საქართველოს პრემიერმა სუამ-ის მონაწილეებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა

გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის ხელისუფლებებმა უნდა ითანამშრომლონ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, მართლმსაჯულება და კიბერუსაფრთხოება.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. სუამ-ში შემავალმა სახელმწიფოებმა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის კოორდინირებული მუშაობა უნდა გააძლიერონ, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კიევში სუამ-ის მონაწილე ქვეყნების მთავრობების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანა 2017 წელს საქართველოა. კვირიკაშვილის განცხადებით, სუამ-ის თავმჯდომარეობის პროგრამა შემთხვევით არ იყო წარმოდგენილი დევიზით — "ერთად ძლიერი სუამ-ისთვის", რადგან ორგანიზაციას, როგორც არასდროს, ყველა დასახურული მიზნის მისაღწევად, სჭირდება მისი წევრების პოლიტიკური კონსოლიდაციის გამყარება.

სუამ-ის წევრი ქვეყნების მეთაურები - Sputnik საქართველო
სუამ-ის სამიტზე რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი

"ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ერთობლივად, მოცემული ფორმატის დახმარებით, რადგან წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ჩვენს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

იმისთვის, რომ სუამ-ის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის პოტენციალის სრულად იქნას გამოყენებული ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სამართალდამცავი საქმიანობა და კიბერუსაფრთხოება, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ორგანიზაციის ყველა სამუშაო ორგანოს რეგულარული სხდომები ცატარდეს.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომელიც სუამ-ის მონაწილე ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია.

დამოუკიდებლობის მოედანი კიევში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი სუამის წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურებს შეხვდება

გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კიევში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ის შეხვდება უკრაინელ და მოლდაველ კოლეგებს — ვლადიმირ გროისმანსა და პაველ ფილიპს.

სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს–ფორუმში, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება. ქართული მხრიდან ფორუმზე 20-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ტრასპორტის, მსუბუქი მრეწველობის, სამშენებლო, სადისტრიბუციო და ფარმაცევტიკის სფეროს წარმომადგენლები.

სუამ-ი — დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული ორგანიზაციაა. დაფუძნდა 1997 წელს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას მიერ. 1999 წლიდან 2005 წლამდე ორგანიზაციაში ასევე უზბეკეთი შედიოდა. იმ პერიოდში ორგანიზაციის სახელწოდება იყო სუუამ-ი.

ყველა ახალი ამბავი
0