აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: თარიღი, რეიტინგები და მხარდამჭერები

© REUTERS / RICK WILKINGკლინტონი და ტრამპი დებატებისას
კლინტონი და ტრამპი დებატებისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის 58-ე პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. თავდაპირველად ამერიკელები ხმას პრეზიდენტის ამომრჩევლებს მისცემენ, რომლებიც მერე თავად აირჩევენ პრეზიდენტსაც და ვიცე-პრეზიდენტსაც.

განკითხვის დღე

პრეზიდენტს ხმას თითოეული შტატის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად წარმოდგენილი ამომრჩეველთა კოლეგია აძლევს — სულ 538 წევრი. მათ რაოდენობას ყოველი არჩევნების წინ თავიდან ითვლიან მოსახლეობის ბოლო აღწერის შესაბამისად. ყველაზე მეტი ამომრჩეველი კალიფორნიის შტატს ჰყავს — 55 კაცი.

გამარჯვება იმ კანდიდატს დარჩება, რომელიც კოლეგიის 538 წევრიდან, სულ ცოტა, 270-ის ხმას მიიღებს.

ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
რამდენჯერ ახსენეს კლინტონმა და ტრამპმა დებატების დროს რუსეთი და პუტინი

ამერიკის 48 შტატში (ანუ, მენისა და ნებრასკას გარდა) მოქმედებს პრინციპი „გამარჯვებული იღებს ყველაფერს“. კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა 51% ან მეტ პროცენტს მოიპოვებს, კონკრეტული შტატის ყველა ელექტორალურ ხმას იღებს. მაგალითად, თუ შტატში, რომელსაც ამომრჩეველთა კოლეგიაში 15 წევრი ჰყავს, ერთმა კანდიდატმა ხმათა 70% მოიპოვა, ხოლო მეორემ 30%, მაშინ თხუთმეტივე ხმას პირველი კანდიდატი იღებს.

შტატების უმრავლესობაში მოსახლეობის არჩევანის უპირატესობა მკაფიოდაა გამოხატული, ანუ ესა თუ ის შტატი მუდმივად ან „რესპუბლიკელების“ მხარდამჭერია, ან „დემოკრატებისა“. მაგრამ არის ისეთი შტატებიც, რომლებშიც მოსახლეობის არჩევანი მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, მაგალითად, ოჰაიოსა და ფლორიდაში. ამ შტატებში, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ ყველაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამომრჩევლის გადასაბირებლად და გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

ტრამპისა და კლინტონის ტელედებატები - Sputnik საქართველო
ტრამპი კვლავ დამარცხდა კლინტონთან ტელედებატებში

ამერიკელთა მომავალი ლიდერის ვინაობა 8 ნოემბერს გაირკვევა. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი 19 დეკემბერს გახდება ცნობილი, როდესაც ამომრჩეველთა კოლეგია მისცემს ხმას.

ახალი პრეზიდენტის სახელს საჯაროდ გამოაცხადებენ 2017 წლის 5 იანვარს, ხოლო სულ ბოლო წერტილი 20 იანვარს დაისმება, როდესაც თეთრ სახლში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.

რეიტინგები

წინასაარჩევნო ბრძოლა აშშ-ში მწვავე კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს — დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე დაჯაბნა ჰილარი კლინტონი გამოკითხვებში, თუმცა „დემოკრატების“ კანდიდატი მერე ისევ უსწრებდა ოპონენტს.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე აშშ-ში ტრამპის შეცვლა უნდათ

რა შედეგით დასრულდება წინასაარჩევნო ბრძოლა და ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი, ამის წინასწარ თქმა ყველაზე გამოცდილ და გამჭრიახ პოლიტოლოგებსაც უჭირთ.
„აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და არსებობს შანსი, რომ [ბრძოლის პერიოდი] ძალზე ცვალებადი იყოს“, — განუცხადა საინფორმაციო საგენტო РИА Новости-ს მარკ შელიმ, აიოვას შტატის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელმა.

როგორც ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მცირედ, მაგრამ მაინც ლიდერობს. ამერიკული The New York Times-ის მონაცემებით, რომელიც ყოველდღე ანახლებს საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებს, ტრამპისა და კლინტონის რეიტინგები ასე გამოიყურება:

•    ჰილარი კლინტონი — 46,4% ამომრჩეველი

•    დონალდ ტრამპი — 40,3% ამომრჩეველი.

ახლა კანდიდატები ყველა ღონეს ხმარობენ ამერიკელი ამომრჩევლის გულის მოსაგებად.

ბარაკ ობამა - Sputnik საქართველო
ობამამ პირობა დადო, რომ ტრამპს აფროამერიკელების ისტორიას გააცნობს

აღსანიშნავია, რომ საჯარო დებატების სამივე რაუნდის შედეგების მიხედვით, CNN-ის მაყურებელთა უმეტესობამ ჰილარი კლინტონს მიანიჭა უპირატესობა.
პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ „დემოკრატების“ კანდიდატ კლინტონის პოზიციები წინასაარჩევნო ბატალიებისას ბევრად მომგებიანი იყო, ვიდრე „რესპუბლიკელი“ ტრამპისა.

„დონალდ ტრამპი, და ეს აშკარაა, ნაკლებად იყო გაცნობიერებული იმ საკითხებში, რომლებსაც დებატებისას განიხილავდნენ და უხერხულად გრძნობდა თავს. მომეჩვენა, რომ მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა კლინტონისთვის საგრძნობი დარტყმის მისაყენებლად“, — ციტირებს РИА Новости ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორის პოლ გრეგორის სიტყვებს.

ჰოლივუდის მხარდაჭერა

ამერიკული შოუბიზნესის ვარსკვლავები ერთგვარად კოზირებად იქცნენ პრეზიდენტის სავარძლისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში. ისინი ორ ბანაკად გაიყვნენ და ერთი ნაწილი, ამა თუ იმ ფორმით, კლინტონს უჭერს მხარს, მეორე კი ტრამპს.

ასე მაგალითად, ტრამპის ქომაგთა რიცხვში არიან: სილვესტერ სტალონე, ჩაკ ნორისი, მაიკ ტაისონი, ჩარლი შინი, კიდ როკი.

კლინტონს კი გულშემატკივრობენ: სტივენ სპილბერგი, ჯორჯ ლუკასი, კვენტინ ტარანტინო, მაიკლ დუგლასი, ტომ ჰენკსი, ჯეკ ნიკოლსონი, ჯენიფერ ლოპესი, რობერტ დე ნირო.

© photo: Sputnik / Vitaliy Belousoc / გადასვლა მედიაბანკში„დემოკრატების“ ქომაგი მადონა
„დემოკრატების“ ქომაგი მადონა  - Sputnik საქართველო
„დემოკრატების“ ქომაგი მადონა

მათი მხარდაჭერა ძირითადად სოციალურ ქსელებში ვლინდება, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

ყველასგან გამოირჩა მადონა, რომელმაც „მედისონ სკვერ გარდენში“ ემი შუმერის კონცერტის დაწყების წინ საჯაროდ განაცხადა:

„მინდა ხმამაღლა განვაცხადო: ორალური სექსით დავკავდები თითოეულთან, ვინც ჰილარი კლინტონს მისცემს ხმას. ამაზე მთელ ჩემს დროსა და ძალას დავხარჯავ. გეფიცებით, ეს ფრიად კარგად გამომდის!“

მსახიობმა ჟან-კლოდ ვან დამმაც შეიტანა „საინტერესო“ წვლილი ტრამპის მხარდაჭერაში და განაცხადა:

„ბიჭმა ხუთი-ექვსი მილიარდი ინვესტიცია ჩადო თავის ქვეყანაში და სურს ინტერესები დაიცვას“.

ვან დამმა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს ისიც შესთავაზა, რომ „ბატონ პუტინთან არაყი დალიოს და შერიგება სცადოს“.

ყველა ახალი ამბავი
0