თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. პორტალ WikiLeaks-ის შედეგებით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა დებატების სამი რაუნდის განმავლობაში სიტყვები „რუსეთი“ და „პუტინი“ უფრო ხშირად ახსენეს, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
დებატების დროს კანდიდატებმა „რუსეთი“ და „პუტინი“ 178-ჯერ, ხოლო „ისლამური სახელმწიფო“, „ტერორიზმი“ და „ალ-ქაიდა“ 132-ჯერ ახსენეს. მესამე ადგილზე აღმოჩნდა „გადასახადები“ – 119.
პოპულარული თემები გახდა ასევე სირია, ირანი, ემიგრანტები, ჩრდილოეთ კორეა, ჰაკერული თავდასხმები.
დებატების საფინალო რაუნდი 19 ოქტომბერს გაიმართა, რომელიც აშშ-ის უახლეს ისტორიაში ყველაზე მკაცრი აღმოჩნდა. სამივე რაუნდის მსვლელობის დროს, კანდიდატები ერთმანეთს მკაცრად აკრიტიკებდნენ. კერძოდ, მეორე რაუნდში ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში კლინტონი ციხეში იჯდებოდა.