https://sputnik-georgia.com/20170824/koelio-237073352.html
კოელიო: რამდენს ვკარგავთ დაკარგვის შიშით
კოელიო: რამდენს ვკარგავთ დაკარგვის შიშით
Sputnik საქართველო
რას ნიშნავს საშიში თავგადასავალი და სასიკვდილო რუტინა, პრობლემებისთვის თავის არიდება, როდის ხდება ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში, ცხოვრება გვაქცევს ზურგს თუ... 24.08.2017-ს, Sputnik საქართველო
2017-08-24T12:00+0400
2017-08-24T12:00+0400
2023-09-21T13:31+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23707/51/237075115_0:0:1023:579_1920x0_80_0_0_ca9ebda58c2e48c1b7394028cc23076d.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2017
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23707/51/237075115_0:0:1023:643_1920x0_80_0_0_cf6b6a58036dd199782dba4b5d1305db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , საზოგადოება, წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები , საქართველო, ბრძნული გამონათქვამები
სასარგებლო რჩევები , საზოგადოება, წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები , საქართველო, ბრძნული გამონათქვამები
კოელიო: რამდენს ვკარგავთ დაკარგვის შიშით
12:00 24.08.2017 (განახლებულია: 13:31 21.09.2023) რას ნიშნავს საშიში თავგადასავალი და სასიკვდილო რუტინა, პრობლემებისთვის თავის არიდება, როდის ხდება ცვლილებები ჩვენს ცხოვრებაში, ცხოვრება გვაქცევს ზურგს თუ პირიქით...
"სიბრძნის სიმფონია" დღეს ცნობილი ბრაზილიელი მწერლის, პაოლო კოელიოს (Paulo Coelho, 1947 წლის 24 აგვისტო) გამონათქვამებს გთავაზობთ მისი ნაწარმოებებიდან ცხოვრებაზე, ცხოვრების აზრზე, ადამიანებზე და ა. შ.
კოელიოს ცნობილი ნაწარმოებებია "ალქიმიკოსი", "რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი", "ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა", "თერთმეტი წუთი", "გამარჯვებული მარტოა" და სხვა.
- თუ ფიქრობთ, რომ თავგადასავალი საშიშია, სცადეთ რუტინა — ეს სასიკვდილოა.
გაექცე პრობლემებს, რომლებსაც უნდა შეეჯახო, ესაა გაექცე ცხოვრებას, რომელიც უნდა განვლო.
თუ ცხოვრებას ენდობით, ცხოვრებაც გენდობათ თქვენ.
ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ყოველთვის ცდილობს, ახლობელზე შთაბეჭდილება მოახდინოს.
არიან ადამიანები, რომლებიც იმისთვის დაიბადნენ, რომ ცხოვრების გზას მარტო გაუყვნენ. ეს არც ცუდია და არც კარგი, ეს ცხოვრებაა.
ბავშვები უარს ამბობენ ოცნებაზე, რომ მშობლები გაახარონ, მშობლები უარს ამბობენ თავად ცხოვრებაზე, რომ შვილები გაახარონ.
ცხოვრებას უყვარს პირქუში ტონები იმისთვის, რომ შემდეგ თავისი ნათელი მხარე უფრო მკაფიოდ აჩვენოს.
ნებისმიერ საქმეში გადაწყვეტილების მიღება — ეს მხოლოდ დასაწყისია. როდესაც ადამიანი რამეს გადაწყვეტს, არჩევანს აკეთებს, ის თითქოს ყვინთავს იმ მგზნებარე ნაკადში, რომელიც წაიყვანს იქ, სადაც არც უფიქრია მოხვედრა.
მეშინია, რომ როდესაც ოცნება ახდება, ჩემს ცხოვრებას აზრი დაეკარგება.
ცხოვრება გულუხვია მათ მიმართ, ვინც თავის ბედს მისდევს.
ცხოვრების გაგების მცდელობა — ეს რეალური პრობლემაა.
შეწყვიტე მუდმივად იმაზე ფიქრი, თითქოს ყველას ხელს უშლი. თუ ვინმეს არ მოსწონს, თვითონ დაიჩივლებს. და თუ მას ამისთვის სითამამე არ ჰყოფნის, ეს მისი პრობლემაა.
ერთი თავგადასავლის რისკი უფრო ძვირფასია, ვიდრე კეთილდღეობისა და კომფორტის ათასი დღე.
შეგვიძლია თავი მოვაჩვენოთ, რომ გვიყვარს. შეგვიძლია შევეჩვიოთ ერთმანეთს. შეგვიძლია გამოვცადოთ მეგობრული, ნათესაური გრძნობები, ყველაფერში ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, შევქმნათ ოჯახი, ყოველ ღამე გვქონდეს სექსი და ტკბობაც კი განვიცადოთ, და მაინც მუდმივად გვქონდეს რაღაც ხვრელი, სიცარიელე, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის ნაკლებობა.
ცვლილებები მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც იმას ვეწინააღმდეგებით, რასაც მივეჩვიეთ.
ადამიანმა თავისი ბედი უნდა აირჩიოს და არა მიიღოს.
ყველა ბრძოლა ცხოვრებაში იმისთვისაა საჭირო, რომ რაღაც გვასწავლოს. მათ შორის წაგებული ბრძოლებიც.
გამოიყენე ყოველი წამი, რათა შემდეგ არ ინანო, რომ ახალგაზრდობა ხელიდან გაუშვი.
ნუ ეცდები, სასარგებლო იყო. ეცადე იყო ის, ვინც ხარ; ეს საკმარისია და ესაა მთელი არსი.
სრულფასოვანი ცხოვრებით რომ იცხოვრო, სულ მოძრაობაში უნდა იყო და მხოლოდ მაშინ არ დაემსგავსება ერთი დღე მეორეს.
როდესაც გეჩვენებათ, რომ მთელმა სამყარომ ზურგი გაქციათ, შეხედეთ: სინამდვილეში ეს თქვენ აქციეთ სამყაროს ზურგი.
ეცადე, უბრალოდ, იცხოვრო. მოგონებები მოხუცებს დაუტოვე.
ეს ჩანთა მისი ამჟამინდელი ცხოვრების გამომსახველი სიმბოლოა: ლამაზია გარედან და აბსოლუტურად ცარიელი შიგნით.
ერთადერთი შანსი არ არსებობს, ცხოვრება აუცილებლად მოგცემს კიდევ ერთს.
რამდენს ვკარგავთ დაკარგვის შიშით.
თუ მოვიქცევი ზუსტად ისე, როგორც ამას ჩემგან სხვები ელოდებიან, მე მათ მონად ვიქცევი.