საქართველოში მარიხუანის ხელმეორედ მოხმარებისთვის აღარ დააპატიმრებენ

გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილმა მიმართა.

თბილისი, 30 ოქტომბერი– Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომელიც მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის სასჯელის ფორმად პატიმრობას ითვალისწინებდა.

საქართველოში მარიხუანისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაკავების პირველი შემთხვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა, განმეორებითი დაკავების  შემთხვევაში კი სისხლის სამართლის საქმედ, რაც ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ანალიზის ჩატარება ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
საქართველოში ნარკოლოგიური შემოწმების სისტემა შეიძლება შეიცვალოს

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის მოხმარებას ეხება. სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა, როდესაც მან არაკონსტიტუციურ ნორმად სცნო მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვის გამო პატიმრობა.

„მარიხუანის განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული, ასევე არაპროპორციული იქნება მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის", — ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილმა მიმართა.

მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა, რომ მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით ხისტი პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ამასთან, ნარკოტიკების გამავრცელებლებთან მიმართებით პოლიტიკის შემსუბუქება არ იგეგმება.

ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით კანონმდებლობის ლიბერალიზაცია წინასაარჩევნოდ ყველა პოლიტიკური პარტიის პროგრამის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0