ნიკა ტურბინა – ფეხით გადათელილი ვარდი...

© styleinsider.comნიკა ტურბინა
ნიკა ტურბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ბროწეულის დეკემბრულად გამხმარი ხე აბროწეულდა…

დღეს ჩვენი წელს ვერშემდგარი ადესა გაადესდა და გაადესდა, თანაც როგორ…

მტევნებმა ტალავერი ლამისაა ჩამოტეხეს… 

დღეს ნისლი ნისლისფერი კი არა, საოცრად ვერცხლისფერია… 

დღეს ყველაფერი შესანიშნავად სხვანაირია, რადგან ჩვენი აივნის სტუმარია საოცარი, ყველასგან განსხვავებული ადამიანი – ნიკა (ნიკუშა) ტურბინა, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1974 წლის 17 დეკემბერს.

არ ვიცი, რომელმა ვარსკვლავმა ან რანაირმა სხვანაირმა მზის სხივმა ჩამოაბრძანა ის ჩვენ პლანეტაზე, სამწუხაროდ, სულ რაღაც ხანმოკლე 28 წლით… ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ ის „იქიდან“ იყო – კოსმოსური გალაქტიკიდან ან გალაქტიკური კოსმოსიდან, რაც ერთი და იგივეა.

აბა, სხვანაირად როგორ უნდა ახსნა, რომ 3 წლის ულამაზესი გოგო ღამე დგებოდა ფანჯარასთან და ესაუბრებოდა შუშაში ლამაზად აღბეჭდილ საკუთარ თავს? 4 წლის ასაკში კი გამოაცხადა, რომ მასთან სტუმრად მოდის „რაღაცა მელოდია“, თანაც ეს მელოდია სავსე და გაჟღენთილი იყო საოცარი სტროფებით და რითმებით… როდესაც ნიკას მშობლები მიხვდნენ, რომ ნიკა ლექსებს წერს, დაიბნენ – ნიკამ წერა არ იცოდა, მშობლებს აღვიძებდა და ლექსების ჩაწერას სთხოვდა, არადა, რა ლექსების…

კომპოზიტორი როდიონ შედრინი - Sputnik საქართველო
კაცი, რომელიც მაია პლისეცკაიას ვარდებს და... ბალეტებს ჩუქნიდა

Глазами чьими я смотрю на мир?

Друзей? Родных?

Зверей? Деревьев? Птиц?

Губами чьими я ловлю росу

С упавшего листа на мостовую?

Руками чьими обнимаю мир,

Который так беспомощен, непрочен?

Я голос свой теряю в голосах

Лесов, полей, дождей, метели, ночи…

ზურაბ ანჯაფარიძე, დოდო ალექსიძე და ნოდარ ანდღულაძე - Sputnik საქართველო
ორი მეგობარი „ოტელო“...

ამ ლექსის შემდეგ შოკში ჩავარდნილმა მშობლებმა 4 წლის ნიკა სასწარაფოდ ექიმებთან წაიყვანეს. ექიმებმა, მათ შეკითხვაზე — „როგორ შევაწყვეტინოთ ბავშვს ასეთი ლექსების წერა?“ – მხოლოდ მხრები აიჩეჩეს და უპასუხეს, ვერაფერში ვერ დაგეხმარებით, თუ წერს, წეროსო.

1983 წელს 9 წლის ნიკას ესტუმრა პოპულარული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი, რომელმაც მისი რამდენიმე ლექსი გამოაქვეყნა…

იმავე წლის მარტში პატარა ნიკა მიიწვიეს მოსკოვში, სადაც საოცრად მყუდრო ლიტერატორების სახლში შედგა მისი პირველი გამოსვლა, რომლის დროსაც მან გაიცნო ცნობილი რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო. უკვე 1984 წელს გამოვიდა 10 წლის ნიკა ტურბინას ლექსების პირველი კრებული, რომლის წინასიტყვაობის ავტორი ევტუშენკო წერდა, რომ ნიკას სამყაროს აღქმის უზარმაზარი და სხვისგან გამორჩეული ნიჭი გააჩნდა…

Жизнь моя — черновик,

На котором все буквы —

Созвездья.

Сочтены наперед

Все ненастные дни.

Жизнь моя — черновик.

Все удачи мои, невезенья

Остаются на нем,

Как надорванный

Выстрелом крик.

თეატრისა და კონოს მსახიობი ალისა ფრეინდლიხი - Sputnik საქართველო
უყვარდე-ზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია – შენ გიყვარდეს...

სინტერესოა, რომ კრებულის გამოსვლის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ასეთ ლექსებს ვერაფრით ვერ დაწერდა პატარა გოგო და მის ნაცვლად ამ ლექსებს, სავარაუდოდ, მისი პოეტი ბაბუა წერდა.

ნიკამ ამ ბრალდების უპასუხა, რა თქმა უნდა, ლექსით:

Не я пишу свои стихи?

Ну хорошо, не я.

Не я кричу, что нет строки?

Не я. Не я боюсь дремучих снов?

Не я. Не я кидаюсь в бездну слов?

Ну хорошо, не я…

მარია კალასი - Sputnik საქართველო
„შენ არ გჯეროდა, რომ სიყვარულისგან კვდებიან... იცოდე, მე მოვკვდი“...

ევგენი ევტუშენკოს მხარდაჭერით და მასთან პოეტურ დუეტში ნიკამ მოიარა მთელი მსოფლიო. კოლუმბიის უნივერსიტეტში მისი ლექსების თარგმანებთან დაკავშირებული კონფერენციაც კი ჩატარდა.

1986 წელს კი ვენეციაში ნიკა ტურბინამ მიიღო ხელოვნების დარგში ყველაზე პრესტიჟული პრემია — „ოქროს ლომი“ და…

ანა ახმატოვას შემდეგ რუსეთში ამ პრემიის მეორე ლურეატი გახდა. ოღონდ ანა ახმატოვამ ეს პრემია 60 წელს გადაცილებულმა მიიღო, ნიკა კი სულ 12 წლის იყო. სხვათა შორის, თავის დროზე ამ პრემიის მინიჭებაზე თავად იოსიფ ბროდსკისაც კი უთხრეს უარი. 

ჯონი გალიანო - Sputnik საქართველო
ჯონ გალიანო: ჩემი ყველაზე საყვარელი მოდელი არის... კაბა

ამის შემდეგ გაგრძელება კი ძალიან მიჭირს… ნიკა იზრდებოდა, იცვლებოდა ყველაფერში, მთავარი ნიჭის – ლექსების წერის გარდა.

ძნელია იმის შეფასება, თუ რატომ გაერიყა მას ევგენი ევტუშენკო… ნიკას ბებია იხსენებდა, რომ პატარა ნიკა სულ სთხოვდა: „მიყიდე ლამაზი კაბა და ფეხსაცმელები, რომ ევტუშენკოს მოვეწონო“. სავარაუდოდ, ასეთ გენიალურ ადამიანებთან ურთიერთობა ძნელია და ზედმეტად საპასუხისმგებლო. თუმცა მე ამ შემთხვევაში სენტ ეგზიუპერის მხარეზე ვარ, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ მათზე, ვინც შევიჩვიეთ…

ერთი კი ცხადია, ნიკა ამის შემდეგ შეიცვალა, ალბათ, ეს გახდა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედგაცრუება.

16 წლის ასაკში ულამაზესი ნიკა ცოლად გაჰყვა 76 წლის იტალიელ პროფესორ-ფსიქიატრ სენიორ ჯოვანის და საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა. შემდგომში, როდესაც მას შეკითხვებს უსვავდნენ მისი ოჯახური ცხოვრების შესახებ, ის პასუხობდა: „ყველაფერი იყო ისე ლამაზი და ტრაგიკული, როგორც ფეხით გადათელილი ვარდივით მე“…

ამის მერე ნიკას ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამ მოხდა… ის გაიზარდა და ლექსებს ისევ წერდა, მაგრამ „ვუნდერკინდობის“ სტატუსი დაკარგა და ადამიანებმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, მიატოვეს და მისდამი ინტერესი დაკარგეს…

იმავე გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“, რომელმაც ის თავის დროზე ცნობილი გახადა, დაწერა, რომ „ნიკა ფეხშიშველი დარბის არბატზე, აგდია მთვრალი მაგიდის ქვეშ და მაინც ლამაზი და ცისფერთვალებაა“. როდესაც ნიკამ ეს წერილი წაიკითხა, მხოლოდ ერთი რამ თქვა: მე თვალები ცისფერი კი არა მწვანე მაქვსო…

სწორედ მაშინ დაწერა ნიკამ ეს სტრიქონები: 

Я стою у черты,

Где кончается связь со вселенной.

Здесь разводят мосты

Ровно в полночь —

То время бессменно.

Я стою у черты.

Ну, шагни!

И окажешься сразу бессмертна.

22 წლის ასაკში ნიკა პირველად გადახტა აივნიდან… გადარჩა…

28 წლის ასაკში კი მეორეჯერ გაფრინდა და ამჯერად სამუდამოდ…

Дождь, ночь, разбитое окно.

И осколки стекла

Застряли в воздухе,

Как листья,

Не подхваченные ветром.

Вдруг — звон…

Точно так же

Обрывается жизнь человека.

როგორ ვერ ვისწავლეთ ადამიანებმა ამდენი ხნის განმავლობაში 

ერთმანეთის სულის შებერვა და დაცვა… 

თუმცა, ამ პოეტებს რას გაუგებ…

ნიკას ერთ-ერთი ბოლო ლექსი სრულდება სიტყვებით:

А он был одинок,

Потому что был

Похож на стихи.

 

ჰოდა, ადამიანი ლექსებს რომ ჰგავს, ვერაფერსაც ვერ უზამ…

ის, გალაკტიონის არ იყოს, იბადება და ქრება მაშინ, როდესაც მოესურვება… ვარსკვლავივით…

გისურვებთ ლამაზ, იმედიან და პოეტურ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0