აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. გამარჯვება რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დონალდ ტრამპმა მოიპოვა. იხილეთ ვიდეო, რომელშიც ასახულია პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მხარდამჭერთა ემოციები არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.
სასტუმრო „ჰილტონში“ განთავსებულ დონალდ ტრამპის შტაბში ხმების დათვლის შედეგებს სიხარულით შეხვდნენ. „რესპუბლიკელის“ ასობით მხარდამჭერი, რომელიც ტრადიციულად „დემოკრატიულ“ მეხუთ ავენიუზე შეიკრიბა, ფართო ეკრანზე ადევნებდა თვალს არჩევნების შედეგებს.
სააგენტო „ასოშეიტედ პრესის“ მონაცემებით, ნიუ-იორკში ჯეიკობ ჯევიტსის საკონფერენციო ცენტრში, სადაც ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბი იყო განთავსებული, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც სააგენტო წერს, „დემოკრატების“ კანდიდატის მომხრეები ტიროდნენ და აღელვებული ადევნებდნენ თვალს ეკრანზე გამოსახულ შედეგებს.
აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს ორსაფეხურიანი სისტემით ჩატარდა. თავდაპირველად 50 შტატში ცალ-ცალკე საყოველთაო კენჭისყრა მიმდინარეობს. თითოეულ შტატში გამარჯვებულს მიაქვს ე.წ. ამომრჩევლების ყველა ხმა. ამ ე.წ. ამომრჩევლების რაოდენობა კონგრესის არჩევნების ოლქების რაოდენობას – 538-ს უტოლდება. გამარჯვებისთვის აუცილებელია ამომრჩევლების 538 ხმიდან 270 ხმის მიღება. ამომრჩევლები პრეზიდენტობის კანდიდატს ფორმალურად 19 დეკემბერს უყრიან კენჭს, ხოლო კონგრესი შედეგებს 2017 წლის 6 იანვარს დაამტკიცებს.
აშშ-ში ახალი პრეზიდენტი ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.