ამერიკული გაკვეთილი... ლიბერალიზმის კრახი და კონსერვატიზმის ზეობა!..

© REUTERS / Andrew Kellyდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამ განაპირობა არჩევნების შედეგი? როგორია მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარი და რამდენად რეალურია ახალი ეპოქის დასაწყისი... დემოკრატიის კრიზისი და ამერიკული გაკვეთილი...

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული სახელმწიფოს მეთაური თეთრი სახლის ოფიციალური ბინადარი მომავალი წლის 20 იანვრიდან გახდება, თუმცა ბარაკ ობამამ ქვეყნის მორიგ, 45-ე პრეზიდენტს უკვე უმასპინძლა. მიმავალმა და მომავალმა ერთმანეთი გაიცნეს, სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს… ამასობაში მიშელ ობამამ და მელანია ტრამპმა თეთრი სახლი დაათვალიერეს… 

მოლოდინი სხვაგვარი იყო, პოლიტოლოგთა უმრავლესობა ჰილარი კლინტონის გამარჯვებას ვარაუდობდა, მაგრამ ამჯერად უმცირესობის პროგნოზი გამათლდა. „დემოკრატთა“ რჩეულმა ე.წ „სახალხო ხმებით“ „რესპუბლიკელ“ ოპონენტს საგრძნობლად გაუსწრო, მაგრამ საარჩევნო კოლეგიამ უპირატესობა დონალდ ტრამპს მიანიჭა. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის თავისებურება… ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით დემოკრატია ამერიკაშიც ღრმა კრიზისშია და ამომრჩეველმა პოლიტიკურ ელიტას უნდობლობა მკაფიოდ გამოუცხადა. რატომ, რამ განაპირობა არჩევნების შედეგი? როგორია მსოფლიოში მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარი და რამდენად რეალურია ახალი ეპოქის დასაწყისი…

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი იმარჯვებს

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „დონალდ ტრამპის გამარჯვების სავარაუდო მიზეზია ლიბერალური რადიკალიზმი, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობა დაუცველი დატოვა. ეს ასევე შეიძლება იყოს ლიბერალიზმის პარადიგმის კონსერვატიზმით შეცვლის ნიშანი. ძნელია იმის თქმა, ეს ყოველივე კარგია თუ ცუდი. ზომიერი კონსერვატიზმის მაგალითები მოგვცეს როლანდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა. რადიკალური კონსერვატიზმი მოცემულია ყველა ავტორიტარულ რეჟიმში. მოგეხსენებათ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ევროპელ ლიდერებს და პოლიტიკოსებს დონალდ ტრამპის საფრთხესთან საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა. ვგონებ საფრთხე დონალდ ტრამპში არაა.

მიხეილ სააკაშვილი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: ტრამპი ძლიერი პიროვნებაა არაპროგნოზირებადი პოლიტიკით

 მთავარი ის კი არ არის, რომ პრეზიდენტი ის გახდა, არამედ ის, რომ ამერიკელმა ხალხმა კონსერვატიულ პოლიტიკას მისცა ხმა, თანაც უფრო რადიკალურ, პროტესტულ კონსერვატიზმს. ლიბერალური რადიკალიზმი ძალზედ რადიკალური გახდა და ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი ეს არის. ხელისუფლების ოპონენტები კონსერვატიული განწყობების პოლიტიკოსები იქნებიან და არ გამოვრიცხავ, რომ ამგვარი ოპონენტები ისევ „ქართული ოცნების“ წიაღში გაჩნდნენ ამერიკელმა ამომრჩეველმა უარჰყო პოლიტიკური პროფესიონალიზმი, ეჭვქვეშ დააყენა ლიბერალური დემოკრატიის ბევრი ღირებულება და უპირატესობა მიანიჭა აგრესიულ რიტორიკას, ეროვნული ინტერესების დაცვას, პოლიტიკური ელიტის თუ ლობიზმის კრიტიკას, ოლიგარქიული მონოპოლიების შეზღუდვას, ჩინოვნიკების ხელშეუხებლობას, უაზრო და უშედეგო ომების აღკვეთას. ამას ქადაგებდა დონალდ ტრამპი. ძნელია დონალდ ტრამპის გარდა იპოვნო სხვა ამერიკელი პოლიტიკოსი, რომელიც ასე დაუნდობლად აკრიტიკებს მთელ ამერიკულ სისტემას. საფრთხე იმაშია, რომ ლიბერალიზმი რადიკალური და ელიტური გახდა, მოწყდა მოსახლეობას, რამაც გააჩინა კონსერვატიზმის „ტრამპ-ლინი“ 8 ნოემბერის საპრეზიდენტო არჩევნებში. ვიცით, რომ კონსერვატიული განწყობილებებია ევროპაშიც, სადაც ტრამპის მსგავსი ბევრი პოლიტიკოსი მიიწევს ხელისუფლებისკენ. თუ ხალხის პროტესტის მიზეზების მაგივრად პოლიტიკოსებმა მხოლოდ დონალდ ტრამპის გაუვნებელყოფაზე იფიქრეს, მათი მოსახლეობა ევროპელ ტრამპებს გადასცემს ძალაუფლებას. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი შეიძლება  მსოფლიო პოლიტიკის კონსერვატიზმისკენ შემოტრიალების პირველი რაუნდი იყოს, რაუნდი, რომლის მიზეზი გასაგებია, მაგრამ საბოლოო შედეგები გაუგებარი…“

რესპუბლიკელების სიხარული და დემოკრატების ცრემლები: რეაქციები ტრამპის გამარჯვებაზე - Sputnik საქართველო
"რესპუბლიკელების" სიხარული და "დემოკრატების" ცრემლები: რეაქციები ტრამპის გამარჯვებაზე

არის მოსაზრება, რომ თუ დონალდ ტრამპი საგარეო ურთიერთობებში იმ პოლიტიკის გატარებას შეეცდება, რასაც საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, მას პრობლემები უკვე თავისივე თანაპარტიელებთან ექნება და იგი ვერ იქნება ისეთი ძლევამოსილი პრეზიდენტი როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გასათვალისწინებელია, რომ ორივე პალატაში უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ… 

დონალდ ტრამპი და ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
ობამამ ტრამპთან ერთად ფოტო არ გადაიღო

რამაზ საყვარელიძე: „ნაადრევი მეჩვენება „რესპუბლიკელებთან“ დონალდ ტრამპის მომავალი ურთიერთობის დრამატიზაცია. ჯერ ერთი, ცნობილია, რომ პრეზიდენტის სავარძელი ცვლის ადამიანს, რომელიც ამ სავარძლისთვის იბრძოდა, უფრო ზომიერს და რაციონალურს ხდის მას. სავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპიც დაემორჩილება ამ კანონზომიერებას და არ იქნება თავისივე წინასაარჩევნო რიტორიკის მძევალი. ნაადრევი ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ როგორ გუნდს შექმნის ამერიკის ახალი პრეზიდენტი…“

ექსპერტთა ერთი ნაწილისთვის ამერიკელი ხალხის არჩევანი მოულოდნელი არ ყოფილა და მათი აზრით ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქართულმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა უნდა გაითვალისწინოს…

აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება - Sputnik საქართველო
აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „აი, ესაა ამერიკელი ხალხი — თავისუფალი, მშრომელი და საკუთარი ქვეყნის მოყვარული! ჩემეული შეფასება სწორი აღმოჩნდა. ვწერდი: „ამერიკანიზმის მჯერა, ამერიკელები არავის დაუთმობენ თავის ქვეყანას!..“ ასეცაა! ამერიკა შიგნიდან უნდა იცოდე, — უნდა გესმოდეს და უანგაროდ გიყვარდეს ეს ქვეყანა, რომ მიხვდე, პურიტანების შთამომავლები, სულით კონსერვატორები არ გაათახსირებენ საკუთარ ქვეყანას და მას გლობალისტების ხელში იარაღად არ გადააქცევენ!.. ამერიკამ გაიმარჯვა!.. მას შესანიშნავი პრეზიდენტი ეყოლება!.. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წარმოთქმული მისი პირველივე სიტყვა უმწიფარმა და მარიონეტიზირებულმა ქართველმა ე.წ. "პოლიტიკოსებმა" სამაგიდო წიგნად უნდა გაიხადონ! უმწიფარი ქართული ე.წ. უმაქნისი "მედასავლელები" კვლავ ნეო-ბოლშევიკური სიბნელით ელოდნენ იმის გამარჯვებას, რომელსაც არ შეიძლება პერსპექტივა ჰქონოდა… უმწიფარი ქართული "მთავარი" სატელევიზიო არხები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, კვლავ ლაფში აღმოჩნდნენ… არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ჰილარი კლინტონის პროპაგანდას ეწეოდნენ და კონფრონტაციულ კონტექსტში რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების იმედით საქართველოს შანსებზე საუბრობდნენ. ჭეშმარიტად!!! უშრეტია ბრიყვთა სიშტერე! უშრეტია დეგრადირებული ქართული "ორიენტალისტების" მენტალური უბადრუკობა! ხალხს, ვისაც საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხისა და საკუთარი კულტურის კონტექსტში არ შეუძლია მსოფლიო მოვლენების და საშინაო პოლიტიკის დანახვა, არ შეიძლება პერსპექტივა ჰქონდეს! დონალდ ტრამპი დაასამარებს იმ მუქთახორებს, ამერიკელი ხალხის ფულით კეთილდღეობის შექმნას რომ ცდილობენ საქართველოში და ამისათვის უმარტივესი გზა აირჩიეს: ენის ტლიკინი დასავლელობაზე და ნეობოლშევიზმი და ადამიანებისადმი ზიზღი ქვეყნის შიგნით! აი, მაგალითი ქართველი ხალხისათვის — როგორ უნდა მოიშორო ჩამპალი კლანები ხელისუფლებიდან!..“

იქნება თუ არა გაკვეთილი ეფექტური და რაც მთავარია შედეგიანი დრო გვიჩვენებს, ისე როგორც დროში აისახება ზღვარი საარჩევნო რიტორიკასა და რეალობას შორის…

 


ყველა ახალი ამბავი
0