ელდარ შენგელაია და მისი ფილმების შეყვარების ათი მიზეზი

© Sputnik / Alexander Imedashviliელდარ შენგელაია საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე
ელდარ შენგელაია საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელდარ შენგელაია — ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი, ორიგინალური და გამორჩეული რეჟისორია საქართველოში, ხოლო მისი ფილმები ქართული ემოციების, ეროვნული ქარიზმის, სილამაზის, სახასიათო იუმორისა და გულგამგმირავი დარდის წყაროა.

დღეს, ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 84 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „Sputnik-საქართველო“ ოსტატის სარეჟისორო ხელწერის თავისებურებებს შეგახსენებთ და იმ ათი მიზეზის შესახებ გიამბობთ, რატომაც უნდა შეიყვაროთ ქართული კინემატოგრაფის ლეგენდის ფილმები.

1. ელდარ შენგელაია კინემატოგრაფიული დინასტიის წარმომადგენელია. მისი მამა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაიაა, ავტორია ისეთი სურათებისა, როგორებიცაა „ელისო“ და „ოცდაექვსი კომისარი“, ხოლო დედა — ლეგენდარული ქართველი მსახიობი ნატო ვაჩნაძე, მუნჯი კინოს ვარსკვლავი. ელდარის ძმა გიორგი შენგელაია ასევე გამოჩენილი ქართველი რეჟისორია, რომელმაც გადაიღო ისეთი შედევრები, როგორებიცაა „ვერის უბნის მელოდიები“, „ფიროსმანი“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ და სხვები.

ნატო ვაჩნაძე - Sputnik საქართველო
თბილისში მსახიობ ნატო ვაჩნაძის ძეგლი დაიდგა

2. ელდარ შენგელაია ფილმებიდან ჩანს მისი საოცრად მახვილი თვალი; ცოცხალი, კომიკური დეტალებისა და სასაცილო შემთხვევების სიყვარული, რომლებიც ფაქიზად ხსნის მისი კეთილი პერსონაჟების, უბრალო ადამიანების ბუნებას. შენგელაიას სურათები — სასაცილო და ამავდროულად ნაღვლიანი მოთხრობებია, რომლებიც ზნეობრივ გაკვეთილებად გვადგება და სითბოთი გვავსებს. 

© photo: courtesy of Georgian Chamber of Cultureკინორეჟისორი ელდარ შენგელაია
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია - Sputnik საქართველო
კინორეჟისორი ელდარ შენგელაია

3. 1959 წელს ელდარ შენგელაიამ რეჟისორ ალექსეი სახაროვთან ერთად გადაიღო ფილმი „თოვლის ზღაპარი“ — ვიქტორ ვიტკოვიჩისა და გრიგორი იაგდფელდის წიგნის „ზღაპარი დღისით–მზისით“ მიხედვით, ევგენი ლეონოვით მთავარ როლში.

სურათი პატარა ფანტაზიორი ბიჭის, მიტიას შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც სკოლის ამხანაგებს ხუმრობით უთხრა, რომ მისი დახატულისრებიანი სათამაშო საათი ჯადოსნური იყო და დროის შეჩერება და თოვლის ქალის გაცოცხლებაც კი შეეძლო. რა თქმა უნდა, მიტიას არავინ დაუჯერა, მაგრამ მოულოდნელად თოვლის ქალი, რომელსაც მიტიამ გულის მაგივრად საათი ჩაუდგა, გაცოცხლდა და მშვენიერ გოგონა ლიოლიად იქცა.

რეჟისორები ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ელდარ შენგელაია: იმედი მაქვს "ვარსკვლავის" მერე ფილმისთვის ფულს მომცემენ

ფილმის ჩვენება კანის საბავშვო ფილმების ფესტივალზე იგეგმებოდა, მაგრამ ცენზურამ ლეონოვის პერსონაჟში ხრუშჩოვზე მინიშნება დაინახა და… კომისიამ, რომელსაც სერგეი მიხალკოვი თავმჯდომარეობდა, ფილმი ფესტივალზე არ გაუშვა. თუმცა ის ელდარ შენგელაიას წარმატებული კარიერის დასაწყისად კი იქცა.

4. ელდარ შენგელაიას მომდევნო ფილმი იყო „თეთრი ქარავანი“, რომელიც მან რეჟისორ თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს გადაიღო. 

ფილმში მთავარი როლები შეასრულეს იმედო კახიანმა და არიადნა შენგელაიამ. „თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული, ლენინგრადში კი პირველ საკავშირო კინოფესტივალზე ადამიანისა და შრომის პოეტური კინოთხრობისთვის დაჯილდოვდა.

ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
ნანი ბრეგვაძე: შენგელაია შეუდარებელი რეჟისორია

5. ელდარ შენგელაია კინოს საოცარი ჟანრის — იგავის თაყვანისმცემელია, რომელსაც შეიძლება მივაკუთვნოთ 1973 წელს გადაღებული კომედია „შერეკილები“. ეს ფანტასტიკური ფილმი საკულტოც კი გახდა. თბილისში რესტორანიც კი გაიხსნა სახელწოდებით „შერეკილები“, სადაც ყველაფერი — გარემო, ატმოსფერო, ანტურაჟი — ელდარ შენგელაიას ფილმს გვაგონებს. 

© photo: Sputnik / გიორგი ტერ-ოვანესოვიარიადნა შენგელაია და მერაბ ელიოზიშვილი ფილმში "თეთრი ქარავანი"
არიადნა შენგელაია და მერაბ ელიოზიშვილი ფილმში თეთრი ქარავანი - Sputnik საქართველო
არიადნა შენგელაია და მერაბ ელიოზიშვილი ფილმში "თეთრი ქარავანი"

6. ელდარ შენგელაიას კიდევ ერთი მშვენიერი იგავია ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, რომელიც მან 1968 წელს გადაიღო. არ გვეგულება ადამიანი, რომელსაც მოქანდაკე აგული ერისთავის ამბავი ნანახი არ ექნება. სწორედ ამიტომაც იქცა ფრთიან ფრაზებად მისი პერსონაჟების არაერთი გამონათქვამი. 

ქართულ-აზერბაიჯანულმა კომედიამ მსახიობების ოქროს ფონდი შეკრიბა - Sputnik საქართველო
ქართულ-აზერბაიჯანულმა კომედიამ მსახიობების ოქროს ფონდი შეკრიბა

7. „სამანიშვილის დედინაცვალი“ — ელდარ შენგელაიას მიერ 1977 წელს დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ტრაგიკომედია. ფილმმა კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზები მიიღო — რეჟისურისათვის და ოპერატორის ნამუშევრისთვის (ლომერ ახვლედიანი და იური სხირტლაძე).

© photo: Sputnikკადრი რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმიდან "სამანიშვილის დედინაცვალი"
კადრი რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმიდან სამანიშვილის დედინაცვალი - Sputnik საქართველო
კადრი რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმიდან "სამანიშვილის დედინაცვალი"

8. „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ — ელდარ შენგელაიას საუკეთესო ფილმი, რომელმაც რეჟისორს თავბრუდამხვევი წარმატება მოუტანა; ფილმი, რომელიც სავსეა ისეთი ამბებით, რომლებიც სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ ყოფილიყო… „ცისფერი მთების“ ეკრანებზე გამოსვლა „პერესტროიკას“ დაემთხვა და დიდი წარმატება და უამრავი ჯილდო ერგო. 

9. ელდარ შენგელაიას პარტნიორები წლების განმავლობაში იყვნენ და არიან ლეგენდარული პიროვნებები: სცენარისტი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე და საკულტო კომპოზიტორი გია ყანჩელი. შენგელაია ხშირად აღნიშნავს, რომ რეჟისორის ხელწერა ბევრ რამეში გაბრიაძისა და მისი საოცრად ნატიფი, დახვეწილი და დარდიანი სცენარების წყალობით შეიძინა. ელდარ შენგელაიას მრავალი ფილმისთვის საოცარი მუსიკა ყანჩელმა დაწერა, რომელიც ხან გაცინებს, სადაც კი გატირებს.

10. ელდარ შენგელაიას მეუღლე 22 წლის განმავლობაში გახლდათ საბჭოთა კინემატოგრაფის ერთ–ერთი ულამაზესი ქალბატონი არიადნა შენგელაია (ქალიშვილობაში შპრიკი), რომელიც იყო კიდეც ქართველი რეჟისორის ცხოვრებისა და მისი შესანიშნავი ფილმების ნამდვილი სამკაული. 


ყველა ახალი ამბავი
0