რით ვაჭრობს საქართველო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokovaბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო სავაჭრო ბრუნვის კუთხით საქართველომ ტემპს უმატა. ამის დასტურია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოპტიმისტური ციფრები.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს გარე სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია. „Sputnik-საქართველო“ შეეცადა გარკვეულიყო, ქართველი ბიზნესმენებისათვის რისი გაყიდვა და ვისთან ვაჭრობა არის მომგებიანი.

მიმდინარე წელს საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების პირველი სამეული ასე გამოიყურება — თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. საქართველო თავის მეზობელ ქვეყნებში სხვადასხვა პროდუქციას ყიდის, დაწყებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებით და ავტოსამრეწველო საქონლით დამთავრებული.

საქართველოს მიერ ექსპორტზე გატანილი პროდუქციის საერთო ჯამმა 577 მილიონი დოლარი შეადგინა, ანუ შარშანდელ მაჩვენებელზე 50%-ით მეტი. საქართველოში იმპორტმა კი 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.

საქართველო — თურქეთი

წლის დასაწყისიდან საქართველო — თურქეთს შორის საქონელბრუნვამ 330 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა — გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,5%-ით მეტი.

2017 წლის სამ თვეში საქართველომ თურქეთს მიყიდა 430 ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, 6200 ტონა ფეროშენადნობები და 4,9 ტონა პლასტმასის პროდუქცია.

ამის გარდა, საქართველოს თურქეთს მიაწოდა ნახშირბადიანი ფოლადი — 17000 ტონა, 3,7 ტონა ფქვილი და ხორცისა და თევზისგან დამზადებული გრანულები.

პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
რა ფაქტორებმა განაპირობა ექსპორტის ზრდა

რაც შეეხება თურქეთიდან შემოტანილ პროდუქციას, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ოფიციალურმა ანკარამ თბილისს მოაწოდა 202 ტონა სამკურნალო პრეპარატები, 380 ტონა მზა ტანსაცმელი, 4800 ტონა მეტალოკონსტრუქცია.

გარდა ამისა, ამა წლის იანვარ-მარტში თურქეთმა საქართველოში შემოიტანა 2800 ტონა სანიტარულ-ჰიგიენური პროდუქცია, შავი მეტალის ტრუბები — 10000 ტონა.

საქართველო — რუსეთი

რუსეთი — საქართველოს მეორე ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. წლის დასაწყისიდან საქართველო — რუსეთს შორის საქონელბრუნვამ 255 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა — გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37,3%-ით მეტი.

საქართველომ რუსეთს მიაწოდა 31000 ტონა ფეროშენადნობები, 7100 ტონა ღვინო და 700 ტონა თხილი და სხვა თხილეული. რუსეთში გატანილია მინერალური და სასმელი წყალი (17000 ტონა), სპირტიანი სასმელები სპირტის კონცენტრაციით არანაკლებ 80%-სა (1000 ტონაზე მეტი).

ღვინო - Sputnik საქართველო
რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 120%-ით გაიზარდა

რუსეთიდან საქართველომ შემოიტანა ნავთობი და ნავთობპროდუქტები საერთო წონით 48000 ტონა, ნავთობის გაზი და ნახშირწყალბადები საერთო წონით 72000 ტონა.

გარდა ამისა, ამა წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია 92000 ტონა მარცვალი, 7000 ტონა ზეთი, ტელეფონის აპარატები — 50 ტონა.

საქართველო — აზერბაიჯანი

კიდევ ერთი მუსლიმური მეზობელი ქვეყანა — აზერბაიჯანი. საქართველოს გარე სავაჭრო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან 207 მილიონზე მეტი აშშ დოლარი შეადგინა.

ამა წლის იანვარ-მარტში საქართველომ აზერბაიჯანში მიაწოდა 231 ტონა მსუბუქი ავტომობილი. ამ მიმართულებას რაც შეეხება, სინამდვილეში ეს არის ავტომობილების რეექსპორტი.

საზღვაო გზით საქართველოდან აზერბაიჯანში შედის როგორც ახალი, ისე ნახმარი ავტომობილები იაპონიიდან, ევროპიდან და აშშ-დან.

საქართველოში 2005-2006 წელს გამოშვებული 1,5 ლიტრის მოცულობის ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილის გამოგზავნა 2000 დოლარიდან ჯდება, რაც მნიშვნელოვნად იაფია, აზერბაიჯანთან შედარებით.

თურქეთი - Sputnik საქართველო
თურქი ექსპორტიორები საქართველოსა და აზერბაიჯანს 2-6 მაისს ეწვევიან

გარდა ამისა, საქართველო აზერბაიჯანს აწვდის სამკურნალო პრეპარატებს (317 ტონა), ახალ და გაყინულ კარტოფილს (23000 ტონას).

წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში გავიდა ფეროშენადნობები (1200 ტონა), არმატურა (2500 ტონა).

აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა ნავთობის გაზი და გაზის მაგვარი ნახშირწყალბადი — 600000ტონა. მეზობელი ქვეყანა გვაწვდის ელექტროენერგიას, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს (საერთო წონა 29000 ტონა).

ასევე საქართველომ აზერბაიჯანისგან შეისყიდა სპეცტექნიკა — ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები და „კატოკები“ (საერთო წონა 59 ტონა), 20000 ტონა აზერბაიჯანული ბათქაში და თაბაშირი.

კიდევ ვისთან ვაწარმოებთ ვაჭრობას

საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორების სიაში ჩინეთი და გერმანიაა.

მიმდინარე წელს ჩინეთთან საქონელბრუნვამ 175 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 7,7%-ით აღემატება.

იზრდება საქონელბრუნვა გერმანიასთანაც. მიმდინარე წელს მან შეადგინა 112 მილიონი დოლარი, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 4,9%-ით მეტია.

რადგან ეს ორი ქვეყანა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორების სამეულში არ შედის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ აქვეყნებს იმპორტ-ექსპორტის საქონლის ჩამონათვალს.

რაც შეეხება ევროკავშირს, საქართველოს 2014 წელს ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველოდან ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდან 56%-ით გაიზარდა

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის საერთო ჯამმა 159 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 44%-ით აღემატება.

ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტმა 481 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 21%).

საქართველოს გარე სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 28% შეადგინა.

სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს მონაცემებით, საქართველო ევროკავშირს აწვდის ღვინოს, მინერალურ და სასმელ წყალს, ნატურალურ წვენებს, ბოსტნეულს, კაკალს და სხვა.

იზრდება საქართველოს ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან. ამა წლის იანვარ-მარტში საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ 751 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ მოცულობას 35%-ით აღემატება.


ყველა ახალი ამბავი
0