"სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ სერ რიჩარდ ბრენსონს (დაიბადა 1950 წელს) — ბრიტანელ მეწარმეს, კორპორაცია Virgin Group-ის დამფუძნებელს, რომელიც სხვადასხვა პროფილის დაახლოებით 400 კომპანიას მოიცავს. ის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია (5 მილიარდი აშშ დოლარი). რიჩარდ ბრენსონი საზოგადოებისთვის ცნობილია თავისი ექსტრავაგანტული ქცევებით, მათ შორის სხვადასხვა მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესების მცდელობით.
• თუ მეწარმე ხართ და შეცდომა არ დაგიშვიათ, ე. ი. თქვენ მეწარმე არ ხართ
• ნუ მოჰკიდებთ ისეთ საქმეს ხელს, რომელიც არ მოგწონთ
• ბიზნესს ყოველთვის ისე ვეკიდებოდი, როგორც სასიამოვნო გართობას და ხანდახან მავიწყდება, სად მთავრდება სამუშაო და სად იწყება პირადი ცხოვრება
• ჩემი სიამაყე არასდროს მიშლის ხელს, ვაღიარო, რომ მართალი არ ვიყავი
• ყოველთვის მიხარია, როდესაც ცუდად მემსახურებიან. არა, მაზოხისტი არ ვარ, უბრალოდ, ყველა ჩემი საუკეთესო ბიზნეს-იდეა ასეთ დროს მებადება
• ჩემი მზაობა, მოვუსმინო სხვის აზრს და მივიღო წინადადება, რომელიც ჩემს მოსაზრებაზე უკეთესია, უცვლელად მეხმარებოდა მთელი 40 წლის განმავლობაში, რაც ბიზნესს მივყავი ხელი.
• მეწარმეობაში კონსერვატიული ტიპის აზროვნების ადგილი არ არის, ის გაჭრით ფრთებს, გასუსტებთ, ვერ აფასებთ ფაქტებს და უბრალოდ, გკლავთ
• დარწმუნებული ვარ: არ შეიძლება დაუშვა, რომ შეგაჩეროს ისეთმა უბადრუკმა სიტყვებმა, როგორიცაა "არ შეიძლება"
• სჯობს, ნაკლებს დაჰპირდე და მეტი მისცე, ვიდრე პირიქით
• ჩემთვის იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე მოისმინო, როგორ იხდიან თანამშრომლები ბოდიშს დამსაქმებლის გამო
• ბიზნესში ისევე, როგორც ცხოვრებაში, სიკეთის გაკეთება მნიშვნელოვანია
• მე კვლავინდებურად ვამჯობინებ ველაპარაკო ადამიანებს, ვიდრე მათთან მიმოწერა მქონდეს
• ჩემი მთავარი დამსახურება ისაა, რომ ყოველთვის ვისწრაფოდი, მიმეცა ადამიანებისთვის დამოუკიდებლობა, შესაძლებლობა იმისა, რომ ეგრძნოთ პასუხისმგებლობა და მზად ვიყავი, ხელი შემეწყო იმისთვის, რომ მათ თავის თავზე აეღოთ რისკები და მიეღწიათ მიზნისთვის
• მთელი ცხოვრება ვცდილობდი, თავი შორს დამეჭირა კაბინეტებისგან და ძირითადად სამ ადგილზე ვმუშაობდი: სახლში, იახტაზე და ჰამაკში
• გახსოვდეთ, სასიკვდილო სარეცელზე არავის უნანია, რომ ცოტა დრო გაატარა ოფისში!
• თანამშრომლებს მიეცით საკუთარი ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი. ისინი უსაბაბოდ თავს არ მოგაბეზრებენ, მაგრამ ეს საქციელი მათ მძლავრ ფსიქოლოგიურ სტიმულს მისცემს: მათ ეცოდინებათ, რომ თუ პრობლემის გადაჭრა თქვენს მონაწილეობას მოითხოვს, მათ შეუძლიათ მოგმართონ ნებისმიერ დროს
• წარმატება თავისთავად არ მოდის: ამაზე უნდა იმუშაო
• როგორც კი რაიმე საქმე სიამოვნებას აღარ მანიჭებს, ცვლილებებზე ვიწყებ ფიქრს. ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის მჟავე ფიზიონომიით განვლო
• ჩემი ლოზუნგია: იცხოვრე მხიარულად, ფული კი მოვა
• ცხოვრებაში ყოველთვის რაღაცას იგებ და რაღაცას კარგავ. ბედნიერი და კმაყოფილი იყავი, როცა მოიგებ, არ ინანო წაგებისას. არასდროს მიიხედო უკან — წარსულს მაინც ვერ შეცვლი. მაგრამ ვცდილობ, წარსულ შეცდომებზე ვისწავლო
• მთავარი, რის მიღწევასაც ვცდილობ, ეს ვინმესთვის მიცემული სიტყვის შესრულებაა
• დაუმეგობრდით თქვენს მტრებს — ეს კარგი წესია როგორც ბიზნესის, ისე ცხოვრებისთვის
• წარმატება, რომელიც ერთხელ გეწვიათ, თქვენს მთელ ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს
• ფული წარმატების ცუდი მაჩვენებელია. უარესი მხოლოდ დიდებაა
• ჩემი ისტორია მხოლოდ ჩემი ისტორიაა, ასეთი სტრატეგია ყველასთვის არ მუშაობს
• მტკიცედ მწამს, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია