სუამ-ი: განვითარების ახალი ეტაპი

გამოწერა
კიევში 27 მარტს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამ-ის მორიგი სხდომა გაიმართა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს რიგ შეთანხმებებს, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ, და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი კვირიკაშვილი და ვლადიმირ გროისმანი - Sputnik საქართველო
უკრაინის პრემიერი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა

წელს ორგანიზაციას შექმნიდან 20 წელი უსრულდება. მისი წევრები არიან საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა. ამჟამად ორგანიზაცია ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. სამი ქვეყანა — საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროკავშირთან და ახლა სუამ-ის მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა. ამასთან ერთად სუამ-ის მონაწილე ქვეყნები ასევე აპირებენ ერთმანეთთან პარტნიორობის გაღრმავებას.

წელს სუამ-ს საქართველო უდგას სათავეში. როგორც ორგანიზაციის სხდომის გახსნისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სუამ-ის ქვეყნებმა თანამშრომლობის განვითარების მიზნით საკოორდინაციო მუშაობა უნდა გააძლიერონ.

"ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ერთობლივად, მოცემული ფორმატის დახმარებით, რადგან წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ჩვენ თანმიმდევრულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე", — აღნიშნა მან.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა სუამ-ის მონაწილეებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა

იმისთვის, რომ სუამ-ის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის პოტენციალი სრულად იქნას გამოყენებული ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სამართალდამცველი საქმიანობა და კიბერუსაფრთხოება, აუცილებელია ორგანიზაციის ყველა სამუშაო ორგანოს რეგულარული სხდომები ჩატარდეს, განაცხადა კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, ქვეყნები ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებენ. სუამ-ის სხდომის ფარგლებში ჩატარდა ბიზნეს-ფორუმი, სადაც წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, არამედ ორგანიზაციის ფარგლებში.

სუამ-ის წევრი ქვეყნების მეთაურები - Sputnik საქართველო
სუამ-ის სამიტზე რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი

თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მხარეებმა ხელი მოაწერეს ოქმს "2002 წლის 20 ივლისის შეთანხმების ხელშემკვრელ მხარეთა მოქმედებების მაკოორდინირებელი სამუშაო ორგანოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" და "სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ცალკეული შედეგების ურთიერთაღიარების შესახებ".

"განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურებას სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კონცეფციის იმპლემენტაციისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მიღწევა პოზიტიურად აისახება ჩვენი ეკონომიკების განვითარებასა და შემდგომ რეფორმირებაზე და მოიტანს ხელშესახებ შედეგებს როგორც ჩვენი მეწარმეებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ბიზნესმენები სახელმწიფოს პოტენციალის გასაცნობად საქართველოში მოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0