„გირჩელები“ საახალწლოდ მარიხუანის დათესვის პირობას დებენ

© photo: Sputnik / Илья Хлуденев / გადასვლა მედიაბანკშიმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „გირჩის“ ლიდერები პირობას დებენ, რომ თუ ხელისუფლება 31 დეკემბრამდე მარიხუანის გამოყენებისა და მისი კულტივირების ლეგალიზებას არ მოახდენს, ისინი საახალწლოდ მარიხუანას საკუთარ ოფისში დათესავენ.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“, რომელიც მარიხუანის გამოყენებისთვის სასჯელის გაუქმებას მოითხოვს, ხელისუფლებას დაჰპირდა, რომ ახალი წლის ღამეს თბილისში, საკუთარ ოფისში მარიხუანის დათესვას დაიწყებს.

„მოვითხოვთ, ახალმა მთავრობამ ახალ წლამდე შეცვალოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. მარიხუანის და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება გახდეს სრულად ლეგალიზებული, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, მარიხუანის კულტივირება და შენახვა პირადი მოხმარებისთვის იყოს სრულად ლეგალიზებული“, — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე.

აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
მარიხუანა სკოლის მოსწავლეების 11%-ს აქვს გასინჯული

თუ მოთხოვნა არ შესრულდება 31 დეკემბრამდე, 2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე „გირჩის“ წევრები საკუთარ ოფისში პირდაპირ ეთერში საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად მარიხუანას დარგავს.

„ჩვენ გვესმის, რომ დავარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რომელიც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური ბრძოლის კონკრეტული გზა“, — აღნიშნა ჯაფარიძემ.

მან დაამატა, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებს.

ყველა ახალი ამბავი
0