შს მინისტრი: პოლიცია არჩევნებზე დესტაბილიზაციას არ დაუშვებს

© FB/МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრმა ბოლო პერიოდში გახმაურებულ სისხლის სამართლის ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარისას განაცხადა, რომ პოლიცია დანაშულთან ბრძოლაში უკომპრომისო იქნება.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ინტენსიურად იმუშავენებ იმისათვის, რომ  8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დროს არ დაუშვან დესტაბილიზაცია, განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. 

პოლიცია - Sputnik საქართველო
გარდაცვლილი დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 "პირადად მე და შსს-ს მთლიანი შემადგენლობა არ დაუშვებს დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას,ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის! შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით», — განაცხადა მღებრიშვილმა, რომლის განცხადებაც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

შს მინისტრმა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი გამოწვევა უწოდა ააღნისნა, რომ ის სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოსი უნდა გაიმართოს.

 „მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური ვნებათაღელვები პიკს აღწევს. მაგრამ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მივმართავ ყველა მხარეს, ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი ქვეყნის პოლიციელების ჩარევას — ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას», — აღნიშნა მღებრიშვილმა.

პოლიცია — აპოლიტიკური უწყებაა, დასძინა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან მწუხარება გამოხატა 22 წლის დემურ სტურუას გარადცვალების გამო, რომელმაც პოლიციელის მხრიდან ზეწოლის გამო, 12 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტურუამ წერილი დატოვა, რომელშიც პოლიციელის მხრიდან ზეწოლასა და ძალადომაზეა საუბარი. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა არჩევნებამდე ევროკავშირის მიერ ვიზების გაუქმების მნიშვნელობაზე ისაუბრა

 „კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები თუ სამართალდამცველები. იმ შემთხვევაში, თუკი სამართლდამცველთა მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს. რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური», — განაცხადა მღებრიშვილმა.

ამასთან, მინისტრმა დასძინა, რომ ერთეულმა შემთხვევებმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი პოლიციის ინსტიტუტს.

 „არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევების გამო, მთელ პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ... ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას ნუ მივაყენებთ ჩრდილს მთელ ინსტიტუტს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას!“, — ხაზგასმით აღნიშნა მღებრიშვილმა.

მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა თბილისში ბოლო დროს მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ მკვლელობაზეც.

 „თითქმის ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება. ცხელ კვალზე გაიხსნა ეს დანაშაულებიც. თუმცა, საპოლიციო საქმიანობაში არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია და აქ საზოგადოების განწყობას, მის თანამშრომლობასა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, — განმარტა მინისტრმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც არასდროს დგას წესრიგის სადარაჯოზე, დასძიმა მინისტრმა.

 ჩვენ გავაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალის წინააღმდეგ! ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის და ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება!", — დასძინა გიორგი მღბრიშვილმა.



ყველა ახალი ამბავი
0