთმა ბოსტნეულის სუპი შემოუტანა, მეორე ღვეზელებით გაუმასპინძლდა. მათ კი იშვიათად მიირთმევს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი უკანონოდ მიღებული პენსიების ლეგალიზებას მოახდენს

ქალბატონი ელენე — მარტოხელა პენსიონერია. ამბობს, რომ პენსიიდან პენსიამდე ცხოვრობს. რომ არა კეთილი ადამიანები და უფასო სასადილო, 180 ლარად ვერ იცხოვრებდა.

„რა ვთქვა? ცხოვრება რთულია. ვცხოვრობ პენსიიდან პენსიამდე. ის თითქმის არ მყოფნის. ახლა მივიღებ პენსიას და მაღაზიაში 20 ლარს ვალს გადავიხდი. წამლების ყიდვა დამჭირდა და საჭმელზე ფული არ მეყო. ვიკვებები, ძირითადად, სასადილოში. მომაქვს სახლში და ვჭამ, სანამ ცხელია, ორად ვყოფ — სადილი და ვახშამი. მაგრამ ყოველდღე ვერ დავდივარ, ზოგჯერ ძალიან ცუდად ვარ“, — გვიამბობს ქალბატონი ელენე.

უფასო სასადილოში რომ მოხვდე, უნდა გაგიმართლოს. მსურველთა სია გრძელია, მაგრამ სანამ ადგილი არ გათავისუფლდება, იქ მოხვედრა შეუძლებელია. უფასო სასადილოში ადგილი კი მხოლოდ ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში თავისუფლდება, ისე მასზე უარს არავინ ამბობს.

© photo: Sputnik / Vsevolod Tarasevich / გადასვლა მედიაბანკშისასადილო
Столовая  - Sputnik საქართველო
სასადილო

ქალბატონი ელენე პროდუქტებიდან ყიდულობს მხოლოდ ჩაის, შაქარს, მაკარონს და ბურღულეულს, რისთვისაც საკმაოდ შორს — ვაგზლის მოედანზე ან ნავთლუღის ბაზარში დადის. იქ ფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე მაღაზიებსა ან სუპერმარკეტებში, სადაც ის არც კი იხედება. სხვებსაც ნავთლუღის ბაზარში სიარულს ურჩევს, განსაკუთრებით საღამოს, მაშინ პროდუქტები უფრო იაფია.

ზოგიერთი მოვაჭრე არცთუ ახალ ბოსტნეულს საღამოს უფასოდაც აძლევს, ხილთან დაკავშირებით კი საქმე უფრო რთულად არის.

„უყურებ ამ გადავსებულ დახლებს — ტკბილიც გინდა, გემრიელიც, ფული კი არ არის. თვალები რისთვის ვაწვალო?! ნავთლუღში მაწონიც უფრო იაფია, ვიდრე მაღაზიაში, სხვა რამეს იშვიათად ვყიდულობ, სასადილოში ცუდად არ გვაჭმევენ, მაგრამ ზოგჯერ ყველი ან ხაჭო მოგინდება“, — განაცხადა ქალბატონმა ელენემ.

© Sputnik / Alexander Imedashviliგარევაჭრობა ავლაბარში
Уличная торговля в районе Авлабари в центре Тбилиси - Sputnik საქართველო
გარევაჭრობა ავლაბარში

სამეურნეო საქონლიდან ზოგიერთ რამეს სადგურზე ყიდულობს, ზოგს მაღაზიაში „ყველაფერი ერთ ლარად“. სადგურზევე ყიდულობს ერთი ან ორი ლარის კანფეტს, ამბობს, რომ საღამოს ჩაისთან ერთად კანფეტი კარგად ანაყრებს.

ზაფხულში კომუნალური გადასახადები ნაკლებია, შუქი ნაკლები იხარჯება. გაზით იშვიათად სარგებლობს, რაიმეს თუ შეათბობს, ჩაიდანს აადუღებს ან დასაბანად წყალს გააცხელებს.

„შუქს იშვიათად ვანთებ, დიდი გადასახადი მომდის. ადრე ვიძინებ. ტელევიზორის ყურებაც მინდა. ახლა კომუნალურებზე 20 ლარს ვიხდი, დანარჩენით უნდა ვიცხოვრო.

თუ ავად არ გავხდი, მეყოფა, თუ არა — ვალის აღება მომიწევს. ასე ვცხოვრობ. კარგია, რომ ექიმთან ვიზიტი უფასოა, მაგრამ გამოწერილი წამლები ძალიან ძვირია“, — ამბობს ის.

© courtesy of A. Katamadzeმოხუცის ხელი, არქივის ფოტო
მოხუცის ხელი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
მოხუცის ხელი, არქივის ფოტო

სოციალური ექსპერიმენტი

საზოგადოებასთან ურთიერთობების (PR) სპეციალისტმა ნინა პერტენავამ გადაწყვიტა საარსებო მინიმუმით ეცხოვრა და სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა. ანგარიშზე მან იმ მომენტისთვის დაფიქსირებული საარსებო მინიმუმი – 169 ლარი და 70 თეთრი დაიტოვა და ყველაფერზე ეკონომია დაიწყო.

სამსახურში, რომელიც მისი სახლის გვერდით მდებარეობს, ფეხით დადიოდა, თუმცა როდესაც იყო რაღაც შეხვედრები, ფული საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ეხარჯებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობის ღირებულება 50-დან 80 თეთრამდეა, ასეთი მცირე ხარჯიც საგრძნობი აღმოჩნდა.

„ვერ ვიტყვი, რომ სრულფასოვნად ვიკვებებოდი და მივირთმევდი ყველა იმ პროდუქტს, რომელიც ორგანიზმს ესაჭიროება, მაგრამ ვცდილობდი მეჭამა ის, რაც მეტ-ნაკლებად ენერგიას მაძლევდა — კვერცხს, ზეთს, ქათმის ფილეს… ვიყიდე და ერთ კვირაზე გავანაწილე. ამასთან არ ვხარჯავდი ფულს კომუნალურ მომსახურებაზე, წამლებსა და ექიმებზე. მიუხედავად ამისა, 22-ე დღეს მხოლოდ ორი ლარი მქონდა დარჩენილი და იძულებული გავხდი ექსპერიმენტი შემეწყვიტა“, — განაცხადა პერტენავამ.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ 169 ლარად და 70 თეთრად ადამიანი თავის თავს როგორღაც გამოკვებავს. ფულზე, რომელიც საჭიროა ტრანსპორტზე, წამლებზე, კომუნალურ მომსახურებაზე, ექიმზე, ადამიანმა უნდა დაივიწყოს.

„ადამიანს პრაქტიკულად ყველაფერზე უარის თქმა უწევს. ეს თანხა მხოლოდ სიკვდილს თუ გადაარჩენს, ადამიანი თვითგადარჩენისთვის არსებობს, არანაირი მორალური მხარე გათვალისწინებული არ არის. ადამიანები ყიდულობენ მხოლოდ პურს ან მაკარონს და მთელი დღე ამას ჭამენ. ბოსტნეულის, ხორცის ან რძის ნაწარმის შეძენა მათ არ შეუძლიათ. შედეგად ადამიანები გამუდმებით სტრესში არიან, ფიქრობენ, რომ ფული არ ჰყოფნით. ეს კი მათ ჯანმრთელობაზე აისახება“, — ხაზგასმით აღნიშნა პერტენავამ.

© FB / Peritusninusნინა პერტენავა
Специалист по связям с общественностью (PR) Нина Пертенава - Sputnik საქართველო
ნინა პერტენავა

სოციალური ურთიერთობები, ინტეგრაცია საზოგადოებაში, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს, მეორეზე კი არა, თითქმის ბოლო ადგილზე რჩება.

პერტენავას თქმით, ამ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა ვინმე სტუმრად დაპატიჟონ ან თავად წავიდნენ სტუმრად, რადგან ხელცარიელი ვერ მიდიან. თვიდან თვემდე ცხოვრებას რაღაცნაირად კი ახერხებენ, მაგრამ ცხოვრების ხარისხი დაბალი ხდება. ეს ადამიანები მორალურად და ფიზიკურად განადგურებული და დაღლილი არიან.

„ეს ადამიანები ხომ ცხოველები არ არიან, რომლებსაც ხორცი გადასარჩენად სჭირდებათ. ცხოველებს ესეც უფასოდ აქვთ, რადგან სახელმწიფო უზრუნველყოფს, ეს ადამიანები კი განწირულები არიან“, — დასასრულს აღნიშნა პერტენავამ.

პენსიონრები 10-20 ლარად მცირე მარაგს ყიდულობენ — მაკარონს, კარტოფილს, ზეთს, ბრინჯს, რაც დიდხანს ეყოფათ. დანარჩენ დღეებში დღეში 100 გრამი ხილი ან 200 გრამი ყველი შეიძლება იყიდონ.

თუ 180 ლარს 30 დღეზე გავანაწილებთ, დღეში 6 ლარი გამოდის.

მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი - Sputnik საქართველო
თბილისში ფსიქიკურ აშლილობებს ხელოვნებით მკურნალობენ

მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისთვის ყველაზე რთულად ხელმისაწვდომია რძის ნაწარმი და ხილი, რომლის ფასი 2,5 ლარიდან იწყება.

გაყინული თევზი გაცილებით იაფია. სწორედ მას ყიდულობენ დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები და ისიც იშვიათად.

პენსიონრებისთვის და სოციალურად დაუცველთათვის სამედიცინო მომსახურება უფასოა. მათ შეუძლიათ მიმართონ ოჯახის ექიმს, გაიარონ ამბულატორიული გამოკვლევა, მათ უფინანსდებათ გადაუდებელი შემთხვევები და გეგმიური ოპერაციები. ხელმისაწვდომია გარკვეული კატეგორიის წამლები, თუმცა, ძვირადღირებული პრეპარატები მათთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ეკონომიკის ზოგიერთ ექსპერტს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოს სამომხმარებლო კალათაში არ არის არც ერთი ტყუილი, მაგრამ არ არის არც ერთი სიმართლეც. ადამიანს მხოლოდ კალორიების გარკვეული რაოდენობა კი არა, მას სჭირდება სტაბილურობის და დაცულობის შეგრძნება და არა ხვალინდელი დღის შიში.

ფაქტი ფაქტად რჩება: საქართველოში პენსიონერებს უჭირთ, მაგრამ 15 წლის წინ მათი მდგომარეობა საერთოდ სავალალო იყო. მაშინ პენსია 14 ლარს შეადგენდა. სამედიცინო მომსახურება ფასიანი იყო. ამჟამად საქართველოს მთავრობა სხვადასხვა სოციალური პროგრამების და უფასო სამედიცინო მომსახურების მეშვეობით პენსიონერების მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობს.

© Sputnik / Maria Tsimintiaსაქართველოს საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა
საქართველოს საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა - Sputnik საქართველო
საქართველოს საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა

 

ყველა ახალი ამბავი
0