„Sputnik მნენია“: გამოკითხვამ ევროკავშირში ევროსკეპტიკოსების დიდი რიცხვი გამოავლინა

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიРеферендум в Британии по сохранению членства в ЕС
Референдум в Британии по сохранению членства в ЕС - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამავე დროს კითხვაზე, „დიდი ბრიტანეთის მაგალითზე გსურთ თუ არა თქვენს ქვეყანაში ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართოს“, პოლონელების 62%-მა, ესპანელების 61%-მა, გერმანელების 57%-მა, ფრანგების 53%-მა და იტალიელების 47%-მა უარყოფითი პასუხი გასცეს.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირიდან მათი ქვეყნების გამოსვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა. იტალიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (53%) ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას უჭერს მხარს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (47%), გერმანია (43%), ესპანეთი (39%) და პოლონეთი (38%). გამოკითხვა კვლევითმა კომპანია Ifop –მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik“-ის დაკვეთით ჩაატარა.

ამავე დროს კითხვაზე, „დიდი ბრიტანეთის მაგალითზე გსურთ თუ არა თქვენს ქვეყანაში ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართოს“, პოლონელების 62%-მა, ესპანელების 61%-მა, გერმანელების 57%-მა, ფრანგების 53%-მა და იტალიელების 47%-მა უარყოფითი პასუხი გასცეს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ივლისთან შედარებით, რეფერენდუმის გამართვის მომხრეთა რიცხვი ესპანეთში 34%-დან 39%-მდე გაიზარდა, იტალიაში 46%-დან 53%-მდე, ხოლო პოლონეთში კი 33%-დან 38%-მდე.

რამდენი ევროპელი უჭერს მხარს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას?
რამდენი ევროპელი უჭერს მხარს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას? - Sputnik საქართველო
რამდენი ევროპელი უჭერს მხარს ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას?

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop –მა 2016 წლის  22-26 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობდა საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში,  იტალიასა და პოლონეთში შერჩეული 5019 რესპონდენტი.

შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. ნდობის ინტერვალი ზოგადად ქვეყანაში +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობისას. 

ცნობა პროექტ „Sputnik. მნენიას" შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი  კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.  

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. 

„Sputnik.მნენიას“ სხვა კვლევები: 

ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა არ მოსწონთ

ტერორიზმის საფრთხე ევროპაში მიგრაციულ კრიზისს ამძაფრებს 

ევროპისა და აშშ–ს მოსახლეობა საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს 

ევროპისა და აშშ–ის მოქალაქეები მხარს უჭერენ რუსეთის ქმედებებს სირიაში

გამოკითხვა: „როგორ აისახება ევროპის უსაფრთხოებაზე ნატოს პუნქტების გახსნა?“ 

ევროკავშირისადმი იმედგაცრუების შედეგად ევროპაში ოპოზიციის პოპულარობა იზრდება 

ევროპელების 28%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა საკუთარი არმია უნდა შექმნას

ყველა ახალი ამბავი
0