არჩევნები საქართველოში: შეთქმულება თუ წინასაარჩევნო ისტერია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტიებისა და ბლოკების უზარმაზარი რაოდენობა აპირებს, თუმცა ძირითადი ბრძოლა ყოფილ და ამჟამინდელ მმართველ პარტიებს შორის გაიმართება. ორივე პარტია დარწმუნებულია გამარჯვებაში.

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ციებ-ცხელება იმატებს. არჩევნებამდე 11 დღით ადრე სუს-მა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით "შეთქმულება ხელისუფლების დამხობისა ან ხელში ჩაგდების მიზნით" და დაკითხვაზე ენმ-ის ხელმძღვანელობა დაიბარა.

უფრო მეტიც, მმართველმა პარტიამ "რუსთავი2"-ს რევოლუციის პროვოცირების მიზნით გაყალბებული ეგზიტპოლის მომზადება დააბრალა.

"ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ტელეკომპანიის ინტერაქტივები ყალბდება და ეგზიტპოლებთან დაკავშირებით არსებობს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია იმაზე შეთანხმდნენ, რომ გამოქვეყნდება ეგზიტპოლი, რომელიც რევოლუციას გამოიწვევს",-განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

 "რუსთავი2"-ის თამაში

საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, რომ "რუსთავი2" — მოსახლეობის უმრავლესობისათვის ინფორმაციის მთავარი წყაროა. ტელეკომპანიას არჩევნების გაშუქების დიდი გამოცდილება გააჩნია. 2003 წლის ნოემბერში, არჩევნების დღეს მათ მიერ გამოქვეყნებულმა ეგზიტპოლებმა საპროტესტო აქციები განაპირობა, რომლებიც "ვარდების რევოლიციით" დასრულდა. 

მიხეილ სააკაშვილი კიევში - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: "რევოლუცია" საქართველოში მოსალოდნელია არჩევნების შემდეგ

როდესაც 2012 წლის ბოლოს არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო, "რუსთავი 2"-მა ხელისუფლების გაკრიტიკება დაიწყო. კრიტიკა გამძაფრდა 2015 წელს ტელეკომპანიის ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის სასამართლო პროცესის შემდეგ.

2012 წელს "რუსთავი2"-ის და ცესკო-ს ეგზიტპოლების შედეგები ერთმანეთს დაემთხვა. ათ დღეში გაირკვევა, მოხდება თუ არა იგივე ამ არჩევნებზე.

"რუსთავი2"-სთვის ეგზიტპოლს ჩაატარებს კომპანია GFK. ის ფაქტიური ალტერნატივა გახდება ხუთი ტელეკომპანიის, მათ შორის სახელნწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეკვეთილი ეგზიტპოლების.

"ამ ეგზიტპოლებში გაიმარჯვებს ის პარტია, რომელიც რეალურად გაიმარჯვებს. ეს ეგზტთპოლები ემსახურება იმას, რომ ამომრჩევლის ხმები დავიცვათ. თუ ცესკოსა და ჩვენს კვლევას შორის იქნება სხვაობა, როგორც იმოქმედებან პოლიტიკოსები, ეს მათი გადასაწყვეტია",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბოკერია ივანიშვილს მოუწოდებს, არ დატოვოს საქართველო

გვარამიამ თქვა, რომ ტელეკომპანია მხარს არ დაუჭერს სახელმწიფო გადატრიალებას.

"გპირდებით, იქ, სადაც მე ვიქნები, სახელმწიფო გადატრიალების არანაირი ხელშეწყობა არ იქნება. "რუსთავი2" სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება და ყველა პოლიტიკოსს მოუწოდებს იგივე გააკეთოს და სახელმწიფო გადატრიალების ხსენებასაც კი გაემიჯნოს",- განაცხადა გვარამიამ.

ამავე დროს "რუსთავი2"-ის დირექტორმა პირველად პირდაპირ ეთერში მოსახლეობას მოუწოდა არ მისცეს ხმა "ქართულ ოცნებას", რომელიც არჩევნებში 41 ნომრით მონაწილეობს. 

"8 ოქტომბერს ტარდება რეფერენდუმი, რომელზეც ყველა უნდა მოვიდეს და შემოხაზოს ნებისმიერი ნომერი, გარდა იმისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ასახავს — 41 ნომერი",- განაცხადა გვარამიამ.

თელავი -წინასაარჩევნო სააგიტაციო ბანერი - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები 2016: პარტიები, უჩვეულო დაპირებები და პროგნოზები

შეთქმულების თეორია

საპარლამენტო არჩევნებამდე ათი დღე დარჩა, პოლიტიკური ტემპერატურა სწრაფად იმატებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აბრალებენ ნაცმოძრაობის ლიდერებს ქვეყანაში რევოლუციისა და დესტაბილიზაციის მომზადებას. 

ბოლო გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ამ პარტიებს თითქმის ერთნაირი რეიტინგი აქვს. ექსპერტები ამბობენ, რომ პარლამენტში ორივე პარტია მოხვდება.

პოლიტიკური ციებ-ცხელება ორი კვირის წინ გაღვივდა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილმა ენმ-ს არჩევნების დღეს პროვოკაციების მოწყობა დააბრალა.

ცეცხლზე ნავთი დაასხა "თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრნა ბესო კალაძემ. მან თქვა, რომ "თავისუფალმა ზონამ" მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო არჩევნების დღეს საპროტესტო აქციების მოწყობისა და ხალხის ქუჩაში გამოყვანის დავალება.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
შს მინისტრი: პოლიცია არჩევნებზე დესტაბილიზაციას არ დაუშვებს

კალაძის განცხადების მეორე დღეს ინტერნეტში სკანდალური აუდიოჩანაწერი განდა. იქ პიროვნება საკაშვილის ხმით ენმ-ის ლიდერებთან ერთად მომავლის გეგმებს განიხილავს, კერძოდ, ქვეყანაში მოვლენების განვითარების რევოლუციურ სცენარს.

ორივე შემთხვევაში სუს-მა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა-ხელისუფლების დამხობისა ან ხელში ჩაგდების მიზნით საბოტაჟისა და შეთქმულების მომზადების თაობაზე.

სააკაშვილის დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა — ის ოთხ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს და შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.

საქართველო არჩევნებისთვის ემზადება
საქართველო არჩევნებისთვის ემზადება - Sputnik საქართველო
საქართველო არჩევნებისთვის ემზადება

"ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, ყველა გამოკითხვა ამას მოწმობს. თუ კი საქართველოში რაიმე სახის რევოლუცია მოხდება, ეს არჩევნების შემდეგ იქნება. ეს იქნება სოციალური სტანდარტებისა და ხალხის ცხოვრების დონის რევოლუციური გაუმჯობესება, ეს იქნება რევოლუციური სასამართლო რეფორმა, რევოლუციური განათლების რეფორმა, ბიზნეს საქმიანობის რევოლუციური გამარტივება",-განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი აკაკი ბობოხიძემაც გააკეთა. "პარტია არ ემზადება რევოლუციისათვის. თუმცა, თუ კი გახდება საჭირო, ხმებს აუცილებლად დავიცავთ",- განაცხადა ბობოხიძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0