"სიბრძნის სიმფონია" გთავაზობთ ჯორჯ დენის პატრიკ კარლინის გამონათქვამებს. ის ცნობილია თავისი ცინიკური გამონათქვამებით და ამ ცინიზმის ნიღბის უკან მთელი ცხოვრებისეული სიმართლე იმალება. ის ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობდა და ამას ყოველთვის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, მიწოდების განსაკუთრებული ხერხით აკეთებდა.
ჯორჯ კარლინი (George Denis Patrick Carlin; 1937-2008) — ამერიკელი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი, სცენარისტი, პროდიუსერი, "გრემის" ოთხი პრემიისა და მარკ ტვენის პრემიის მფლობელი. 5 წიგნისა და 20-ზე მეტი მუსიკალური ალბომის ავტორი, გადაღებულია 16 ფილმში.
• ვიცით, როგორ გადავრჩეთ, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ
• ცხოვრებაში ყველაფერი მარტივადაა: ბედნიერება მთლიანად იღბალსა და გენებზეა დამოკიდებული. კარგად თუ დავფიქრდებით, გენებიც იღბალის საკითხია.
• თუ გინდათ იცოდეთ, როგორ დაეხმაროთ შვილებს — თავი დაანებეთ!
• ბევრი ადამიანია, რომელიც ზრუნავს ატომური სადგურების უსაფრთხოებაზე, მაგრამ ავტომობილში ღვედს არ იკრავს
• ცოტა ხნის წინ მივხვდი, რისთვის არის საჭირო ელექტრონული ფოსტა — რათა ურთიერთობა გქონდეს იმათთან, ვისთანაც საუბარი არ გსურს
• პლანეტის ყოველ მესამე მცხოვრებს ესა თუ ის ფსიქიკური დაავადება სჭირს. დაფიქრდით თქვენ ორ საუკეთესო მეგობარზე. თუ ისინი წესრიგში არიან, ე.ი. ეს თქვენ უნდა იყოთ
• რა არის ეგოისტების კარგი ნიშან-თვისება? ისინი სხვა ადამიანებს არ განსჯიან
• თითოეული ცინიკოსის შიგნით იმედგაცრუებული იდეალისტი ზის
• უთხარით ადამიანებს, რომ უხილავი ადამიანი ცაში ზის და მან შექმნა სამყარო — უმეტესობა დაიჯერებს. უთხარით მათ, რომ საღებავი კედელზე არ გამშრალა და ისინი ამაში დასარწმუნებლად კედელს თითს ატაკებენ
• ვლაპარაკობთ ძალიან ბევრს, გვიყვარს ძალზე იშვიათად და გვძულს ძალზე ხშირად
• საკუთარ თავს ველაპარაკები, რადგან ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისი პასუხებიც მომწონს
• როგორც კი ცხოვრების აზრს იპოვი — ის უკვე გამოცვლილია
• აიძულო ბავშვს, წაიკითხოს — ეს მთავარი არ არის. თუ ბავშვს უნდა კითხვა, ის წაიკითხავს. თუ ბავშვს უნდა კითხვის სწავლა, ის ისწავლის, უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვს ასწავლო, დაეჭვდეს წაკითხულში. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, წაკითხულში ეჭვი შეიტანონ. ეჭვი შეიტანონ ყველაფერში, რაც წაიკითხეს, ყველაფერში, რაც მოისმინეს. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, ეჭვი შეიტანონ ძალაუფლებაში. მშობლები არასდროს ასწავლიან ბავშვებს ძალაუფლებაში დაეჭვებას, რადგან თვითონ არიან ძალაუფლების მქონე ფიგურები…
• არ მესმის, რატომ არის პროსტიტუცია კანონით აკრძალული. რატომ უნდა იყოს პროსტიტუცია უკანონო? გაყიდვა კანონიერია. ჟიმ…ობა — კანონიერია. რატომ არის "ჟიმ…ობის გაყიდვა" უკანონო?