საქართველოდან ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდან 56%-ით გაიზარდა

გამოწერა
რუსეთში ღვინის ექსპორტი ორი თვის განმავლობაში 154%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ ბოთლი შეადგინა. რუსეთი ქართული ღვინის უმსხვილესი იმპორტიორია.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი 2016 წლის დასაწყისიდან 56%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, — იუწყება საქრათველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

მანდარინები - Sputnik საქართველო
რუსეთი ქართული მანდარინის მთავარი ბაზარია

ორი თვის განმავლობაში მსოფლიოს 21 ქვეყანაში 4.53 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 10.8 მლნ დოლარს შეადგენს.
რუსეთი, რომლის წილადაც დაახლოებით 2.6 მლნ ბოთლი ღვინო მოდის, კვლავაც რჩება ძირითად საექსპორტო ბაზრად. მას მოსდევს უკრაინა — 652 ათასი ბოთლი ღვინო, ყაზახეთი — 337.6  ათასი ბოთლი, პოლონეთი — 332 ათასი ბოთლი და ჩინეთი — 209.3 ათასი ბოთლი.

წლის დასაწყისიდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 154%-ით გაიზარდა, უკრაინაში — 37%-ით, პოლონეთში — 46%-ით, ლიტვაში — 26%-ით, ყირგიზეთში — 70%-ით, გერმანიაში — 68%-ით და ა.შ.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბრენდის ექსპორტმა, რომელიც მსოფლიოს 7 ქვეყანაში ხორციელდება, 1.4 მლნ ბოთლზე მეტი შეადგინა, რაც 165%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით, და რაც 3.4 მლნ დოლარს უდრის.
სულ მიმდინარე წლის ორი თვის განმავლობაში, ექსპორტზე გატანილია 20 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო, ბრენდი, ჭაჭა, ღვინომასალა, ჩამოსასხმელი ბრენდი და სპირტი.

© Sputnikრუსეთ–საქართველოს სავაჭრო დინამიკა
რუსეთ–საქართველოს სავაჭრო დინამიკა - Sputnik საქართველო
რუსეთ–საქართველოს სავაჭრო დინამიკა

 

ყველა ახალი ამბავი
0