რა ფაქტორებმა განაპირობეს ექსპორტის ზრდა
„თუ ადრე ქართული კომპანიები დსთ-ის ქვეყნებზე იყვნენ ორიენტირებული, ნელ-ნელა ხდება ბაზრების დივერსიფიცირება და ისინი ახალი შესაძლებლობების ათვისებას იწყებენ“, — განუცხადა პაატა ბაირახტარმა „Sputnik საქართველოს“.
2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1423 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 356 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (27%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მლნ აშშ დოლარს (15%-ით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 289 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.