საქართველოს პარლამენტი უკანონოდ მიღებული პენსიების ლეგალიზებას მოახდენს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა პენსია, სოციალური დახმარება ან კომპენსაცია, რომელიც უკანონოდ ან შეცდომით დაერიცხა მოქალაქეებს, შესაძლოა, მათ უკან აღარ დააბრუნებინონ.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს 2016 წლის 1 ივლისამდე უკანონოდ მიღებული პენსიებისა და სოციალური დახმარებების ლეგალიზაციის საკითხს, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საქართველოში 2017 წელს პენსიები არ გაიზრდება

მომზადებული კანონპროექტით, ყველა მოქალაქისთვის, რომლებმაც 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტი პენსია, სოციალური დახმარება ან კომპენსაცია მიიღეს, ეს თანხა ლეგალურად ჩაითვლება და შესაძლებელი იქნება, ის სახელმწიფოს არ დაუბრუნდეს.

შესაბამის შესწორებებს ერთდროულად სამ კანონში შეიტანენ — „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“.

კანონპროექტის ავტორია პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილი.

კანონპროექტს ჯერ შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ, ხოლო შემდეგ პარლამენტის სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.

ყველა ახალი ამბავი
0