შემაძრწუნებელი მკვლელობა თბილისში: ესთეტიური მონსტრი

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სასტიკმა მკვლელობამ საქართველო შეძრა, მისმა შვილობილმა კი ჩადენილი აღიარა.

თანამზრახველმა ესთეტიური მონსტრი უწოდა ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილს, რომელსაც თავისი 76 წლის დედობილის — ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობა ედება ბრალად.

ხანდაზმული ქალის მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. საქმის გახსნის შესახებ შს სამინისტრომ 2016 წლის ნოემბერში განაცხადა. როგორც დადგინდა, ლუბა ყოჩიაშვილი თავისსავე ბინაში ელექტროშოკერით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. მისი ცხედარი დიდი ჩანთით ბექა შენგელიას დაქირავებულ ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, შემდეგ გლდანის ნაგავსაყრელზე მიიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო. უფრო მეტიც, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დანაშაულში კანიბალიზმის ნიშნებიც იყო. ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღიარა, რომ მოკლულის შინაგანი ორგანოები შეჭამა.

პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
საქართველოში 2016 წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულებები

სამი ადამიანი— 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ბექა შენგელია, 17 წლის გოგონა და გარდაცვლილის 19 წლის ქალიშვილს ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილი მკვლელობისთვის დააკავეს, ხოლო დათა კვარაცხელია და ავთანდილ ამირანაშვილი —  დანაშაულის დაფარვის გამო.

ესთეტიური მონსტრი

წინა სასამართლო სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შენგელიამ მოყვა, რომ ირმას (მარიამის) თვალწინ მისი დედობილის გული შეჭამა.

 „მარიამის დედობილის გული მის თვალწინ დავაგემოვნე და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას“, — ციტირებს შენგელიას სიტყვებს რადიოსადგური „პირველი რადიო“.

კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
რიტუალური მკვლელობა თბილისში – ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

მან ასევე განაცხადა, რომ ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით ირმას ფულს სძალავდა — ჯამში თანხა 13 ათას დოლარს აღემატება.

„მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა“, — განაცხადა შენგელიამ.

შენგელია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. მისი თქმით, გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების მოხერხებულობის მიზნით და არა რიტუალური მოსაზრებებიდან.

„თავს ნაწილობრივ უდანაშაულოს ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა. კი, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული", — განაცხადა შენგელიამ, რომლის განცხადებას ტელეკომპანია „იმედი“ ტრანსლირებდა.

ის ასევე ამტკიცებს, რომ გამომძიებლებმა მისი აღიარებითი ჩვენება უკანონოდ მოიპოვეს, რადგან მან მომხდარის გარემოებათა შესახებ ისაუბრა კერძო საუბრისას და არა დაკითხვაზე. ამჟამად ბრალდებული საქმიდან ამ მასალის ამოღებას მოითხოვს.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
საზარელი მკვლელობა თბილისში: ბრალდებულმა პენსიონერის ორგანოები შეჭამა

„საუბრისას (გამომძიებლებთან — რედ.) ვთქვი, რომ ეს ყველაფერი მე ჩავიდინე და სრული სიმართლე ვთქვი — რა და როგორ მოხდა, მაგრამ ჩვენებებს საუბრის დროს ვიძლეოდი, მათ კი საუბარი ჩაწერეს. ეს უკანონო ჩანაწერია“, — დაამატა შენგელიამ.

რაც შეეხება ირმას ჩვენებას, მან ჩადენილი აღიარა და მოყვა, რატომ ჩაიდინა დანაშაული. ამასთან მან განაცხადა, რომ აპირებს წიგნის გამოცემას, რადგან ქიმიაში და ფიზიკაში ცოდნა გაიღრმავა.

„მშობლებმა 19 წლის განმავლობაში სიცოცხლე გამიმწარეს ყველანაირი გზით და ხერხით. გასაგებია, ამას საზოგადოება სხვანაირად გაიგებს, მაგრამ მინდოდა ამ კადრებისთვისაც მეყურებინა… ჩემი დედინაცვალი და მამინაცვალი მეუბნებოდნენ: „ჩვენი შვილი საფლავში უნდა იწვეს და შენ დედამიწაზე უნდა დადიოდე?!“ სიცოცხლე გამიმწარეს. ყველანი ადამიანები ვართ. არავინ იცის, რას მოიმოქმედებს, როდესაც გაბრაზდება. ჩემზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა“, — განაცხადა ირმამ სასამართლოზე.

ბრალდებულის თქმით, ის აცნობიერებს, რომ პატიმრობის მრავალი წელი ემუქრება.

ლუბა ყოჩიაშვილმა ირმა იშვილა საკუთარი 19 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ და, მეზობლების თქმით, არაფერზე უარს არ ეუბნებოდა. მათი თქმით, ლუბას მკვლელობას წინ უსწრებდა კონფლიქტი ქალიშვილის რომელიღაც სექტასთან ან არაფორმალურ დაჯგუფებასთან კავშირის გამო.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საზარელი მკვლელობა თბილისში – დაკავებულია მოკლულის ქალიშვილი

სისხლის სამართლის საქმე

მკვლელობაში ბრალდებულ შენგელიასა და 17 წლის გოგონას  ბრალი წარდგენილი აქვთ სსკ-ის 109-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით“.

მოკლულის შვილს — ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილს ბრალი წარედგინა სსკ-ის 111-109 მუხლით, რაც, მათ შორის, ოჯახურ დანაშაულს ითვალისწინებს. სამივე ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.

17 წლის გოგონას საქმე ცალკე განიხილება, რადგან ის არასრულწლოვანია. სასამართლო მოსმენები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ცალკე განიხილება დათა კვარაცხელიასა და ავთანდილ ამირანაშვილის საქმე, რომლებიც დანაშაულის შეუტყობინებლობაში არიან ბრალდებულნი, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე ვადით.


ყველა ახალი ამბავი
0