საზარელი მკვლელობა თბილისში – დაკავებულია მოკლულის ქალიშვილი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გლდანის რაიონში 1940 წელს დაბადებული ქალბატონი გაგუდეს, დაანაწევრეს და დაწვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ 19 ოქტომბერს თბილისში ხანდაზმული ქალბატონის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულები დააკავა. მათ შორის გარდაცვლილის ქალიშვილიც არის, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიება ამტკიცებს, რომ 1940 წელს დაბადებული ქალბატონი გაგუდეს, მისი სხეული დაანაწევრეს და გლდანის ნაგავსაყრელზე დაწვეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
მკვლელობისათვის მამაკაცს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ქალბატონს, ნათესავების განცხადების საფუძველზე, 19 ოქტომბრიდან ეძებდნენ. საქმის გამოძიება პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად ჩაატარეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილ ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა — 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად თხრილში დაწვეს.

კოლონია - Sputnik საქართველო
ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

შსს აცხადებს, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილებიდან ამოიღეს მრავალი მტკიცებულება, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა არაერთი, მათ შორის, გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები.

მოკლულის ქალიშვილმა და ბექა შ.–მ დანაშაული აღიარეს. მკვლელობაში მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამ საქმეზე გამოძიებას დაკავებული ჰყავს კიდევ ორი ადამიანი დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

ყველა ახალი ამბავი
0