ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსჯავრდებულს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დედისა და სამი შვილის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ვაჩიანში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელმაც  ოთხი ადამიანი მოკლა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ფაქტს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ნაჯახი - Sputnik საქართველო
მკვლელობა ნაჯახით 11-წლიანი პატიმრობით დაისაჯა

ინციდენტი სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოხდა.  სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა.  11 ივლისს დააკავეს, რომელსაც დედისა და სამი შვილის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

შსს-ს ვერსიით, 24 წლის ნოდარ ა.-მ ოჯახის წევრები მაშინ გამოასალმა სიცოცხლეს, როდესაც მათ ბინის გაქურდვისას წინააღმდეგობა გაუწიეს. ადგილობრივებმა 10 ივლისს სოფლის ერთ-ერთ სახლში გარდაცვლილი დედა შვილებთან ერთად იპოვეს. დედა და ორი ბავშვი თავის არეში დარტყმისგან ადგილზევე გარდაიცვალნენ. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის კვამლისგან გაიგუდა, როდესაც მსჯავრდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლი გადაწვა. 

სისხლის სამართლის საქმე „დამამძიმებელ გარემოებაში ორი და მეტი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით" იყო აღძრული, რაც 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.



ყველა ახალი ამბავი
0