თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი იმარჯვებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ პროგნოზზე დაყრდნობით.
წამყვანი ტელეარხები და საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“, საკუთარ სტატისტიკურ მოდელებზე დაყრდნობით, ხმების დათვლის დასრულებამდე ცალკეულ შტატებში გამარჯვებულებს პროგნოზირებენ. ეს პროგნოზები ოფიციალური არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ავტორიტეტით სარგებლობს.
ხმების დათვლა რიგ შტატებში გრძელდება.
აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები ორსაფეხურიანი სისტემით ტარდება. თავდაპირველად 50 შტატში ცალ-ცალკე საყოველთაო კენჭისყრა მიმდინარეობს. თითოეულ შტატში გამარჯვებულს მიაქვს ე.წ. ამომრჩევლების ყველა ხმა. ამ ე.წ. ამომრჩევლების რაოდენობა კონგრესის არჩევნების ოლქების რაოდენობას – 538-ს უტოლდება. გამარჯვებისთვის აუცილებელია ამომრჩევლების 538 ხმიდან 270 ხმის მიღება. ამომრჩევლები პრეზიდენტობის კანდიდატს ფორმალურად 19 დეკემბერს უყრიან კენჭს, ხოლო კონგრესი შედეგებს 2017 წლის 6 იანვარს დაამტკიცებს.