ბოკერია ივანიშვილს მოუწოდებს, არ დატოვოს საქართველო

© RIA Novostiბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი „არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში“ ქვეყნის დატოვებას აპირებს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გაავრცელა ბრიფინგზე.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, არ დატოვოს საქართველო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში.

„გვინდა მოვუწოდოთ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რომ არჩევნებში მარცხის შემდეგ საქართველო არ დატოვონ, ისინი უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში. ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ, ნორმალურ განვითარებას“, — განაცხადა ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

მიხეილ სააკაშვილი კიევში - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩარევის წინააღმდეგია

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა თანხმდება იმაზე, რომ მიუხედავად ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ ჩადენილი „არაერთი დანაშაულისა“, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუშვებელია.

„ჩვენ გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხესა და დევნილობაში“, — აღნიშნა ბოკერიამ.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი 8 ოქტომბრის არჩევნებში „არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში“ ქვეყნის დატოვებას აპირებს, ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გაავრცელა.

ყველა ახალი ამბავი
0