რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 120%-ით გაიზარდა

გამოწერა
2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველომ მსოფლიოს 38 ქვეყანაში 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განახორციელა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. 2017 წლის პირველ კვარტალში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 120%-ით გაიზარდა და 9 მილიონი ბოთლი შეადგინა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტზე 14,2 მილიონი ბოთლი (0,75ლიტრი) ღვინო გავიდა, რაც 85%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამ პერიოდში საქართველომ მსოფლიოს 38 ქვეყანაში 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გააგზავნა, რაც 77%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველომ რუსეთში 27 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინის ექსპორტი განახორციელა

პირველი სამი თვის მონაცემების თანახმად, ჩინეთი, სადაც 1,8 მილიონი ბოთლი ღვინოს ექსპორტი განხორციელდა, მეორე ადგილზეა. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 38% შეადგინა. უკრაინა ქართული ღვინის იმპორტით მეორე ადგილზეა — 1,3 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინით. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 20% შეადგინა.

ქართული ღვინის ძირითადი ექსპორტიორების ხუთეულში ასევე შედიან პოლონეთი – 561,3 ათასი ბოთლზე მეტი და ყაზახეთი – დაახლოებით 473,5 ათასი ბოთლი. იანვარ-მარტში პოლონეთში ექსპორტის მოცულობა 27%-ით გაიზარდა, ყაზახეთში კი 39%-ით.

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება — საანგარიშო პერიოდში ისრაელში ექსპორტი 333%-ით გაიზარდა, კანადაში — 55%-ით, გერმანიაში 22%-ით, აშშ–ში 7%-ით გაიზარდა, ლატვიაში — 5%-ით და ა.შ.

"ექსპორტის მოცულობა გაიზარდა აშშ-ს, ევროკავშირის, ჩინეთის მიმართულებით და ასევე ტრადიციულ ბაზრებზე. 2017 წელი აქტიურად დაიწყო, ვიმედოვნებთ, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება", — განაცხადა ჟურნალისტებთან ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი სამანიშვილმა.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3,3 მილიონ ბოთლზე (0,5 ლ) მეტი ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. 

სულ ექსპორტირებულია 8,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც 71%-ით მეტია გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდის მაჩვენებელზე.

2017 წლის პირველ სამ კვარტალში, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 58,5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 76%-ით მეტია 2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0