საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: ექსპერტთა პროგნოზები

გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექსპერტები და პოლიტიკოსები ცალსახად აცხადებენ, რომ ყველაზე მეტ ადგილს საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები დაიკავებენ, მეორე ადგილზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გავლენ.

პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ ასევე პარტია „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“.

საკანონმდებლო ორგანოში ადგილები შეიძლება დაიკავონ აგრეთვე სამი საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებმა: „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“, „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული საქართველო“ და „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“.

ხათუნა ლაგაზიძე – ექსპერტი, ცენტრისტული შეხედულებების მომხრე

დიდი ალბათობით, ახდება ის, რაც ორი წლის წინ ვივარაუდე — გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან ოპოზიცია სუსტია… ბარიერს ორი პარტია — „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავს, დანარჩენების ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დედაენის ძეგლი - Sputnik საქართველო
საით დაუბერავს ქარი არჩევნების შემდეგ: პარტიების პრიორიტეტები

ნიკა ჩიტაძე — ექსპერტი, ნეოლიბერალური შეხედულებების მომხრე

ყველაზე დიდი შანსები, რა თქმა უნდა, აქვთ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. გარდა ამისა, ვფიქრობ, შანსი აქვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც, თუმცა, მათი წარმომადგენლობა პარლამენტში ისე წონიანი არ იქნება, როგორც ორი წამყვანი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა. თუმცა, ვფიქრობ, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ „თავისუფალ დემოკრატებს“, ბლოკს „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისთვის“, შესაძლოა, „რესპუბლიკელებსაც“.

სოსო ცინცაძე — პოლიტოლოგი, ცენტრისტული შეხედულებების მომხრე

მმართველი პარტიის სანუკვარი ოცნებაა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, შემდეგ კი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა. ამით ერთი თავის ტკივილით ნაკლები ექნება. მაგრამ ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ძალიან ძნელი იქნება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ჩატარდება არჩევნები ერთმანდატიან ოლქებში. მაგრამ ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იქნება.

რამაზ საყვარელიძე — პოლიტოლოგი, ცენტრისტული შეხედულებების მომხრე

გუშინწინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიტინგი მოაწყო, რომელზეც 100 ათასი ადამიანის მოყვანას აპირებდნენ, მაგრამ, ყველაზე ოპტიმისტური დათვლით, 12 ათასის მოყვანა შეძლეს. ეს განსხვავება თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ურტყამს და გამორიცხული არაა, რომ სხვა ადამიანები, რომლებიც ფსონს მათზე დებენ, ასეთი მცირე რაოდენობის — ამ მოძრაობის მხარდამჭერი ხალხის ნახვის შემდეგ გადაიფიქრებენ და სხვა პარტიებზე აიღებენ ორიენტაციას.

ვახტანგ მაისაია — პოლიტოლოგი, მემარჯვენე–ცენტრისტული შეხედულებები მომხრე

დიდი შანსები აქვს მმართველ პოლიტიკურ ძალა „ქართულ ოცნებას“, აი, ვინ მიჰყვება კვალდაკვალ — ძნელი სათქმელია. მე უფრო გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსზე“ შევაჩერებდი ყურადღებას, რომელსაც მეორე ადგილზე გასვლის კარგი შანსები აქვს, ხოლო მესამე, მეოთხე შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც თავისი სტაბილური ელექტორატი ჰყავს, და ნინო ბურჯანაძისა და ირაკლი ალასანიას პარტიებმა დაიკავონ.

© photo: Sputnikსაქართველო არჩევნებისთვის ემზადება
საქართველო არჩევნებისთვის ემზადება - Sputnik საქართველო
საქართველო არჩევნებისთვის ემზადება

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებს 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები. წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0