კაცი, რომელიც მაია პლისეცკაიას ვარდებს და... ბალეტებს ჩუქნიდა

© photo: Sputnik / Vasily Malyshev / გადასვლა მედიაბანკშიკომპოზიტორი როდიონ შედრინი
კომპოზიტორი როდიონ შედრინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე „ფეჩი“ გამოვიტანე, თორემ წინა შეხვედრიდან ორი კაცი გაგვეპარა (სიცივეს ვერ გაუძლეს), თანაც ტალავერზე ბრეზენტიც გადავაფინე, მაგრამ, სავარაუდოდ, ცოტა ვიჩქარე. დღეს ისეთ სიყვარულზე უნდა გესაუბროთ, ციმბირის სიცივესაც კი რომ მოტეხავს და „ტიტანიკის“ დამღუპველ საზიზღარ აისბერგსაც დაადნობს…

დავიწყოთ კარმენით…

ზოგიერთს შეკითხვა გაუჩნდება — სიყვარული რა შუაშია, შესანიშნავი მაია პლისეცკაია მარტო თუ ცეკვავს სცენაზეო. მე კი გიპასუხებთ: სიყვარული თავშია, რადგან სწორედ პლისეცკაიასთვის შექმნა მისმა მეუღლემ როდიონ შჩედრინმა ბალეტი „კარმენ-სიუიტა“ კომპოზიტორ ბიზეს ოპერა „კარმენის“ მოტივებზე.

მახსოვს, ამ ბალეტის სცენაზე გამოსვლის შემდეგ ოპერის სოლისტები ხუმრობდნენ, ჩვენც კი გვინდა, ბალეტები ოპერად გადაგვიკეთონო, რაზეც დიდი დავით გამრეკელი (რომელიც ტანითაც დიდი იყო) ხუმრობდა: ნამდვილად, სიამოვნებით შევასრულებდი პატარა გედის პარტიას ჩაიკოვსკის „გედების ტბაშიო“.

© photo: Sputnik / Василий Малышев / გადასვლა მედიაბანკშიკომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი როდიონ შჩედრინი
კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი როდიონ შჩედრინი - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი როდიონ შჩედრინი

დღეს ჩვენი აივნის სტუმარია ცნობილი კომპოზიტორი და პიანისტი, პედაგოგი, 7 ოპერის, 5 ბალეტის, 14 კონცერტის და მრავალრიცხოვანი კამერული, ინსტრუმენტული და ვოკალური ნაწარმოების ავტორი როდიონ შჩედრინი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1935 წლის 16 დეკემბერს. სხვათა შორის, თავად ის აცხადებს, რომ მისი მთავარი მიღწევა ისაა, რომ 56 წლის განმავლობაში ატარებდა ლეგენდარული მაია პლისეცკაიას მეუღლის „მაღალ წოდებას“…

© photo: Sputnik / Василий Малышев / გადასვლა მედიაბანკშიმაია პლისეცკაია
მაია პლისეცკაია - Sputnik საქართველო
მაია პლისეცკაია

მე ბედნიერება მხვდა წილად სულ ერთხელ, მაგრამ მაინც მენახა ისინი ერთად. სოხუმში ვისვენებდით და კელასურში, კომპოზიტორთა სახლში გაიშალა სუფრა, რომელზეც დედიკო და მეც მოგვიწვიეს. თამადა იყო ზურიკო ანჯაფარიძე, სუფრასთან ისხდნენ რეზო ლაღიძე, მიქაელ ტარივერდიევი, როდიონ შჩედრინი, გურამ საღარაძე… ქალბატონი მაია არ ჩანდა. რამდენიმე ხანში ვხედავ მაია პლისეცკაიას, რომელიც უბრალო სპორტულებში გამოწყობილი, უბრალო თმის რეზინით დამაგრებული კუდით მორბის სუფრისკენ. ცოტა ხნით გაჩერდა, მიირბინა როდიონთან, აკოცა, მერე რაღაც ნამცხვის პატარა ნაჭერი მიირთვა და თქვა: Опять не воздержалась! ისევ აკოცა როდიონს, ხელი დაგვიქნია და სირბილი გააგრძელა (სავარაუდოდ, იმ ნამცხვრის სულ ერთი ციცქნა ნაჭრის მოსანელებლად)… მე კი მეხსიერებაში დამრჩა როდიონ შჩედრინის ბედნიერი, ცოტა დაბნეული და გაღიმებული სახე.

მათ ერთმანეთი გაიცნეს 1955 წელს ლილია ბრიკის ოჯახში, სადაც გამართული იყო წვეულება მოსკოვში ჟერარ ფილიპის ჩასვლასთან დაკავშირებით.

მაია პლისეცკაია იხსენებდა: „როდესაც მე ის პირველად ვნახე, 22 წლის იყო, საოცრად ლამაზი და არაორდინალური. როდიონი ყოველთვის გამოირჩეოდა ბუნებრივი ელეგანტურობით. იმ საღამოს ის უკრავდა საკუთარ ნაწარმოებებს და შოპენს. უკრავდა ისე, როგორც არავინ და არასდროს… იცით, ხელოვნებაში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, ზოგჯერ სულ პატარა წვეთი და ნიუანსი წყვეტს ყველაფერს, და როდიონი ზუსტად ამ ერთი წვეთით სხვაზე მაღლა იდგა“…

© photo: Sputnik / Василий Малышев / გადასვლა მედიაბანკშიიმ საღამოს ის უკრავდა საკუთარ ნაწარმოებებს და შოპენს. უკრავდა ისე, როგორც არავინ და არასდროს...
იმ საღამოს ის უკრავდა საკუთარ ნაწარმოებებს და შოპენს. უკრავდა ისე, როგორც არავინ და არასდროს...  - Sputnik საქართველო
იმ საღამოს ის უკრავდა საკუთარ ნაწარმოებებს და შოპენს. უკრავდა ისე, როგორც არავინ და არასდროს...

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გავიდა მთელი 3 წელი, სანამ მათი ერთმანეთისადმი პატივისცემის გრძნობა სიყვარულში გადაიზრდებოდა, 1958 წელს კი მათ იქორწინეს.

მაია პლისეცკაია იხსენებდა, რომ როდიონ შჩედრინი მისი წარმატებების პროჟექტორების ჩრდილში აღმოჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ამაზე გული არასდროს წყდებოდა. პირიქით, ის ამაყობდა მაიას წინსვლით და მუდამ გვერდში ედგა. ქალბატონი მაია ამბობდა, რომ როდიონი ის კაცი იყო, ვის გარეშეც მის ცხოვრებას ყველანაირი აზრი დაეკარგებოდა და ვისაც ის თვალდახუჭული გაჰყვებოდა ციმბირშიც და კიდევ უფრო შორს…

მაია პლისეცკაია აბსოლუტურად სერიოზულად ამტკიცებდა, რომ მის მეუღლეს, ყველა სხვა ადამიანისგან განსხვავებით, არც ერთი ნაკლი არ გააჩნია, რომ მას არც ერთხელ არ გაუცრუებია მაიას იმედები და რომ მას როდიონი სიცოცხლეზე მეტად უყვარს.

გინდ დაიჯერეთ და გინდ… მაინც დაიჯერეთ, მათი ქორწინების 56 წლის განმავლობაში დღე არ გასულა (კარგად რომ წარმოიდგინოთ, უბრალოდ 365 გადაამრავლეთ 56-ზე), რომ როდიონს მაიასთვის ყვავილები, უფრო ხშირად, ვარდები არ მიერთმია! მაია საშინლად ამაყობდა ამით, თუმცა მორცხვად ამატებდა, რომ ერიდება კიდეც.

© photo: Sputnik / Александр Макаров / გადასვლა მედიაბანკშიმაია პლისეცკაია აბსოლუტურად სერიოზულად ამტკიცებდა, რომ მის მეუღლეს ყველა სხვა ადამიანისგან განსხვავებით, არც ერთი ნაკლი არ გააჩნია...
მაია პლისეცკაია აბსოლუტურად სერიოზულად ამტკიცებდა, რომ მის მეუღლეს ყველა სხვა ადამიანისგან განსხვავებით, არც ერთი ნაკლი არ გააჩნია... - Sputnik საქართველო
მაია პლისეცკაია აბსოლუტურად სერიოზულად ამტკიცებდა, რომ მის მეუღლეს ყველა სხვა ადამიანისგან განსხვავებით, არც ერთი ნაკლი არ გააჩნია...

საყვარელო მამაკაცებო, რა ვქნა, მაგრამ ამ მოსაწყენ ყოველდღიურობაში ყოველდღიურ ყვავილებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს…

როდიონ შჩედრინი თავის მაიას ყვავილების გარდა კიდევ ბალეტებსაც ჩუქნიდა. მაიამ მის ბალეტებში შეასრულა კარმენის, ანა კარენინას, ჩეხოვის ნინა ზარეჩნაიას და ანა სერგეევნას როლები.

ხომ იცით, ნიჭიერ ხალხს არაკეთილმოსურნეები ყოველთვის ჰყავს და მახსოვს, შემოქმედებით წრეებში რომ საუბრობდნენ — პლისეცკაია ვეღარ ასრულებს წამყვან პარტიებს კლასიკურ ბალეტებში და ამიტომაც შჩედრინი სპეციალურად მისთვის ქმნის ბალეტებსო.

მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – მაია პლისეცკაიას კარმენი და ანა კარენინა უშუალოდ დიდი თეატრის სცენაზე მაქვს ნანახი და დღემდე მახსოვს მისი ყოველი ჟესტი. და რა არის იმაში ცუდი, თუ შჩედრინმა ეს წინასწარ განსაზღვრა და დიდ მაიას თავისი შემოქმედებით ცოტა სული შეუბერა…

© photo: Sputnik / Михаил Озерский / გადასვლა მედიაბანკშიმე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა - მაია პლისეცკაიას კარმენი და ანა კარენინა დიდი თეატრის სცენაზე პირადად მაქვს ნანახი და დღემდე მახსოვს მისი ყოველი ჟესტი...
მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა  - მაია პლისეცკაიას კარმენი და ანა კარენინა დიდი თეატრის სცენაზე პირადად მაქვს ნანახი და დღემდე მახსოვს მისი ყოველი ჟესტი...  - Sputnik საქართველო
მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა - მაია პლისეცკაიას კარმენი და ანა კარენინა დიდი თეატრის სცენაზე პირადად მაქვს ნანახი და დღემდე მახსოვს მისი ყოველი ჟესტი...

როდიონ შჩედრინმა ერთხელ თქვა, რომ ის და მაია ერთმანეთს მაღალმა განგებამ შეახვედრა და ისინი, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არა აქვთ ანგელოზის ხასიათი, ყველაფერში ერთმანეთს ემთხვევიან. მაია, მისი მეუღლის შეფასებით, აბსოლუტურად უპრეტენზიო, კეთილი, მოალერსე და მზრუნველი იყო. ის ზოგჯერ ფეთქდებოდა, მაგრამ არასდროს არ იცოდა გულში წყენის შენახვა.

ახლა კი შემოგთავაზებთ როდიონ შჩედრინის სიტყვებს, რომელბმაც მხოლოდ ეს დღევანდელი წერილი კი არ დამაწერინა, არამედ კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ სიყვარული მართლაც არსებობს და რომ მას საოცრად ფაქიზი მოპყრობა სჭირდება: 

„მე არ ვიცი, ღმერთმა ერთად ყოფნის რამდენი წელი გვაჩუქა, მაგრამ მე მადლობას ვუხდი ზეცას და ბედს, რომელმაც ამ დიდ ქალბატონთან დამაკავშირა. ჩვენ ბოლომდე შევიგრძნეთ რას ნიშნავს ბედნიერება, სიყვარული და სიფაქიზე“.

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშიროდიონ შჩედრინი მაია პლისეცკაიასთვის „საპატიო ლეგიონის“ ორდენის გადაცემის ცერემონიაზე
როდიონ შჩედრინი მაია პლისეცკაიასთვის „საპატიო ლეგიონის“ ორდენის გადაცემის ცერემონიაზე - Sputnik საქართველო
როდიონ შჩედრინი მაია პლისეცკაიასთვის „საპატიო ლეგიონის“ ორდენის გადაცემის ცერემონიაზე

სამწუხაროდ, 2015 წლის 2 მაისს მაია პლისეცკაია გარდაიცვალა… 

მაშინ როდიონ შჩედრინმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „ის, ჩიტივით მაღლა აფრენილი, უცებ მოიცელა და მე სულ არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო მის გარეშე“…

მაია პლისეცკაიამ კი თავის ანდერძში ჩაწერა, რომ მისი და როდიონის გარდაცვალების შემდეგ მათი ფერფლი გადააყარონ რუსეთს…

როდიონ შჩედრინის შემოქმედების თაყვანისმცემლები დღეს მაპატიებენ, რომ ამ დიდი ხელოვანის ცხოვრების მხოლოდ ერთ ასპექტს გავწვდი, მაგრამ განა არსებობს ცხოვრებაში სიყვარულზე მნიშვნელოვანი რამ?

კაცს, რომელმაც ასეთი სიყვარული იცის, ყველაფერი შეუძლია, თუმცა, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ასეთი ქალი…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და სიყვარულით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0