თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს, ძლიერი პიროვნებაა არაპროგნოზირებადი პოლიტიკით.
„მას 20 წელზე მეტია, ვიცნობ. ვმეგობრობთ. ამას ფრთხილად ვპროგნოზირებდი. ძლიერი პიროვნებაა არაპროგნოზირებადი პოლიტიკით. უნდა ვიყოთ ფრთხილი და ორგანიზებული, ვიდრე ოდესმე“, — წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ თავის გვერდზე.
პოლიტიკოსმა ასევე ტრამპთან ბათუმში გადაღებული თავისი ფოტო გამოაქვეყნა, როდესაც ამერიკელი მაგნატი 2012 წლის აპრილში საქართველოში იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო პროექტ „ტრამპ–ტაუერის“ პრეზენტაციაში.
ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს. ჰილარი კლინტონმა თავისი დამარცხება უკვე აღიარა. დონალდ ტრამპს გამარჯვება უკვე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.