ცნობილი ასტროლოგი საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

CC BY 2.0 / Kim MyoungSung / meteo (missed focus)მოწყვეტილი ვარსკვლავი
მოწყვეტილი ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა. Sputnik ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის დახმარებით შეეცდება უახლოეს მომავალში შეიხედოს და გაარკვიოს როგორი ენერგეტიკის მატარებელია არჩევნების დღე - 8 ოქტომბერი, რას ამბობენ ვარსკვლავები და რას უნდა ვუფრთხილდეთ...

„8 ოქტომბერი — საკმაოდ მძიმე ენერგეტიკული დღეა, ვინაიდან იგი გეომაგნიტურ დღეებს განეკუთვნება, მოსალოდნელია პრობლემები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებით. ადამიანებს არასტაბილური ემოციური ფონი ექნებათ“, — თქვა ცაგარელმა. 

ამას ემატება ისიც, რომ 18 ოქტომბრამდე დედამიწა უარყოფით ენერგეტიკულ ზონაშია, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და კონფლიქტები და უსიამოვნებები გარდაუვალია. 

ცაგარელის თქმით, კოსმოსი გვაფრთხილებს, რომ ეხლა მზე გადის ყველაზე მშვიდობიან, კომპრომისულ და დიპლომატიურ ნიშანზე —სასწორზე, ხოლო მთვარე რვა რიცხვში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ნიშანში — თხის რქაშია. ეს ნიშნავს, რომ სამყარო ადამიანებისაგან ითხოვს სტაბილურობის, სამართლიანობის მაქსიმალური დაცვას და კომპრომისების მიღწევას ნებისმიერ რთულ საკითხში მხოლოდ დიპლომატიის და მშვიდობის გზით. 

პეტრე მამრაძე - Sputnik საქართველო
ფინიშის სწორზე, ანუ რამდენიმე საათით ადრე...

„სწორედ მაშინ ვიქნებით ჩვენ უფრო წარმატებულნი ყველა სფეროში, მათ შორის არჩევნებზე“, — აღნიშნა ცაგარელმა. 

თუმცა ადამიანებმა, რომელთაც არ შეუძლიათ თავიანთი ემოციების კონტროლი შეიძლება სერიოზული პრობლემები შექმნან. 

იმის გამო, რომ ისინი არ შეასრულებენ მშვიდობისა და სამართლიანობისაკენ მიმართულ კოსმიურ მითითებებს, მათი ქმედებები ნეგატიურად აისახება მათზევე. 

ასტროლოგი გვაფრთხილებს, რომ ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეძლებს ეს პერიოდი სტაბილურად, კომპრომისებისა და დიპლომატიის გზით გაიაროს, უფრო წარმატებული იქნება. 

ცაგარელმა აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ მოგების დიდი შანსი აქვს, რადგან გარდა სამთავრობო ბერკეტებისა, ასტროლოგიის თანახმად, მათ წარმატების ძალიან დიდი შანსი აქვთ, ვინაიდან ისინი განვითარების ახალ, ოთხწლიან ციკლს იწყებენ. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: ექსპერტთა პროგნოზები

გარკვეული შანსები აქვს ბლოკს „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი,  -საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, აღნიშნა ასტროლოგმა. მისი თქმით, ასევე აქვს შანსი ყველაზე აქტიურ ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ხმების დაგროვებას შეძლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აჭარაში, თუმცა, პარლამენტში წინა შემადგენლობით ვერ გავა, მათი რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება. 

ბლოკმა „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისათვის“, ასტროლოგის აზრით, რეპუტაცია გაიფუჭა, ამიტომ მას „მზე ნაკლებად გაუღიმებს“. 

ხმების გარკვეულ რაოდენობას დააგროვებს „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“, ასევე „ირაკლი ალასანია — თავისუფალი დემოკრატები“. მცირე შანსი აქვს ბლოკ „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“. 

აფეთქება კოლმეურნეობის მოედანზე - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში 2016: ჩხუბები, აფეთქებები, თავდასხმები

დედამიწა უარყოფით ენერგეტიკულ ველში კიდევ ერთხელ შევა იანვარში, შემდეგ თებერვლის პირველ ნახევარში, მარტის მეორე ნახევარში და აპრილის პირველ ნახევარში —ეს ის პერიოდებია, როცა ქვეყანაში შესაძლოა ყველაზე მოულოდნელი და გარდამტეხი მოვლენები მოხდეს. შესაძლოა შეიცვალოს მინისტრები, არ არის გამორიცხული რომ პრობლემები წარმოიშვას არჩევნებში გამარჯვებულ პარტიაშიც. 

„არ არის გამორიცხული, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინოს, რომ რომელიმე კანდიდატი, რომელიც მას მოსწონდა სხვანაირად ამღერდეს და სხვანაირად ამოქმედდეს, არა ისე, როგორც ის ელოდება. მსგავს ტენდენციებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ამ რთულ პერიოდში, განსაკუთრებით თებერვალში“, აღნიშნა ცაგარელმა. 

თებერვალი განსაკუთრებით რთული იქნება იმიტომაც, რომ ამ პერიოდში მთვარისა და მზის დაბნელებაა მოსალოდნელი. 

გამწვავდება ინფექციური და ვირუსული დაავადებები, მოსალოდნელია ემოციური პანიკა მოსახლეობაში. შესაძლოა ხალხმა სამთავრობო სტრუქტურები უმაქნისობაში და ცუდ მუშაობაში დაადანაშაულოს. 

თბილისი - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: შეთქმულება თუ წინასაარჩევნო ისტერია

„არ დაგავიწყდეთ, ეხლა ცეცხლოვანი მაიმუნის წელია, რომელიც 60 წელში ერთხელ დგება და თან მოაქვს ნებისმიერი სახის უსიამოვნებები და მოულოდნელობები. ეს ყველას ექნება — თქვენც, მეც და ივანიშვილსაც“, — აღნიშნა ასტროლოგმა. 

მომავალი, მამლის წელიწადი არანაკლებ რევოლუციური იქნება, ვიდრე მიმდინარე, ხაზგასმით აღნიშნა ცაგარელმა. მას შეუძლია თან მოიტანოს პრობლემები და კონფლიქტური სიტუაცია. 28 იანვრამდე მაიმუნის წელი გრძელდება თავისი გიჟური გამოვლინებებით, რის შემდეგაც შემოდის მამლის წელიწადი, რომელიც საკმაოდ აგრესიულია.

 „ეს ორი წელი მე ვთვლი რომ რევოლუციური ცვლილებების წელია და საბოლოო ჯამში ეს საკადრო ცვლილებები რომელიც მოსალოდნელია ქვეყანაში დადებითად აისახება საქართველოზე და სამთავრობო სტრუქტურებში უფრო უკეთესი სპეციალისტები გაჩნდება“, აღნიშნა ცაგარელმა.

გზის გასაყარზე - Sputnik საქართველო
უინსტონ ჩერჩილი: ცუდ ხელისუფლებას ირჩევს კარგი ხალხი, რომელიც არ დადის არჩევნებზე

ქვეყნისათვის ყველაზე კარგ პერიოდად ასტროლოგები თვლიან 2021 წელს, როცა საქართველო ახალ 12 წლიან პერიოდს დაიწყებს განვითარების. პირველი დადებითი ნაბიჯები საგრძნობი იქნება უკვე 2018 წელს, როცა ძაღლის წელი დაიწყება. მაგრამ იმისათვის, რომ შევიგრძნოთ ეს დადებითი ძვრები, აუცილებელია რევოლუციური ცვლილებები, მათ შორის საკადრო პოლიტიკაშიც, რათა ახალი ძალებით წავიდეთ წინ. 


ყველა ახალი ამბავი
0