ქართულ-აზერბაიჯანულმა კომედიამ მსახიობების ოქროს ფონდი შეკრიბა

გამოწერა

ცნობილმა ქართველმა და აზერბაიჯანელმა მსახიობებმა, რეჟისორ გიორგი კიკალიშვილის ხელმძღვანელობით, ბაქოში სათავგადასავლო კომედია „რობინზონი და ცხრა პარასკევა“ წარადგინეს. „Sputnik აზერბაიჯანი“ ფილმის პრემიერამდე ქართულ ჯგუფს გაესაუბრა.

ბაქოში დაანონსებულ კომედიას „რობინზონი და ცხრა პარასკევას“ დიდი ხანია ელოდნენ. ფილმი ქართული კინოკომპანია Production-ისა და აზერბაიჯანელი კინემატოგრაფების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

ფილმის რეჟისსორმა გიორგი კიკალიშვილმა „Sputnik აზერბაიჯანთან“ განაცხადა, რომ ფილმზე მუშაობა ბაქოსა და თბილისში ექვსი თვის განმავლობაში მიდიოდა.

„ეს იყო დაძაბული დღეები და ყველაზე რთული იყო ვარსკვლავური ჯგუფის შეკრება, რადგანაც ქეთა თოფურიას კონცერტები ერთ ქალაქში აქვს, ირაკლი ფირცხალავას კლიპის გადაღბები მეორე ქალაქში. მაგრამ მე მოვახერხე მსახიობების შეკრება და ფილმის მთავარი იდეის რეალიზება, რომელსაც ბაქოელ მაყურებელს დღეს წარვუდგენთ“, — აღნიშნა რეჟისორმა.

მისი სიტვვებით, ყველაზე იოლი რუსეთში აზერბაიჯანის ელჩთან, სახალხო არტისტ პოლად ბულბულ-ოღლისთან მუშაობა გამოდგა.

„ჩვენ ბულბულ-ოღლი მთავარ როლებში არაერთხელ გვიხილავს, რომლებსაც თავს მშვენივრად ართმევდა. მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, როცა აღმოვაჩინე თუ რამდენად მარტივი იყო მასთან მუშაობა. გადასაღებ მოედანზე ყოველთვის მომზადებული გამოდიოდა, უფრო მეტიც, თავის ტექსტი თავიდან ბოლომდე ზეპირად იცოდა“, — დაამატა რეჟისორმა.

ფილმში მონაწილეობს ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი დათო ხუჯაძე. მისი სიტყვებით, მან აქამდე არ იცის, როგორი გამოვიდა კომედია, რამდენადაც ეპიზოდურ როლს თამაშობს და მოუთმენლად ელოდება პრემიერას მაყურებლის ამპლუაში. ხოლო მომღერალ ირაკლი ფირცხალავას განმარტებით,  სწორედ მისი კომპოზიცია გახდა ფილმის საუნდრეკის დასახელება.

„ფილმის საუნდრეკისთვის კლიპის გადაღება ყველა მსახიობის მონაწილეობით მოხდა. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა, ხოლო კინოში ჩემი გამოცდილება კვლავ გაგრძელდება“, — განაცხადა მომღერალმა.

ფილმში მონაწილეობენ ვახტანგ კიკაბიძე, ქეთა თოფურია, არჩილ მეფარიძე, ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, პაატა გომიაშვილი, ნათია წიწილაშვილი, სალომე ქოქუაშვილი, ლიკა ქოერქია, მარიამ სანოგო და სხვები. აზერბაიჯანელთა მხრიდან კი პოლად ბულბულ-ოღლი, ბაჰრამ ბაგირზადე, მანანა ჯაფარიძე და სხვები.

ყველა ახალი ამბავი
0