თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ამჟამად ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩარევა და აგრეთვე მისი განცხადებები სამშობლოში დაბრუნების თაობაზე, უარყოფითად აისახება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე, მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
„როცა ჩვენი სტრატეგიული, მეგობარი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს პოლიტიკაში ასეთი აგრესიული რიტორიკითაა ჩართული — ეს არაპოზიტიურია. ეს არაერთხელ მითქვამს. მიმაჩნია, რომ ეს პრობლემას უქმნის ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას“, — განაცხადა პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში.
თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა იქვე დაამატა, რომ აღნიშნული მაინც არ არის დრამატული.