საქართველო და ნარკოტიკები: ბრძოლა თუ ლეგალიზაცია

© AP Photo / Brennan Linsleyმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დროს საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება ნარკოტიკების ლეგალიზაციის თემა. ეს ისტორია ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, როდესაც ოპოზიციონერმა, მაშინდელი პარლამენტის დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ პარლამენტში მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისათვის სისხლის სამართლის სასჯელის გაუქმების თაობაზე კანონპროექტი შეიტანა.

პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე გაუჩნდა, რომლებმაც 90-იანი წლები გაიხსენეს, როდესაც ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა ძალიან აქტუალური იყო. საბოლოოდ კანონპროექტი ჩავარდა.

ახლა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაციაზე ისევ ალაპარაკდნენ. ამ წინადადების მხარდასაჭერად ჩატარებულმა ბოლო აქციამ აჩვენა, რომ ამ წინადადებას ათასობით მომხრე ჰყავს.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველოში მარიხუანის ხელმეორედ მოხმარებისთვის აღარ დააპატიმრებენ

ისტორიის გაკვეთილები

რადესაც საქართველოში ნარკომანია ყვაოდა, ქუჩებში გამოყენებული შპრიცები ეყარა, მარიხუანას კი ჩვეულებრივი სიგარეტივით ეწეოდნენ.

კანონი, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას კრძალავდა, არსებობდა, თუმცა ამ პრობლემას ქრთამი და ნაცნობობა წყვეტდა. ასე გაგრძელდა 2004 წლამდე, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ნარკომანიასა და მექრთამეობას „ომი“ გამოუცხადა. 

საბოლოოდ, საქართველომ ნარკომოვაჭრეთა მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი მიიღო. ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღება უვადო, ხოლო შენახვა, შეძენა და გადატანა-გადაზიდვა 8-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გარდა ამისა, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც აკრძალულია „სპაისი“. მისი შენახვა-შეძენა 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ნარკოტიკების მოხმარება კი პირველად დაკავებისას ადმინისტრაციულ დარღვევას წარმოადგენს, განმეორებითი ფაქტის დაფიქსირებისას ის უკვე სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს.

ასეთმა მკაცრმა კანონმა გვერდითი მოვლენა გამოიწვია — საქართველოში სააფთიაქო ნარკომანია აყვავდა. ნარკომანებმა ფსიქოტროპული ნივთიერებების დახმარებით ნარკოტიკების კუსტარული დამზადება დაიწყეს.

ამ ყველაფრის შედეგად ხელისუფლებამ „ომის ფრონტი“ გააფართოვა — რეცეპტების მკაცრი სისტემა შემოიღო. ახლა აფთიაქში ურეცეპტოდ ანტიბიოტიკსაც ვერ იყიდი.

მარიხუანის მოხმარებასთან ბრძოლა უფრო რთული აღმოჩნდა. ძალოვანი სტრუქტურები პერიოდულად ამოღებული და ველურად მზარდი კანაფის განადგურების აქციებს ატარებენ.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
„გირჩელები“ საახალწლოდ მარიხუანის დათესვის პირობას დებენ

ახალი ტალღა

მარიხუანის მოხმარებისა და პირადი მოხმარებისთვის მისი დამზადების ლეგალიზაციის თემა აქტუალური 2016 წლის ნოემბერში გახდა. პირველმა ეს თემა „გირჩმა“ წამოწია, რომლის ერთ-ერთი ლიდერია გოგა ხაჩიძე. პარტიის პროგრამაში ეს მოთხოვნა ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს. პარტიის წარმომადგენლებმა ამ პრობლემისადმი ყურადღების მისაქცევად სკანდალურ ინიციატივას მიმართეს, რომელიც სახიფათოც კი არის.

საახალწლო ღამეს „გირჩის“ ლიდერები მომხრეებთან ერთად თავიანთ ოფისში კანაფის დათესვას აპირებენ. იდეის გამო ციხეში მოხვედრისთვის მზადაა უკვე 480 ადამიანი, 1500 კი მათ მორალურ მხარდაჭერას უცხადებს.

ნარკოტიკების სრულ ლეგალიზაციას საქართველოში მოძრაობა „თეთრი ხმაური“ მოითხოვს. ამ ორგანიზაციის უკანასკნელი აქცია მართლაც რომ ხმაურიანი გამოვიდა და მას პოლიციასთან შეტაკებები ახლდა, რის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს.

ორგანიზაციის განცხადებით, ის მიზნის მისაღწევად პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავს. „თეთრი ხმაური“ 40 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად კანონპროექტს ამზადებს, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტს გადაეგზავნება.

აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
მარიხუანა სკოლის მოსწავლეების 11%-ს აქვს გასინჯული

ხელისუფლების მოსაზრება

საქართველოს ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის შერბილების მომხრეების მიმართ დათმობებზე წასავლელად მზადაა, მაგრამ ამჟამად არანაირ ლეგალიზაციაზე საუბარი არ არის. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, რეციდივის შემთხვევაში პატიმრობის გაუქმებაა.

ამავე დროს, საქართველოს მთავრობა ნარკომანების მკურნალობისა და მათი რესოციალიზაციის პროგრამის გაზრდას აპირებს.

თუმცა, ჯერჯერობით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით  ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტითა და გადასახადების გაზრდით არის დაკავებული.

ცოტაოდენი სტატისტიკა

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯიასა“ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 4,8 ათასი გამოკითხულიდან მარიხუანა ერთხელ მაინც აქვს გასინჯული 15,9%-ს.

თეთრი ხმაურის აქცია - Sputnik საქართველო
„თეთრი ხმაური“ შს სამინისტროსგან ქუთაისის აეროპორტში ჩხრეკის გამო ბოდიშს ელოდება

საქართველოში მამაკაცებს შორის მარიხუანის მოხმარების ასაკი 19-22 წელია, ქალებს შორის — 20-22 წელი. მარიხუანის მომხმარებელ მამაკაცებს შორის მინიმალური ასაკი 12 წელია, ქალებს შორის – 17.

ინექციური ნარკომანია საქართველოში 44,7%-ში აივ-ინფექციის გადადების მიზეზი ხდება. 1 დეკემბრის მონაცემებით, აივ-ინფიცირებულთა რაოდენობამ 6,6 ათასს მიაღწია, წელს აივ-ინფექცია ქვეყნის 663 მოქალაქეს დაუდგინდა.

სულ იანვარ-ოქტომბრის პერიოდში დაფიქსირდა 4 ათასი ნარკოდანაშაული, რომელთაგან ნახევარზე მეტი ნარკოტიკების განმეორებით მოხმარებას უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0