სამყარო ტკივილის გარეშე, ბედნიერი უვიცობა და არჩევანი სისულელესა და გენიალობას შორის

CC BY 2.0 / Jason Corey / Lifeთეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფულისა და ნივთების გაზიარება ბევრს შეუძლია, დროისა და სიყვარულის - ძალიან ცოტას...

"სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ამერიკელ მწერალ დენიელ კიზს (Daniel Keyes — 1927 — 2014).

კიზი მსახურობდა ფლოტში, მიღებული ჰქონდა ფსიქოლოგის ბაკალავრისა და ინგლისურ-ამერიკული ლიტერატურის მაგისტრის ხარისხი, მუშაობდა ლიტერატურული ჟურნალის უმცროს რედაქტორად, ფოტოგრაფად მოდების ჟურნალში, ინგლისური ენის მასწავლებლად სკოლაში, ლიტერატურული შემოქმედების მასწავლებლად უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორად ოჰაიოს უნივერსიტეტში.

ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე

მიუხედავად ასეთი მრავალმხრივი მოღვაწეობისა, დენიელ კიზი ცნობილია, როგორც ავტორი გახმაურებული ნაწარმოებებისა: "ყვავილები ელჯერნონისთვის", "ბილი მილიგანის მრავალი გონება" და "მეხუთე სალი". ამ ნაწარმოებებში კიზი ეხება ადამიანის გონების მუშაობის თემას.

კიზის ნაწარმოებები არაერთხელ დაჯილდოვდა პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოებით, მათ მიხედვით გადაღებულია ფილმები.

  • სისულელე გულწრფელი და გასაგებია. გენიალობა — რთული, მიუწვდომელი, ამიტომ — საშიში. გენიალობა განიზიდავს. პირველი მიმართულია შეყვარებული იდიოტის ბედნიერ უვიცობაზე. მეორე — უსასრულო შემეცნებაზე მარტოობის საშინელებაში. გააკეთე არჩევანი!
  • გონება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია! და მაინც, ძალიან ხშირად ცოდნისთვის რბოლა სიყვარულის ძიებას ანაცვლებს.
ჯორჯ დენის პატრიკ კარლინი - Sputnik საქართველო
კაცი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს ლაპარაკობდა
  • მაღალი IQ ყველაზე მთავარი არ არის ცხოვრებაში. მთავარი საერთოდ არ არსებობს.
  • გონიერი, მაგრამ სიყვარულის უნარს მოკლებული ადამიანი განწირულია ინტელექტუალური და მორალური კატასტროფისთვის, და შესაძლოა, მძიმე ფსიქიკური დაავადებისთვისაც.
  • ჯერ იმდენი რამ არ გამომიცდია ცხოვრებაში. როგორც ჩანს, ვერც გამოვცდი, თუ ვიმსჯელებ და ვიმერყევებ.
  • ამიერიდან ჩემი ცხოვრების თითოეული წამი მხოლოდ ჩემი იქნება. ალბათ, სწორედ ამას ეწოდება სრულფასოვანი ადამიანის ბედნიერება.
  • თითქოს ცოცხალი ხარ — დადიხარ, ლაპარაკობ, ჭამ, სვამ. სინამდვილეში მკვდარი ხარ.
  • შეუძლებელია აგრესიისგან გათავისუფლება, თუ უბრალოდ მას სადღაც სიღრმეში დამალავ, როგორც ჩონჩხს კარადაში. ჩვენი დემონები ყოველთვის ბრუნდებიან. ისინი უკან მოგვყვებიან.
  • ვიცით, რომ სამყარო ტკივილის გარეშე — ესაა სამყარო გრძნობების გარეშე, მაგრამ სამყარო გრძნობების გარეშე ხომ სამყაროა ტკივილის გარეშე.
  • ბედი რომ მართო, უდიდესი ჭკუაა საჭირო. გეგმები რომ განახორციელო, სულელია საჭირო.
  • დიმიტრი უზნაძის ძეგლი - Sputnik საქართველო
    სიკვდილი ფორმაა ცხოვრებისა, მაგრამ იგი დაუძინებელი მტერია სიცოცხლისა
  • სნობობის უფლება მხოლოდ ძალიან გონიერ ადამიანებს აქვთ.
  • არსებითად, ჩვენ ყველა ფსიქიურად დაავადებული ვართ.
  • რაც უფრო გონიერი გახდები, პრობლემები მით უფრო მოგემატება.
  • გონებიდან უკვალოდ არასდროს არაფერი ქრება.
  • ჭკუამ განხეთქილება ჩამოაგდო ჩემსა და იმ ხალხს შორის, ვისაც ვიცნობდი და მიყვარდა.
  • უკვე ვიცი, რამ შეიძლება შეაზიზღოს ადამიანს საკუთარი თავი — იმის განობიერებამ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს, მაგრამ გაჩერება უკვე აღარ შეუძლია.
  • ფულისა და ნივთების გაზიარება ბევრს შეუძლია, დროისა და სიყვარულის კი — ძალიან ცოტას.
  • ყველა ახალი ამბავი
    0