ტრამპი კვლავ დამარცხდა კლინტონთან ტელედებატებში

გამოწერა
და, მაინც, ტელედებატების ყველაზე მეტი განხილვის თემად იქცა... ბუზი, რომელიც ჰილარი კლინტონს წარბზე დააჯდა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მოწინააღმდეგესთან, „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპთან ტელედებატებში კვლავ გაიმარჯვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости CNN-ზე დაყრდნობით. 

კლინტონს დებატებში გამარჯვებულად აღიარებს 57%, ხოლო ტრამპს — 34%. აქედან 63%-ს მიაჩნია, რომ ტრამპი მოსალოდნელზე უკეთ გამოვიდა, 21%-ის აზრით, მისი გამოსვლა იყო უარესი, 15% კი ფიქრობს, რომ მისი გამოსვლა არ განსხვავდებოდა წინა დებატებისგან.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე აშშ-ში ტრამპის შეცვლა უნდათ

გამოკითხვაში 537 დარეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობდა.

დონალდ ტრამპს იმ სკანდალის ფონზე მოუწია მორიგ ტელედებატებში მონაწილეობა, რომელიც ორიოდე დღის წინ აგორდა. პარასკევს მისი 11 წლის წინანდელი მაკომპრომეტირებელი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ვულგარულად ტრაბახობს ქალებთან ურთიერთობით და ამბობს, რომ ის „ვარსკვლავია“ და ამიტომ ქალბატონები მას ყველაფრის უფლებას აძლევენ.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ტრამპის ბევრმა „მძიმეწონოსანმა“ თანაპარტიელმა მოუწოდა მას, მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 

და, მაინც, ტელედებატების ყველაზე მეტი განხილვის თემად იქცა… ბუზი, რომელიც ჰილარი კლინტონს წარბზე დააჯდა, „დემოკრატმა“ კანდიდატმა კი ყურადღებაც არ მიაქცია მწერს და სიტყვა არ გაწყვიტა. 

​ამას „ტვიტერსა“ და „ფეისბუქზე“ უამრავი კომენტარი მოჰყვა. უფრო მეტიც, ტელედებატების „გმირ“ ბუზს „ტვიტერში“ რამდენიმე სპეციალური აკაუნტიც კი გაუხსნეს.

ყველა ახალი ამბავი
0